ლიდერული უნარების გაუმჯობესების გრძელ გზაზე, ხანდახან საჭიროა მარტივი ჭეშმარიტებების გახსენება და ყოველდღიურ ურთიერთობებში გამოყენება. Forbes გვიზიარებს შვიდ მარტივ რჩევას, რაც შეგიძლიათ გამოიყენოთ ლიდერული მიდგომების გასაუმჯობესებლად:
1. დაყავით სამუშაო ეტაპებად;
თქვენი დროს და ძალისხმევის 100%-ის სამსახურისთვის მიძღვნა ეფექტური არ არის. ადრე თუ გვიან, თქვენ აუცილებლად გადაიწვებით. სცადეთ ამგვარი მიდგომა - სამსახურზე იფიქრეთ როგორც წელიწადის დროებზე. მაგალითად, რთული და ხანგრძლივი დავალების შესასრულებლად, დაგეგმეთ პირველი სამი თვე. ძალისხმევის მაქსიმუმი გამოავლინეთ ამ სამ თვეში, შემდეგი სამი თვე დაუთმეთ ანალიზს, რამ იმუშვა, რისი გაუმჯობესება შეიძლება, გადადგით ნაბიჯი უკან და შეაფასეთ თქვენ მიერ გაწეული სამუშაო. მომავალი სამი თვე დაგეგმეთ ამ შედეგები ანალიზით.
2. მოუსმინეთ - მეტი, ისაუბრეთ - ნაკლები;
ლიდერულ პოზიციაზე მუშაობისას შეიძლება გამუდმებით გრძნობდეთ ყველა შეხვედრაზე საუბრის და თქვენი პოზიციის დაფიქსირების აუცილებლობას. ლიდერობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მახასიათებელი, სხვების მოსმენაა. მიეცით თქვენი გუნდის წევრებს შესაძლებლობა, გაგიზიარონ თავიანთი პოზიციები და მზად იყავით ახალი ცოდნის მისაღებად.
3. დასვით კითხვა „რით შემიძლია დაგეხმარო?“;
ხშირად დასვით შეკითხვა „რით შემიძლია დაგეხმარო?“. ამ კითხვაზე პასუხის ძიება დაგეხმარებათ თვალსაწიერის გაფართოებაში. არ მიუთითოთ მხოლოდ პრობლემებზე, შესთავაზეთ დახმარება მათ მოსაგვარებლად.
4. გამოხატეთ თქვენი ფიქრები და გრძნობები;
ლიდერული პოზიციისთვის დამახასიათებელია, რომ მთელს დღეს საუბარში ატარებთ. ამის გამო, შეიძლება თვლიდეთ, რომ თქვენმა გუნდმა ყოველთვის იცით რას ფიქრობთ და რაზე საუბრობთ, თუმცა ეს ასე არ არის. ისინი თქვენგან ელიან მითითებებს და უკუკავშირს. იმ შემთხვევაში, თუ ამ უკუკავშირს თქვენგან ვერ მიიღებენ, თავად წარმოიდგენენ სხვადასხვა სცენარს, თუ რა შეიძლება ხდებოდეს თქვენს თავს ან კომპანიაში. აუცილებელია გამოხატოთ თქვენი გრძნობები და ფიქრები.
მაგალითად, სტრესულ გარემოში გარეგნული სიმშვიდის შენარჩუნებით, შეიძლება დააბნიოთ თქვენი გუნდის წევრები. მნიშვნელოვანი მათ უთხრათ, რომ გესმით შექმნილი სიტუაციის სიმძიმე, მაგრამ მზად ხართ ჩაერთოთ მის მოგვარებაში. შეიძლება გარეგნულად არ გეტყობათ, რომ თქვენთვის ეს პრობლემა მნიშნელოვანია, თუმცა თვლით, რომ სიმშვიდე აუცილებელია კრეატიული გადაწყვეტის მოსაფიქრებლად. გუნდის წევრების სტრესის დონე შემცირდება, როდესაც ეცოდინებათ რას ფიქრობთ და განიცდით.
5. დაგეგმეთ ლანჩი ან სხვა შეკრება გუნდის წევრებთან ერთად;
გრძელი სამუშაო დღის შემდეგ ყველაზე მეტად, სავარაუდოდ, სახლში წასვლა გინდათ. თუმცა, აუცილებელია დამატებითი დრო დაუთმოთ გუნდის წევრებს შორის ურთიერთობების ჩამოყალიბებას. ლანჩი საუკეთესო გზაა თანამშრომლების დროის ერთად გასატარებლად. სამსახურის შემდეგ შეგიძლიათ ბარში რამდენიმე კათხა ლუდზეც მიიწვიოთ გუნდის წევრები. სამსახურის მეგობრობა პანდემიის პერიოდში გაუფასურდა, ახლა საუკეთესო დროა ამ კავშირების აღსადგენად და გასაძლიერებლად. გუნდის წევრებს შორის მეგობრობის ჩამოყალიბება გააუმჯობესებს გუნდის პერფორმანსს.
6. გაიღიმეთ;
არ არის აუცილებელი სამსახურში მუდამ სერიოზულები იყოთ. გაიღიმეთ. მიეცით სხვებსაც გართობის საშუალება. არაუშავს თუ რაიმე დავალების შესრულებას დროებით გვერდით გადადებთ და თქვენი გუნდის წევრებთან ერთად დროს გართობას დაუთმობთ.
7. იარეთ ოფისში;
სახლიდან მუშაობა შეიძლება უფრო მარტივად ჟღერდეს, თუმცა სცადეთ ოფისში უფრო ხშირად მიხვიდეთ. პირადი შეხვედრები შეიძლება უფრო ეფექტური ბრეინსტორმინგით დასრულდეს და საქმეებიც უფრო მარტივად მოგვარდეს.
წყარო - Seven Ideas To Make You A More Effective, Personable Leader (forbes.com)