1943 წელს, ჟურნალში Psychological Review გამოქვეყნდა კვლევითი სტატია “ A Theory of Human Motivation”. გამოქვეყნებისთანავე, სტატიამ დიდი დაინტერესება გამოიწვია და სწრაფად გახდა პოპულარული, მასში აღწერილი თეორია კი დღესაც ხშირად არის მენეჯმენტის პროფესინალების საუბრის ან კვლევის ობიექტი.
და რატომ გახდა კვლევაა ასეთი პოპულარული და საინტერესო? სტატიის ავტორმა, აბრაჰამ მასლოუმ შემოგვთავაზა თეორია, სახელად „საჭიროებების იერარქია“, რომლითაც ის შეეცადა აეხსნა, რა განაპირობებდა ადამიანის ქცევებს, რა სურვილები ან ინტერესები. ამ თეორიის შექმნით, აბრაამ მასლოუმ ფსიქოლოგიაში სახელი მართლაც რომ სამუდამოდ დაიმკვირდა, დღეს ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, თუნდაც ზერელდ მაგრამ მაინც აღწეროს რა არის „მასლოუს პირამიდა“
მასლოუს თეორია არ იყო ერთადერთი მიგნება, იმ პერიოდისთვის არსებობდა ადამიანის განვითარების სხვადასხვა მოდელები, რომლებიც ცდილობდნენ აეხსნათ ადამიანის თანდაყოფილი სურვილები. მასლოუს თეორიის გამორჩეულობა კი იმაში მდგომარეობს რომ, მან ადამიანები გამიჯნა კაცობრიობის უნივერსალური და ძირითადი საჭიროებების მიხედვით, შემდეგ კი „კლასტერებს“ შესაბამისი ემოციებიც შეუსაბამა. 1954 წელს, აბრაამ მასლოუმ თეორია კიდევ უფრო დეტალურად აღწერა წინგში “Motivation and Personality”.
ჩვენ მასლოუს საჭიროებების იერარქია პირამიდის სახით გავიცანით. პირამიდა, რომელიც მიგვანიშნებს, რომ ადამიანი უმაღლესი მიზნის, თვითრეალიზაციის მისაღწევად არის შექმნილი. მასლოუს პირამიდა პოპულარული მოდელია ადამიანის ქცევის და ფსიქოლოგიის ასახსნელად და ის აუცილებლად შეგვხვდება მარკეტინგის ან მენეჯმენტის ბევრ სახელმძღვანელოში ან თუნდაც მცირეზომიან კველვაში. მსოფლიოში ძნელია მოიძებნოს სტუდენტი, რომელმაც არ იცის რა არის „მასლოუს პირამიდა“ და ასევე რთულია, მოიძებნოს მენეჯერი, რომელსაც მასლოუს პირამიდაზე თუნდაც ზოგადი საუბარი გაუჭირდება. მოკლედ, ხეოფსის პირამიდა სად არის ეს ბევრმა არ იცის, მაგრამ „მასლოუს პირამიდას“ მასწავლებლები თუ სპიკერები არასოდეს შემოაკლდება. ერთი უცნაური ამბავია- აბრაამ მასლოუს პირამიდა არ შეუქმნია და თანაც, პირამიდა არ არის ზუსტი და სრული, ადამიანის ფსიქოლოგიის ან საჭიროებების გასააზრებლად.
ეს ამბავი კი ველინგტონის უნივერსიტეტის მენეჯემენტის პროფესორებმა, ტოდ ბრიჯმამანმა და სტეფან კამინგმა აღმოაჩინეს. ისინი დაუკავშირდნენ „გადამდგარ“ პროფესორს, ჯობ ბალარდს, რომელიც ფსიქოლოგიას ასწავლიდა მაუნტ სენტ ჯოზეფის უნივერსიტეტში. სამმა პროფესორმა მასლოუს ნაშრომები და ჩანაწერები საგულდაგულოდ შეისწავლეს და დაასკვნეს, მასლოუს თეორია დამახინჯებულია და არასწორად არის გადმოცემული.
სამივე პროფესორი აკრიტიკებდა თეორიის „გეომეტრიულ“ გარდასახვას, რადგან ისინი ამტკიცებდნენ, რომ არ არის საჭირო ადამიანი 100% -ით კმაყოფილი იყოს პირამიდის „დაბალ დონზე“ რომ მას ჰქონდეს მაგალითად აღიარების ინტერესი და მოტივაცია.
ვის და რატომ სჭიერდებოდა „პირამიდა“? ამბობენ, რომ MIT Sloan School of Management- ის მენეჯმენტის პროფესორმა, მოხერხებულად ისარგებლა და მისი მენეჯმენტის X და Y თეორია, ძალიან კარგად „მოარგო“ ინკოგნიტო ავტორის მიერ შექმნილ პირამიდას. მენეჯმენტში, მაკრეგორი დღესაც გავლენიან თეორიტიკოსად და ავტორად მოიზრება; იმ პერიოდში კი მართლაც უზარმაზარი იყო მისი გავლენა ბიზნესსა თუ მენეჯმენტის სფეროში. როდესაც მასლოუმ საკუთარი თეორია გამოაქყვენა, დუგლას მაკრეგორმა კარგი შესაძლებლობა დაინახა მენეჯმენტში შეეტანა საჭიროებების თეორია, მაგრამ მხოლოდ „საჭიროებების პირამიდის“ სახით. მიუხედავად ამ მნიშვნელოვანი ძალისხმევისა (მნიშვნელოვანა, რადგან მაკრეგორმა მენეჯერებს ადამიანის მოტივაცია გააცნო სწორედ ამ პირამიდის სტრუქტურის მიხედვით), არც მაკრეგორი არ არის პირამიდის ავტორი.
1957 წელს, მენეჯმენტის კიდევ ერთმა ცნობილმა და გავლენიანმა პროფესორმა, კეიტ დევისმა, საკუთარ წიგნში, „ მენეჯმენტის სახელმძღვანელო“, მასლოუს საჭიროებების იერარქია ტოლფერდა სამკუთხედის ფორმით გადმოსცა; 1960 წელს კი ფსიქოლოგმა ჩარლს მაკდემირმა ტოლფერდა სამკუთხედს სწორედ ისეთი ფორმა მისცა, რა ფორმითაც ჩვენ გავიცანით „მასლოუს პირამიდა“. სტატიაში “How Money motivates men”, მაკდემირი დამაჯერებლად ასაბუთებდა, რომ პირამიდის მიხედვით, შესაძლებელი იყო ადამიანის მაქსიმუმი მოტივაციის მიღწევა „მინიმალური დანახარჯებით“. სწორედ ამ პერიოდიდან, პირამიდის პოპულარობა მისი „მამოტივირებელი“ ხასიათის გამო, ძალიან გაიზარდა და დღეს ბევრი ამბობს რომ, ადამიანის მოტივაცია მასლოს პირამიდაა“, რომლის მიხედვითაც, ჯერ ფიზიოლოგიური მოლოდინებს ვიკმაყოფილებთ, შემდეგ კი მიკუთვნებულობისთვის ვქმედებთ.
მე-20 საუკუნის მესამე მეოთხედში კვლავ გაგრძელდა კვლევა, იყო თუ არა მასლოუ პირამიდის ავტორი. მის მემუარებში, წერილებში, ჩანაწერებში და პირად დღიურებში, პირამიდა არსად მოიძებნება, თეორია კი ნამდვილად საჭიროებების იერარქიაზე საუბრობს.
„მასლოუს პირამიდას“ და მის საჭიროებების თეორიას ბევრი მეცნიერი აკრიტიკებს. მოიაზრება რომ, ადამიანების სურვილები იერარქიული არ არის და პირამიდის ნაცვლად, ადამიანის საჭიროებებს კიბე უკეთესად გამოხატავს, სადაც ხელები და ფეხები სხვადასხვა საფეხურზეა განთავსებული. ეს სიმბოლიკა ასე აიხსნება-შესაძლოა, ადამიანს ერთდროულად რამდენიმე საჭიროება ჰქონდეს და მის ქცევებსაც რამდენიმე საჭიროება განაპირობებს, ვიდრე იერარქიული წყობა
მასლოუს თეორიაზე საუბრისას, აუცილებელია ვიცოდეთ, რომ თეორიებს დროში ადაპტაცია სჭირდება. მასლოუს საჭიროებების იერარქიაზე ბევრი კვლევაა და ბევრი კრიტიკაც, რადგან ფსიქოლოგები მიიჩნევენ რომ თეორიას აკლია მნიშვნელოვანი რამ- თვითრეალიზაციის კავშირი თვითტრანსცენდენციასთან. თვითრეალიზაცია თვითტრანსცენდენციის კონცენფიის მიხედვით, ადამიანის უმაღლესი სურვილია გახდეს ის რაც რეალურად, შინგანად არის. ამისთვის კი ადამიანს ტრანსცენდენცია აუცილებლად სჭირდება.
ცნობილია, რომ მასლოუ მუშაობდა იერარქიის განვითარებაზეც სწორედ თვითტრანსცენდციის მიმართულებით (რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს, 1943 წელს, გერმანელ ჯარისკაცებზე დაკვირვების დროს მოიაზრა), მაგრამ ვეღარ დაასრულა.
მასლოუს თეორიაში არსებულ ‘ხარვეზზე“საუბარი საფუძველს მოკლებული არ არის, რადგან ადამიანს ნამდვილად გაუჭირდება თვითრეალიზაცია საკუთარი თავის შეცნობის გარეშე. მაგალითად, თუ ადამიანი საკუთარი ეგოს შეცნობის პროცესშია, მისი თვითრეალიზაცია სწორედ აქეთ იქნება მიმართული.
მასლოუს საჭიროებების იერარქიის არასწორი ინტერპრეტაცია დღესაც გრძელდება. თანამედროვე წიგნები თუ კვლევები ხშირად საუბრობენ პირამიდაზე და არასწორ ცოდნასაც უქმნიან დამწყებ პროფესიონალებს. რაკი აბრაამის თეორია დღესაც ძალიან აქტუალურია, უნდა გავითვალისწინოთ რომ უფრო მეტად ჩავუღრმავდეთ თეორიას, ვიდრე მის პირამიდულ ილუსტრირებას, რომელიც არც თუ ისე სრულყოფილ წარმოდგენას ქმნის ადამიანის თანდაყოლილ სურვილებსა და საჭიროებებზე.
წყარო: positive psychology