არსებობს სტერეოტიპი, რომელიც წარმატებული სტარტაპის დამფუძნებელად ახალგაზრდას მოიაზრებს, რომელსაც ბევრი იდეა დაუგროვდა უნივერსიტეტში სწავლისას და ახლა, ამ იდეების დიდ წარმატებად ქცევაზე მუშაობს.
თუმცა, რეალობა სულ სხვა რამეს გვეუბნება. წარმატებული სტარტაპების დამფუძნებელთა საშუალო ასაკი 40 წელია. შეგვიძლია დავასკვნათ, რომ კრეატიული იდეები სულაც არ არის ასაკზე დამოკიდებული! მთავარია, ადამიანი მზად იყოს იმ დიდი შრომისთვის და ექსპერიმენტებისთვის, რაც სტარტაპის წამოწყებას ჭირდება.
ამ სტატისტიკას ისტორია უმაგრებს ზურგს. რომ გადავხედოთ ისტორიას ათლეულების წინიდან დღემდე, ვნახავთ, რომ ასაკი არ არის სტარტაპის წამოწყების ბარიერი და წარმატებული სტარტაპერების უმრავლესობამ თავისი ბიზნესი 35 წლის შემდეგ წამოიწყო.
როგორც ჩანს, შუახნის კრიზისი კრეატიულობის გაღვივებასაც უწყობს ხელს. გთავაზობთ, 17 წარმატებული კომპანიის დამფუძნებლის ჩამონათვალს, რომლებმაც ბიზნესი 35-40 წლის შუალედში დაიწყეს.
და თუ ამ ასაკში ხარ, ეს სია გიჩვენებს, რომ მომავალი წინაა, შენს ხელში, კიდევ უფრო საინტერესო და წარმატებული მიღწევების პერსპექტივით:
1. ლიუ ჩუანჟი - დააფუძნა Lenovo 39 წლის ასაკში
2. გორდონ მური - დააფუძნა Intel 39 წლის ასაკში
3. ამანიო ორტეგა - დააფუძნა Zara 39 წლის ასაკში
4. ჩერ ვანგი - დააფუძნა HTC 39 წლის ასაკში
5. მინ კაო - დააფუძნა Garmin 38 წლის ასაკში
6. ვეინ ჰიუზი - დააფუძნა Public Storage 38 წლის ასაკში
7. მასარუ იბუკა - დააფუძნა Sony 38 წლის ასაკში
8. ჰუგო ბოსი - დააფუძნა Hugo Boss 37 წლის ასაკში
9. მილტონ ჰერსეი - დააფუძნა Hershey's 37 წლის ასაკში
10. დორის ფიშერი - დააფუძნა Gap 36 წლის ასაკში
11. როულანდ მეისი - დააფუძნა Macy's 36 წლის ასაკში
12. რეიდ ჰოფმანი - დააფუძნა LinkedIn 36 წლის ასაკში
13. ნამიჰიე ოდაერა - დააფუძნა Hitachi 36 წლის ასაკში
14. ჯ.კ. ჯაკობსენი - დააფუძნა Carlsberg 35 წლის ასაკში
15. მარკ ბენიოფი - დააფუძნა Salesforce 35 წლის ასაკში
16. უილიამ ბოინგი - დააფუძნა Boeing 35 წლისასაკში
17. უილიამ პროქტერი - დააფუძნა Proctor & Gamble 35 წლის ასაკში