სწავლის პროცესი ადამიანის ცხოვრების მანძილზე არასდროს წყდება. უწყვეტი სწავლის პროცესი ძლიერი კატალიზატორია, რომელიც ადამიანებს ტრიუმფისკენ მიუძღვის წინ.
წარმოიდგინეთ მაგალითი - დამწყები სტარტაპერი ხართ და გიწევთ ბიზნეს სამყაროში გზის გაკვლევა. ყველა ნაბიჯი მნიშვნელოვანია და ყველა გადაწყვეტილებას შეუძლია თქვენი კომპანიის ბედის ცვლილება. როგორ შეიძლება წინასწარ განსაზღვროთ სწორი ნაბიჯები, გაუსწროთ თქვენს კონკურენტებს და გამოიყენოთ ყველა შესაძლებლობა?
პასუხი მარტივია - უნდა გახდეთ მუდმივად ცოდნის მაძიებელი. უწყვეტი სწავლის სურვილი გამოგარჩევთ სხვებისგან, მოგცემთ ახალი ცოდნის მიღების შესაძლებლობას.
Entrepreneur გვიზიარებს რამდენიმე მნიშვნელოვან უნარს, რაც შეგიძლიათ გამოიყენოთ უწყვეტი სწავლის უნარის გამოსამუშავებლად:
1. ცნობისმოყვარეობა - ინოვაციის მთავარი კატალიზატორი;
ცნობისმოყვარეობის დამსახურებაა ათასობით სტარტაპ კომპანიის დაარსება. ცნობისმოყვარეობა ავითარებს ინოვაციებს, აღვივებს უცნობი სფეროს შესწავლის სურვილს, კითხვისნიშნის ქვეშ აყენებს აღიარებულ სიბრძნეებს და ადამიანებს ეხმარება ფარული შესაძლებლობების აღმოჩენაში.
2. მარცხის მიღება - გამოცდილების ტკბილი გემო;
მარცხი დასასრული არ არის, ის წარმატების მიღწევის გზაზე ერთი საფეხურია. მარცხი ფასდაუდებელი მასწავლებელია. ისწავლეთ თქვენი შეცდომების მაგალითზე, გაიაზრეთ, შეცვალეთ მიდგომები და დაბრუნდით უფრო ძლიერი.
3. კავშირების გაჩენა - წარმატების ოქროს ბილეთი;
წარმატებული მეწარმეობა პირდაპირ არის დაკავშირებული, როგორც გამოცდილებასთან, ასევე, კავშირებთან. წარმატების მისაღწევად განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მსგავსად მოაზროვნე ადამიანების პოვნა და მათთან დაკავშირება. ამისთვის დაესწარით კონფერენციებს, გაწევრიანდით თქვენი ინდუსტრიის შესაბამის გაერთიანებებში, მონაწილეობა მიიღეთ ღონისძიებებში და გაიცანით პროფესიონალები სხვადასხვა სფეროდან.
4. საკუთარი თავის განვითარებაზე ზრუნვა;
წარმატება არ არის საბოლოო დანიშნულება, ეს მოგზაურობაა, რომელიც მთელი ცხოვრების განმავლობაში გრძელდება. ინვესტიცია ჩადეთ საკუთარი თავის განვითარებაში. აიყვანეთ მენტორი, იკითხეთ, მოუსმინეთ პოდკასტებს, მონაწილეობა მიიღეთ სემინარებში, გაიღრმავეთ ცოდნა და შეიძინეთ ახალი უნარები. პირადი განვითარება ფარული უპირატესობაა, რაც საშუალებას მოგცემთ რთული გამოწვევები უმტკივნეულოდ გადალახოთ.
5. ადაპტირება - ფორმის ცვლილების სუპერძალა;
მუდმივად ცვალებად და გამოწვევებით სავსე შრომით ბაზარზე ადაპტაციის უნარი სუპერძალაა. იყავით მოქნილი, მუდმივად ადევნეთ თვალი ინდუსტრიის ტრენდებს და მზად იყავით თქვენი სტრატეგიების ტრენდების შესაბამისად ცვლილებისთვის.
6. დროის მენეჯმენტი - პროდუქტიულობის ხელოვნების დაუფლება;
დრო შეიძლება ყველაზე სანდო პარტნიორი ან ყველაზე ცუდი მტერი იყოს. დროის მართვის უნარის გამომუშავება, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ნებისმიერ სფეროში წარმატების მისაღწევად. პრიორიტეტები მიანიჭეთ შესასრულებელ დავალებებს, თავიდან მოიშორეთ ხელისშემშლელი გარემოებები და კონცენტრირდრით შესასრულებელ საქმეზე. გახსოვდეთ, რომ პროდუქტიულობა არ იზომება იმით, თუ რამდენი დრო დაუთმეთ კონკრეტული დავალების შესრულებას არამედ, პროდუქტიულობას განსაზღვრავს შესრულებული სამუშაოს ეფექტურობა.
7. ემოციური ინტელექტი - ლიდერშიფის x ფაქტორი;
წარმატება დამოკიდებულია როგორც ტექნიკურ უნარებზე, ასევე სხვებთან კავშირის დამყარების უნარზე. გამორჩეულ ლიდერებს მაღალი ემოციური ინტელექტი აქვთ, რაც ნიშნავს, რომ მათ ესმით გარშემომყოფი ადამიანების ემოციების და შეუძლიათ ემპათიის გამოხატვა.
წყარო - Why Lifelong Learning Is the Key to Entrepreneurial Success | Entrepreneur