თანამედროვე შრომითი ბაზრის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემა სამსახურში შემცირებებია. შემცირების ან რაიმე სხვა მიზეზის გამო, შეიძლება საკუთარი პროფესიით დასაქმება ვერ მოახერხოთ და სამსახური დაიწყოთ თქვენი პროფესიისგან განსხვავებულ ინდუსტრიაში.
Harvard Business Review გვთავაზობს რბილ უნარებს, რომლებიც შეგიძლიათ გაიუმჯობესოთ ნებისმიერ პოზიციაზე მუშაობისას და გვიზიარებს რჩევებს, თუ როგორ წარმოვაჩინოთ ეს უნარები რეზიუმეში.
1. კომუნიკაციის უნარი;
ნებისმიერ ინდუსტრიაში მუშაობა გაძლევთ კომუნიკაციის უნარის გაუმჯობესების შესაძლებლობას. ახალი სამსახური გამოიყენეთ ამ რბილი უნარის წარმოსაჩენად. შეცვალეთ თქვენი კომუნიკაცია განსხვავებულ აუდიტორიასთან და დააკვირდით როგორ რეაგირებენ ისინი. როგორი მიდგომა მუშაობს ეფექტურად და როგორი -არა.
მაგალითად, ზოგიერთ ადამიანს მოსწონს, როდესაც მას კარნახობენ მიმართულებებს, ზოგიერთს კი სურს თავად მიიღოს გადაწყვეტილებები. პირველ კატეგორიას მიკუთვნებულ ადამიანებთან კომუნიკაციისას მიეცით მათ რჩევები, გაუზიარეთ თქვენი გამოცდილება, ხოლო მეორე კატეგორიის ადამიანებთან მიეცით მათ სივრცე იყვნენ შთაგონებულები, იყავით ცნობისმოყვარე და მიეცით მათ საშუალება თავად იპოვონ პრობლემის გადაჭრის გზები. აუდიტორიაზე მორგებული კომუნიკაცია ნებისმიერ ბიზნესში უპირობო წარმატების საწინდარია.
2. გუნდური მუშაობის უნარი;
გააუმჯობესეთ გუნდური მუშაობის უნარი. მაგალითად, შეგიძლიათ ახალ სამსახურში გამოსცადოთ კონფლიქტური სიტუაციების მართვის და გუნდთან მუშაობის ახალი გზები. ახალი თანამშრომლები ნიშნავს, რომ თქვენ ურთიერთობა გექნებათ ახალ პიროვნებებთან და მათ შეხედულებებთან, რაც ყოველთვის მოგცემთ პიროვნული ზრდის შესაძლებლობას.
3. პრობლემების გადაჭრის უნარი;
ყველა სამსახურს მისთვის დამახასიათებელი გამოწვევები აქვს. პრობლემების გადაჭრის უნარის ქონა - რაც გულისხმობს პრობლემის შინაარსის გაგებას, მისი მოგვარების გზების ალტერნატივების მოფიქრება - ნიშნავს, რომ თქვენ ლოგიკურად აზროვნების უნარი გაქვთ. ახალ სამსახურში იპოვეთ ახალი გამოწვევები და პრობლემების მოგვარებაზე იზრუნეთ კრეატიული გზებით.
4. ლიდერობის უნარი;
ლიდერობის უნარი გულისხმობს, რომ თქვენ შეგიძლიათ სხვა ადამიანებზე მოახდინოთ გავლენა და ამით გააუმჯობესოთ მათი შესაძლებლობები საერთო მიზნების მისაღწევად. ნებისმიერ სამსახურში შეგიძლიათ ლიდერობის უნარის გაუმჯობესება ან გამომუშავება. შეგიძლიათ თქვენი არსებული გამოცდილება გამოიყენოთ და მომავალ თაობას დაეხმაროთ ლიდერობის უნარის გამომუშავებაში.
როგორ უნდა მიუთითოთ განხილული რბილი უნარები თქვენს რეზიუმეში
შემცირების შემდეგ რამდენიმე თვის განმავლობაში, შეგიძლიათ, თქვენს პროფესიის მიღმა არსებული სამსახური საერთოდ არ მიუთითოთ რეზიუმეში. თუმცა, თუ 6 თვის შემდეგაც აგრძელებთ ახალ ინდუსტრიაში მუშაობას, რეზიუმეში უნდა მიუთითოთ, რომ აგრძელებთ თქვენთვის რელევანტური ცოდნის და უნარების მიღებას.
რეზიუმეში სამსახურის მითითებისას, ახალი სამუშაო აღწერილობა დაუკავშირეთ თქვენს არსებულ კარიერას. მაგალითად, თუ თქვენ ყოველთვის მარკეტინგის სფეროში მუშაობდით და ახლა მაღაზიაში მუშაობთ, თქვენი მიმდინარე ვალდებულებები შეგიძლიათ ამგვარად ჩამოაყალიბოთ:
- მომხმარებლებზე დაკვირვება მათთან პირადი კომუნიკაციის გზით და დაკვირვება სადღესასწაულო მარკეტინგული კამპანიების დაგეგმვის მიზნით;
- კოლეგებთან, სხვადასხვა დეპარტამენტებთან და გარე ვენდორებთან მუშაობა პრობლემების ეფექტურად მოგვარების მიზნით;
- ცვალებად გამოწვევებთან ადაპტირება და გუნდის მოტივირება საერთო მიზნების მისაღწევად;
ამგვარი აღწერა მოიცავს მარკეტინგის სამსახურის აღწერილობებს და ყველა უნარს რაც საჭიროა მარკეტინგულ ინდუსტრიაში.
თქვენს ინდუსტრიაში დაბრუნებამდე შეგიძლიათ გაიაროთ პროფესიული კურსები და მიუთითოთ ისინი რეზიუმეში.
განსხვავებულ სფეროში მუშაობის დაწყება აჩვენებს თქვენს სამუშაო ეთიკას, ანგარიშვალდებულებას და მონდომებას, რომ შეგიძლიათ რთულ პერიოდსაც წარმატებით გაართვათ თავი. ნებისმიერი ახალი დამსაქმებელი ბედნიერი იქნება, თუ აიყვანენ თანამშრომელს, რომელიც მოქნილია, შეუძლია შეასრულოს განსხვავებული სამუშაო და არ უშინდება სირთულეებს.
წყარო - 5 Essential Soft Skills to Develop in Any Job (hbr.org)