დღევანდელი სამუშაო ძალა შედგება 4 სხვადასხვა თაობის ხალხისგან - "თაობა X", "თაობა Z", "მილენიალები", "ბუმერები". Ეს თაობები სხვადასხვა გარემო-პირობებში გაიზარდნენ და შესაბამისად განსხვავებული შეხედულებები და მოთხოვნები აქვთ. Თანამედროვე კომპანიების ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა მათთვის ჰარმონიული სამუშო გარემოს შექმნა.
ხშირად იმის ნაცვლად, რომ განსხვავებები დავაფასოთ და გაგებით მოვეკიდოთ, ჩვენ სტერეოტიპებით ვხელმძღვანელობთ და ვაკრიტიკებთ ან ვადანაშაულებთ სხვა თაობის თანამშრომლებს. შედეგად ბევრი თანამშრომელი თავს განცალკევებულად, მარტოსულად და განკითხულად გრძნობს, რაც მათ მიერ სამუშაოს შესრულებაზე გავლენას ახდენს.
Ამგვარი მიდგომები იწვევს უნდობლობის ციკლს, რაც ორგანიზაციის საერთო კულტურაზე უარყოფითად აისახება. Ჯანსაღი კორპორატიული გარემოს შესაქმნელად, საჭიროა კომპანიაში განკითხვისა და სტერეოტიპული მიდგომების ნაცვლად განვავითაროთ ცნობისმოყვარეობის კულტურა.
ემოციურ ინტელექტს შეუძლია დაგვეხმაროს ცნობისმოყვარეობის კულტურისკენ სწრაფვისას და შევქმნათ ისეთი პირობები და ატმოსფერო, რაც გუნდის წევრებს დაახლოვებს და მეტად ემპათიურს გახდის ერთმანეთის განმასხვავებლობასთან მიმართებით.
სტერეოტიპების დამარცხება
ადამიანის თვისებებს ბევრი ფაქტორი აყალიბებს. ერთი ეპოქის ადამიანებიც განსხვავდებიან ერთმანეთისგან და სხვადასხვა მიდგომები, რწმენები და შეხედულებები შეიძლება ჰქონდეთ. შესაბამისად, რომელიმე თაობის ადამიანზე წინასწარი წარმოდგენის შექმნა სტერეოტიულია. აღნიშნულის ნაცვლად უმჯობესია დავფიქრდეთ თუ რა გავლენა მოახდინა კონკრეტულმა ეპოქამ კონკრეტულ ადამიანზე. ემოციური ინტელექტის მქონე ადამიანები სწორედ აღნიშნულ შეკითხვას სვამენ და ცდილობენ არ მიაკერონ სხვებს ან სხვების ქცევებს იარლიყები "კარგი" ან "ცუდი", არამედ მიიღონ მათი განსხვავებულობა.
ორგანიზაციები მოწადინებულები უნდა იყვნენ აამაღლონ თავიანთი თანამშრომლების ემოციური ინტელექტი ამისათვის განკუთვნილი სამუშაო შეხვედრების, სემინარების, ვოქრშოპების ჩატარებით, სხვადასხვა თაობის წარმომადგენლებით დაკომპლექტებული წარმატებული გუნდების სამუშაო მიდგომებიდან მაგალითების აღებით.
საერთო პრინციპების და ინტერესების პოვნა
ერთერთი საუკეთესო გზა სხვადასხვა თაობის დასაქმებულებს შორის ბარიერების გადალახვის არის საერთო ინტერესების პოვნა და ამ ინტერესების საერთო მიზნებად ტრანსფორმაცია.
აღნიშნული შესაძლოა გულისხმობდეს თანამშრომლებისთვის მოხალისეობრივი სამუშაოს შესრულების შესაძლებლობის მიცემას. Მაგალითად, ბავშვების დასახმარებლად ნებისმიერი თაობის და შეხედულების ადამიანების გაერთიანებაა შესაძლებელი.
ამასთან, საჭიროა დაეხმაროთ თანამშრომლებს უკეთ გაუგონ ერთმანეთს როგორც სამუშაო, ისე არასამუშაო გარემოში. აღნიშნულისთვის, გუნდის წევრებს უნდა შეუქმნათ გარემო, სადაც ისინი გულწრფელად გაუზიარებენ ერთმანეთს თუ რა აწუხებთ, რა უხარიათ და რა აინტერესებთ.
ხშირად დადებითი ხასიათის საუბრები ერთმანეთის მიერ შესრულებული სამუშაოს შესახებ ეხმარებათ თანამშრომლებს უკეთ გაუგონ კოლეგებს და მეტად ემპათიურები გახდნენ მათ მიმართ.
მენტორინგის მხარდაჭერა
სხვადასხვა თაობის დასაქმებულებს შეუძლიათ სასიკეთოდ გამოიყენონ ერთმანეთის უნიკალური უნარები და გამოცდილებები. Მაგალითდ, ახალგაზრდებს შუძლიათ დაეხმარონ შედარებით ასაკოვან კოლეგებს თანამედროვე ტექნოლოგიებში უკეთ გარკვევაში და საპასუხოდ გაიზიარონ მათი გამოცდილება.
მიაქციეთ ყურადღება იმ ძლიერ მხარეებს, რომლებიც თითოეულ თაობას გააჩნია. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ჩვენ ყველანი ერთად ვმუშაობთ და თითოეული ჩვენგანი აძლიერებს საერთო ინტერესებს, ქმნის უფრო ეფექტურ სამუშაო ადგილს.
დაუთმეთ ყურადღება ორგანიზაციული კულტურის შექმნას, რომელიც აქცენტს აკეთებს თანამშრომლობის განვითარებაზე და სადაც კომპანია უსმენს საკუთარ თანამშრომლებს. შექმენით სემინარები, რომლებიც ასწავლის აქტიურ მოსმენას, სხვისი აზრის გათვალისწინებას და დაფასებას. ეფექტური კომუნიკაციის ახალი ასპექტების სწავლა (წერილობითი ან ზეპირი) ხელს უწყობს თანამშრომლობას, ზრდის პროდუქტიულობას და აძლიერებს თანამშრომელთა ნდობასა და ფსიქოლოგიური უსაფრთხოების შეგრძნებას.
ერთად გართობა
გუნდის წევრებს უნდა ჰქონდეთ ერთად გართობის შესაძლებლობები. სიცილი გაკავშირებთ ადამიანებთან. თითქმის შეუძლებელია, რომ შეინარჩუნოთ რაიმე დისტანცია ან სოციალური იერარქიის შეგრძნება, როდესაც უბრალოდ ხმამაღლა იცინით. როგორც ამბობენ „სიცილი დემოკრატიის ძალაა.“
ხშირად არასაკმარის მნიშვნელობას ვანიჭებთ სიცილის ძალას სამუშაო ადგილზე. გართობას შეუძლია დაანგრიოს ბარიერები სხვადასხვა თაობის თანამშრომლებს შორის. მოძებნეთ შესაძლებლობები, რომ შეასრულოთ სახალისო სავარჯიშოები და თამაშები, რომლებიც ყველას სიამოვნებს და შეუძლია განწყობის გაჯანსაღება, სტრესის მოხსნა ან შემცირება.
ამგვარად, ემოციური ინტელექტი გვეხმარება, რომ დავძლიოთ სტერეოტიპები ჩვენი კოლეგების მიმართ, ვიპოვოთ საერთო ინტერესები, დავეხმაროთ ერთმანეთს და სამუშაო ვალდებულების შესრულებასთან ერთად გართობაც შევძლოთ.
წყარო - https://www.fastcompany.com/91127348/how-to-help-all-4-generations-get-along-at-work