Covid 19-ის პანდემიის შედეგად კომპანიებს დისტანციური მუშაობის სტილზე გადაწყობა მოუწიათ. ადამიანებს, რომლებიც თითქმის ყოველდღე, ერთ სივრცეში ერთად მუშაობდნენ, დღეს ერთმანეთისგან შორს, სახლებიდან მუშაობა უწევთ. კომპანიები და მენეჯერები, რომლებმაც პანდემიამდე სამუშაო კულტურა საოფისე სივრცეებში შექმნეს, დისტანციური მუშაობის პირობებში ამ კულტურის შენარჩუნების მეთოდებზე ფიქრობენ და მუშობენ.
გთავაზობთ რამდენიმე რჩევას, რომელიც დისტანციურად მუშაობისას სამუშაო კულტურისა და გუნდურობის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ:
კომუნიკაცია
საოფისე სივრცეში მარტივია იმის დადგენა, თუ როდის მუშაობს თანამშრომელი და როდის აქვს დრო კითხვებისთვის პასუხის გასაცემად. ფიზიკურმა დისტანცირებამ და ციფრულმა კომუნიკაციამ ეს პროცესი გაართულა. ამიტომ, საჭიროა, გუნდის წევრები ერთმანეთს უზიარებდნენ ინფორმაციას როდის მუშაობენ, როდის აქვთ შესვენება და როდის არიან მზად დახმარებისათვის.
პრაქტიკაში ამის განხორციელება Slack-სა ან Teamwork Chat-ის საშუალებით არის შესაძლებელი. ამასთან, თანამშრომელს შეუძლია ინდივიდუალური და გუნდური მუშაობისთვის კონკრეტული საათები დააწესოს და ეს ინფორმაცია გუნდის წევრებსაც გაუზიაროს. ასე, ნაკლები დრო დაიხარჯება ქაოტურ კომუნიკაციაში და საქმეც უფრო ეფექტურად შესრულდება.
დისტანციურად მუშაობის დროს აუცილებელია, რომ გუნდის წევრებმა ერთმანეთს მუშაობის შედეგები ხშირად გაუზიარონ. კარგი იქნება, თუ თვეში ერთხელ, გუნდის წევრები ერთმანეთს გაუზიარებენ ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის შედეგებს. ამის კოორდინაცია კი გუნდის ლიდერის მოვალეობაა. გაგიზიარებთ რამდენიმე აქტივობას, რაც დისტანციაზე მუშაობისას ერთიანი გუნდის აღქმას ეხმარება:
ჩართულობის შექმნ და შენარჩუნება
დისტანციურ მუშაობაზე გადასვლა გუნდის წევრებისთვისაც არაკომფორტული პროცესი აღმოჩნდა, ზოგი თანამშრომელი კოლეგებთან კვლავ ახერხებს კომუნიკაციას, ზოგისთვის კი ეს პროცესი ვირტუალურ სივრცეში, სირთულეს წარმოადგენს. საუბრობენ, რომ ახალმა თანამშრომლებმაც ვერ მოახერხეს კოლეგებთან ურთიერთობა და აქვთ განცდა, რომ „მარტო“ არიან, გუნდის წევრებთან ვერ მუშაობენ. რომ შევაჯამოთ, დღეს გუნდურად მუშაობის განცდა მცირეა.
ამიტომაც საჭიროა, მენეჯერებმა თითოეული თანამშრომლის საჭიროებები შეამოწმონ, ჩაატარონ შიდა კვლევები და დასვან კითხვები რა არის მათი კოლგების განცდა, როგორ ახერხებენ კოლეგებთან კომუნიკაციას, რა მხარდაჭერა სჭირდებათ გუნდისა და მენეჯერებისგან. ამას გარდა, გუნდის ლიდერებმა უნდა მოიფიქრონ ისეთი აქტივობებიც რაც დაეხმარება ერთიანობის გაცნდას და გუნდის არც ერთი წევრი თავს განცალკევებულად არ იგრძნობს.
სახალისო აქტივობები გუნდურობის გასამტკიცებლად
ვირტუალურ გარემოში სახალისო განწყობის შესაქმნელად, შესაძლოა სხვადასხვა სახალისო აქტივობების წარმართვაც, მაგალითად, გუნდის რომელიმე წევრმა შესაძლოა სამუშაო პლატფორმაში (Slack, Teamwork Chat) ყოველდღიური შეჯიბრებები ან უბრალოდ გასართობი აქტვობებიწამოიწყოს. ეს შეიძლება იყოს თინეიჯერობის ფოტოების გაზიარების დღე, მოტივაციის ასამაღლებელი ამოცანები, შინაური ცხოველების ფოტოების დღე ან თანამშრომლების ინდივიდუალურ ინტერესების დასადგენი გამოკითხვები . ეს აქტოვობები გუნდის სამუშაო პროცესში ჩართულობას გაზრდის და გუნდურობის შენარჩუნებასაც ხელს შეუწყობს
ვიდეო კომუნიკაცია
ყოველდღიური ფიზიკური კომუნიკაციის შემდეგ, დისტანციური მუშაობა უნდა დაემსგავსოს „რეალურს“, ამიტომ უმჯობესია, რომ კოლეგები ერთმანეთს სატალეფონო ზარის ნაცვლად. ვიდეო ზარებით საუბრობდნენ. კოლეგების მომღიმარი სახის დანახვა, ენერგიის წყაროა და კოლეგების კომუნიკაციას აუმჯობესებს.
ტექსტუალური შეტყობინებების ინტერპრეტაცია ასევე გამოწვევაა- შესაძლოა, ადრესატმა მეილები და ტექსტუალური შეტყობინებები „მკაცრ ტონად“ აღიქვას, ამ დროს კი ავტორს სრულად არ ჰქონდა მკაცრი მესიჯის გაგზავნის განზრახვა. მესიჯებისა თუ მეილის საშუალებით კომუნიკაციისას, კარგი იქნება ტექსტის გადაკითხვა და შესაბამისი „ემოჯის“ გამოყენებაც, რაც უეკთესად მიუთითებს ადამიანის ემოციებზე. თუმცა, კოლეგებთან კომუნიკაციისთვის ვიდეო ზარი საუკეთესო საშუალებაა.
ოფისის ბენეფიტების კოპირება
დისტანციურად მუშაობის პროცესში, სასურველია შესაბამისი ბენეფიტების მოფიქრებაც. მაგალითად, ერთ-ერთმა კომპანიამ თანამშრომლებს სახლში ის სასუსნავები გაუზავნა, რომლითაც ის ოფისს ყოველკვირეულად „ამარაგებდა“. თუ პანდემიამდე თქვენს ოფისში თანამშრომლებს შორის რეგულარული თამაშები და შეკრებები გუნდის სამუშაო კულტურის ნაწილი იყო, სასურველია რომ ისინი ვირტუალურ გარემოშიც „დაპორტირდეს“
სრული ჩართულობა
საოფისე გარემოში მარტივია კოლეგებთან საუბრის პარალელურად, სხვა საქმის კეთებაც სატელეფონო და ვიდეო კომუნიკაციის დროს კი ეს სირთულეს წარმოადგენს. ადამიანები პირისპირ კომუნიკაციისას, არავერბალურ კომუნიკაციასაც მიმართავენ, , როგორიცაა სხეულის ენა და ჟესტიკულაცია. ვიდეო ზარის პარალელურად, სხვა საქმიანობა ან მონიტორისთვის თვალის არიდება, მოსაუბრისთვის სირთულეა, რადგან უჭირს მიხვდეს, რამდენად გაიგეს მისი ნათქვამი. გუნდის წევრებთან ვიდეოზარების დროს , სასურველია სხვადასხვა აპლიკაციების „ნოტიფიკაციებისა:“ და მობილური ტელეფონის გამორთვაც. ასე, ვირტუალური კომუნიკაცია ეფექტური გახდება და მაქსიმალური ჩართულობაც მიღწევადი გახდება.
თემატური შეხვერები
ცოდნის გაზიარების მიზნით, კომპანიები, სამუშაო დღის განმავლობაში, 15 წუთიან შეხვედრებს აწყობენ. ამ შეხვედრებზე გუნდის წევრები ერთმანეთს გამოცდილებასა და ცოდნას უზიარებენ. შესაძლოა, მსგავსი Zoom შეხვედრების თემა მადლიერება იყოს, სადაც გუნდის წევრები მადლობას გადაუხდიან იმ კოლეგებს, რომლებიც კვირის განმავლობაში, მას დაეხმარნენ საქმის გაკეთებაში. მსგავსი პოზიტიური შეხვედრები გუნდის წევრებს შეახსენებს, რომ ფიზიკური დისტანცირების მიუხედავად, გუნდში მხარდაჭერა მაინც არსებობს, ეს კი გუნდურობის შენარჩუნებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი აქტივობაა.
დისტანციური მუშაობისას, პროდუქტიული და წარმატებული სამუშაო კულტურა არ ქრება. კარგი იქნება, თუ მენეჯერები დარწმუნდებიან, რომ სახლიდან მუშაობისას გუნდის ყველა წევრი ჩართულია სამუშაოში და თავს გუნდისგან განცალკევებულად არ გრძნობს.