გუნდების წარმატებას განაპირობებს რამდენიმე სხვადასხვა კრიტერიუმი - ქცევა, ურთიერთობები, დამოკიდებულება, ღირებულებები და გარემო.
ქცევა - ურთიერთდამოკიდებული
ეფექტური გუნდის წევრები ერთად მუშაობენ, ისინი ეყრდნობიან სხვების სიძლიერეებს და ამგვარად აღწეევენ გუნდურ მიზნებს. გუნდის ყველა წევრმა იცის საკუთარი როლი, პასუხისმგებლობები და შესასრულებელი საქმე. ეს განასხვავებთ წარმატებული გუნდის წევრებს იმ თანამშრომლებისგან, რომლებიც ცალკეული მიზნების მისაღწევად დამოუკიდებლად მუშაობენ, მხოლოდ პირად მიზნებზე არიან ორიენტირებული.
ეს კრიტერიუმი სამ ძირითად მახასიათებელს მოიცავს - ურთიერთდამოკიდებული ურთიერთობები, საერთო მიზნების ქონა და მუშაობისას ერთმანეთის მხარდაჭერა.
ურთიერთობები - ერთმანეთის ერთგული
წარმატებული გუნდის წევრები სრულად ჩართულნი არიან ერთმანეთის განვითარებაში და წარმატებაში. მათ შორის კომუნიკაცია ღია, ხშირი და გამჭვირვალეა. გადაწყვეტილებებს იღებენ ერთობლივად, ყველას აზრის გათვალისწინებით.
ეს კრიტერიუმი სამ ძირითად მახასიათებელს მოიცავს - ერთმანეთის საქმეში ინვესტირება, გახსნილი, ხშირი და გამჭვირვალე კომუნიკაცია და თანამშრომლობა.
დამოკიდებულება - მოქნილი (agile)
წარმატებული გუნდის წევრები მაქსიმალურად იყენებენ ერთმანეთის განსხვავებულობას, ძლიერ მხარეებს, ცოდნას, პრობლემების გადაჭრის უნარებს და სხვა. გუნდის წევრებს აქვთ საერთო შეხედულებები, მარცხს და წარუმატებლობას იყენებენ გამოცდილების შესაძენად, ახალი კრეატიული გზებით პრობლემების მოსაგვარებლად და ცვლილებებთან ადაპტირებისთვის.
ეს კრიტერიუმი სამ ძირითად მახასიათებელს მოიცავს - მრავალფეროვნება, საერთო გაცხადებული მიზანი, წარუმატებლობის პროქტიულად გამოყენება.
ღირებულებები - ნდობა
წარმატებული გუნდის წევრები ენდობიან და პატივს სცემენ ერთმანეთს, იმსახურებენ ერთმანეთის პატივისცემას. ისინი სხვაზე არიან ორიენტირებული - ინოვაციები, ანგარიშვალდებულება, კოლაბორაცია, მომხმარებლები.
ეს კრიტერიუმი სამ ძირითად მახასიათებელს მოიცავს - გულწრფელობა, ეთიკურობა, პატივისცემა და სხვებზე ორიენტირებული მიდგომა.
გარემო - უფლებამოსილება
წარმატებული გუნდის წევრებს აქვთ კომპანიის გაიდლაინების შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილება, რის გამოც თავს დიდი გუნდის ნაწილად გრძნობენ. მათ აქვთ ფსიქოლოგიური უსაფრთხოების შეგრძნება - შეგუძლიათ დასვან კითხვები, აღიარონ საკუთარი სისუსტეები და შეცდომები, შესთავახონ სხვებს საკუთარი იდეები და სხვა.
ეს კრიტერიუმი სამ ძირითად მახასიათებელს მოიცავს - გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა, ფსიქოლოგიური უსაფრთხოება და ფიზიკურად ერთ სივრცეში ყოფნა.
იმისთვის, რომ განსაზღვროთ, რამდენად აკმაყოფილებს ზემოთ ჩამოთვლილ კრიტერიუმებს თქვენი გუნდი. აირჩიეთ სამი ყველაზე მნიშვნელოვანი და აუცილებლად გასატარებელი ცვლილება, შექმენით ამ ცვლილების დანერგვის გეგმა და დაიწყეთ მისი განხორციელება. დააკვირდით შედეგებს, შეაფასეთ და კვლავ გაიმეორეთ სხვა კრიტერიუმებზე 6 თვის განმავლობაში. მიყევით ამ პროცესებს სანამ გუნდის შედეგებით კმაყოფილი არ იქნებით. ცვლილებების განხორციელებას შეიძლება დიდი დრო დასჭირდეს, თუმცა სწრაფი ცვლილებები არაეფექტური იქნება.
წყარო - https://www.forbes.com/sites/georgebradt/2024/10/07/use-this-framework-to-assess-and-build-a-high-performing-team/