ყოველ ახალ წელს ახალი შესაძლებლობები მოაქვს. მიუხედავად იმისა, აქტიურად ეძებთ ახალ სამსახურს თუ არა, ახალი წლის მოახლოვება კარგი დროა რეზიუმეს გასაახლებლად. Forbes გვიზიარებს 6 მარტივ რჩევას, თუ როგორ შეგვიძლია რეზიუმეს განახლება:
1. განაახლეთ უნარების სექცია;
უნარების ტრადიციული ჩამონთვალის ნაცვლად, სცადეთ მცირე გადახვევა. თუ შესაძლებელია, უნარები გამოსახეთ გრაფიკულად, გამოიყენეთ სხვადასხვა ფერები.
2. მიღწეული წარმატებები;
რეზიუმეში ცალკე გამოყავით მიღწეული წარმატებების გრაფა - achievements unlocked. გამოიყენეთ კრეატიული ფრაზა ან სიმბოლო წარმატებების გამოსახატავად. ეს ხრიკი რეზიუმეს მხიარულ ელფერს აძლევს და თქვენს წარმატებას უნიკალური გზით წარმოაჩენს.
3. რეკომენდაციის მითითება;
შეგიძლიათ მიუთითოთ თანამშრომლების, მენეჯერების და კლიენტების პატარა ციტატები. ამ გზით რეზიუმეში წარმოადგენთ თქვენს უნარებს და სამუშაო ეთიკას. თანამედროვე სამყარო უფრო და უფრო უკავშირდება ონლაინ სივრცეს, შესაბამისად, იმაზე მითითება, რომ შეგიძლიათ კარგი პიროვნული შთაბეჭდილების დატოვება ადამიანზე, დადებითად აისახება თქვენს პროფესიულ წარმატებაზე.
4. განათლების სიახლეებზე მითითება;
თუ გსურთ მომავალ დამსაქმებელს აჩვენოთ, რომ სწავლა არასდროს შეგიწყვეტიათ, მიუთითეთ ბოლოს გავლილი კურსები, სერტიფიკატები ან ტრენინგები, რომლებსაც დაესწარით. გამოიყენეთ სიმბოლოები, ამ კურსების ვიზუალურად წარმოსაჩენად. განათლების სიახლეების მითითებით, თქვენ აჩვენებთ, რომ მუდმივად ვითარდებით და არ წყვეტთ სწავლას.
5. პირადი პროექტები;
ყოველწლიური მაჩვენებლებით, სტანდარტულ სამსახურს გარეთ არსებული უნარები უფრო და უფრო დიდ როლს თამაშობენ სამსახურის შემოთავაზებების მიღებაში. ცალკე სექცია გამოყავით თქვენი პროექტებისთვის და უნარებისთვის, რომლებიც დაკავშირებულია თქვენს სფეროსთან. ამ პროექტების რეზიუმეში მითითებით თქვენ წარმოაჩენთ საკუთარ პიროვნებას და შეიძლება კარგი დასაწყისი იყოს ინტერვიუსთვის.
თუ ონლაინ პორტფოლიო გაქვთ, შეგიძლიათ რეზიუმეში შესაბამისი QR კოდი მიუთითოთ. ეს თანამედროვე მიდგომა ეხმარება რეკრუტერებს და დამსაქმებლებს უფრო მარტივად და სწრაფად გაიგონ თქვენს შესახებ მეტი.
6. თანამედროვე ტექნოლოგიების ფლობა;
ტექნოლოგიური ინდუსტრია ძალიან სწრაფად იცვლება. მნიშვნელოვანი ხდება არა მხოლოდ აქტუალური სოციალური მედია პლატფორმების ცოდნა, არამედ ახალი ტექონოლოგიური მიღწევების ათვისებაც. მაგალითად, ChatGPT-თან მუშაობის გამოცდილებაზე მითითება, შეიძლება კარგი გზა იყოს 2024 წელს რეზიუმეს გასაახლებლად.
წყარო - 6 Quick Ways To Keep Your Resume Fresh For 2024 (forbes.com)