ხშირად გაქვთ შეგრძნება, რომ დავალებების დასასრულებლად საუკუნე გჭირდებათ? Forbes გვიზიარებს რამდენიმე რჩევას თუ როგორ შეგიძლიათ ეფექტურობის გაზრდა სამსახურში:
1. პრიორიტეტების დასახვა;
ყველაზე მნიშვნელოვანი რჩევა ეფექტურობის გასაზრდელად, პრიორიტეტების დასახვაა. დღე დაიწყეთ საქმეების ჩამოწერით, განსაზღვრეთ რომელია გადაუდებელი დავალებები და რომლები არა. პრიორიტეტების განსაზღვრისთვის არ არის რაიმე უნივერსალური წესი, შეგიძლიათ გამოიყენოთ რაიმე აპლიკაცია, პროგრამა, განსაზღვროთ რამდენიმე კატეგორია - სასწრაფო და მნიშვნელოვანი, სასწრაფო და უმნიშვნელო, არა სასწრაფო და მნიშვნელოვანი, არასასწრაფო და უმნიშვნელო. ამ კატეგორიებში გაანაწილეთ დავალებები. ეს დაგეხმარებათ ყურადღება გაამახვილოთ თითოეულ დავალებაზე ცალ-ცალკე. ცალკეული დავალებების რიგრიგობით შესრულებისას მეტად მიაქცევთ მათ ყურადღებას და საბოლოოდ უფრო მაღალი იქნება საბოლოო პროდუქტის ხარისხიც.
2. ფიზიკური და ელექტრონული გარემოს მოწესრიგება;
ფიზიკურ და ტექნოლოგიურ გარემოს გავლენის მოხდენა შეუძლია ეფექტურობაზე. სამუშაო სივრცე მოაწესრიგეთ, გადადგით ყველაფერი, რაც ხელს შეგიშლით ყურადღების კონცენტრირებაში. შესაძლებლობის შემთხვევაში, შეიძინეთ კომფორტული სკამი და მაგიდა, რომელთანაც გამართულ მდგომარეობაში დაჯდებით და არ გამოიწვევს ფიზიკურ დისკომფორტს.
მოაწესრიგეთ ელექტრონული სამუშაო გარემოც, მაგალითად, დაალაგეთ დესკტოპი, წაშალეთ უსარგებლო დოკუმენტები, დახურეთ გამოუყენებელი გვერდები ინტერნეტ ბრაუზერში, დახურეთ გამოუყენებელი აპლიკაციები. ტექნოლოგიები შეგიძლიათ დაიხმაროთ რუტინული საქმეების ავტომატიზირებისთვის. მოიძიეთ დამატებითი ინფორმაცია, როგორ შეიძლება თქვენი ყოველდღიური საქმეების ავტომატიზირება.
3. კომუნიკაცია;
გადაჭარბებული რაოდენობით შეხვედრები შეიძლება არაფექტურობას იწვევდეს. გააუმჯობესეთ კომუნიკაცია, დეტალური ინფორმაცია მიუთითეთ ელექტონულ მეილებში და შეტყობინებებში, მაქსიმალურად აარიდეთ თავი უსარგებლო შეხვედრებს. კომუნიკაციის გასაუმჯობესებლად სცადეთ სხვადასხვა აპლიკაციები, მაგალითად, Slack.
4. შესვენება;
შესვენების გამოყენება აუმჯობესებს პროდუქტიულობას. პატარა შესვენებები ხელს უშლის გადაწვას და დაღლილობას. დღის მანძილზე შეგიძლიათ სხვადასხვა ტექნიკების გამოყენებით მოაწყოთ პატარა შესვენებები. მაგალითად, პომოდოროს ტექნიკა, რაც გულისხმობს სამუშაო დროის ინტერვალებაც დაყოფას, კერძოდ, 25 წუთი აქტიური მუშაობის შემდეგ 5 წუთიანი შესვენება. პატარა შესვენებების დროს, თუ ეს შესაძლებელია, შეგიძლიათ გარეთაც გაისეირნოთ.
წყარო - https://www.forbes.com/sites/ginnyhogan/2024/07/16/ways-to-improve-workplace-efficiency/