ადამიანებს, რომლებსაც საკუთარი ნიჭის განვითარების სჯერათ (მეტი შრომის, კარგი სტრატეგიის და სხვების ცოდნის გაზიარების შედეგად) აქვთ Growth Mindset. ისინი ისწრაფვიან განვითარებისკენ, განსხვავებით Fixed Mindset-ის მქონე ადამიანებიგან, რომლებიც ფიქრობენ, რომ მათი ნიჭი თანდაყოლილი საჩუქარია. Growth Mindset-ის მქონე ადამიანები მეტ ენერგიას დებენ სწავლაში. ორგანიზაციაში Growth Mindset თანამშრომელთა ენერგიულობის და მათ საქმისადმი ერთგულების საწინდარია, რადგან ისინი ინოვაციური და სარისკო ინიციატივების დროს კომპანიისგან მხარდაჭერას გრძნობენ. Fixed Minedset-ის მქონე ორგანიზაციებში „ნიჭიერთა რბოლა“ ხშირად არასამართლიანად მიმდინარეობს.
აქედან გამომდინარე Growth Minset ბევრი კომპანიისთვის მიზნების მიღწევის გზად იქცა. თუმცა, ბევრი ადამიანი ამ სიტყვის მნიშვნელობას არასწორად აღიქვამს. გთავაზობთ სამ მაგალითს:
1) Growth Mindset ყოველთვის მქონდა და ახლაც მაქვს. Growth Minset ხშირად თანდაყოლილ თვისებებში ერევათ, როგორიცაა მოქნილობა, გონებაგახსნილობა და მოვლენების პოზიტიურად აღქმა. ყველა ადამიანი Growth Minset-სა და Fixed Minset-ის ნაზავია, რომელთაც გამოცდილება მუდმივად ავითარებს. წარმეტბისათვის აუცილებელია ვაღიაროთ, რომ „წმინდა“ Growth Mindset არ არსებობს.
2) Growth Mindset მხოლოდ ძალისხმევითვის დაჯილოებას ნიშნავს. არც ეს შეხედულებაა სწორი. არაპროდუქტიული ძალისხმევა არასდროსარის კარგი. სხვისი სწავლისა და პროგრესის პროცესის აღნიშვნა კრიტილულად მნიშვნელოვანია. მენეჯერებმა ხაზი უნდა გაუსვან იმ დეტალებს, რომელმაც საბოლოო შედეგი გამოიწვია, როგორიცაა: სხვების დახმარება, ახალი სტრატეგიის მოსინჯვა, გამოუვალ მდგომარეობაში სწრაფი გადაწვეტილების მიღება და ა.შ.
3) Growth Mindset-ის მხარდაჭერა საკმარისია წარმატებისათვის. ჩვენ ყველამ ვიცით და არ ვკამათობთ იმაზე, რომ ზრდა, ძალა და ინოვაციურობა კარგი თვისებებია და მათ განვითარება სჭირდებათ. Growth Mindset-ზე ორიენტირებული კომპანიის პოლიტიკა კი საუკეთესო გზაა მიზნების განსახორციელებლად. მაგრამ სიტყვები არაფერია თუ ეს პოლიტიკა ქმედებაში არ დაინერგა და განვითარება შესაძლებელი და რეალური არ გახადა. ორგანიზაციებმა, რომლებიც Growth Mindset-ს ავითარებენ, იციან, რომ ყველა რისკი წარმატებული ვერ იქნება. ისინი თანამშრომლებს აქებენ მაშინაც, თუ მათ წარუმატებელი პროექტისგან კარგი გაკვეთილი ისწავლეს. ისინი მხარს უჭერენ გუნდურიბას და არა შეჯიბრებითობას. ისინი იღებენ პასუხისმგებლობას დასაქმებულების კარიერულ განვითარებაზე და შესაბამისად, აძლევენ მათ წინსვლის საშალებას. ისინი Growth Mindset-ის განვითარებას კონკრეტული, ყოველდღიური ქმედებებით ცდილობენ.
Growth Mindset-ის მიღწევა ძალიან რთულია მაშინაც კი თუ კონკრეტულ მითითებებს ზედმიწევნით ვასრულებთ. ჩვენ ყოველდღიურად ძალიან ბევრო გამოწვევის წინაშე ვდგავართ და ამ გამოწვევების პირისპირ ვუშვებთ ბევრ შეცდომას და ვიღებთ კრიტიკას, რაც თავს ხშირად დაუცველად გვაგრძნობინებს ხოლმე. შედეგად ზრდაც ფერხდება. სამუშაო გარემო ხშირად Fixed Mindset-თვის დამახასიათებელი ქმედებებითაა სავსე. ორგანიზაციები, დასაქმებულებს ხშირად „ნიჭიერთა რბოლას“ ათამაშებენ. მსგავს გარემოში იშვიათად წარმოქმნება ზრდისა და ფიქრისკენ მიმართული ისეთი ქმედებები, როგორიცაა ინფორმაციის გაცვლა, თანამშრომლობა, ინოვაციური იდეების წარმოშობა, უკუკავშირის მიღების სურვილი და შეცდომების აღიარება.
ჩვენ უნდა ვისწავლოთ ამ წინაღობებთან გამკლავება იმისათვის, რომ ზრდის ზონაში დავრჩეთ. დასაქმებული უნდა სწავლობდეს საკუთარი მენეჯერისგან. აკვირდებოდეს მას და იგებდეს რისი ეშინია და როდის გრძნობს თავს დაუცველად,როდის აქვს Fixed Mindset და რას აკეთებს ამ წინაღობების დასაძლევად. დროთა განმავლობაში მენეჯერებმაც ისწავლეს ამ თემებზე საუბარი. შედეგად მათთან კომუნიკაცია და თანამშრომლობა დასაქმებულებისთვის ზრდის საწინდარი გახდა.
ინდივიდებსა და ორგანიზაციებს შეუძლიათ Growth Mindset კონცეფციის სწორად დანერგვა ყოველდღიურობაში, მიუხედავად იმისა, რომ ეს დიდ ძალისხმევას მოითხოვს. Growth Mindset გვეხმარება გავიგოთ ვინ ვართ, რას ვემსახურებით და როგორ გადავდგათ ნაბიჯები წარმატებისკენ.