ყველა პროფესიონალი ადრე თუ გვიან ეჩეხება მათი პროგრესის მთავარ მტერს - შიშს. შიში ძლიერი ემოციაა, რომელიც ხშირად ინიღბება თავდაცვითი ფუნქციით და ხელს გვიშლის ჩვენთვის საზიანო ქმედებების ჩადენაში. თუმცა ზოგჯერ, შიშის გამო უმოქმედობას უფრო მეტი ზიანის მოტანა შეუძლია.
ხშირად, საშუალო და წარმატებულ კარიერას მხოლოდ შიშთან გამკლავების უნარი განასხვავებს ერთმანეთისგან. Forbes გვიზიარებს სამ გზას თუ როგორ უნდა დაძლიოთ შიში:
1. აღიარეთ შიშის არსებობა
შიშის დამარცხება შეუძლებელია, მისი არსებობის აღიარების გარეშე. შიში შეიძლება შეუმჩნევლად შემოგეპაროთ და პროკრასტინაციისკენ გიბიძგოთ. თქვენ არ ხართ ზარმაცები, თქვენ უბრალოდ გეშინიათ. პროკრასტინაციას იწვევს წარუმატებლობის და არასაკმარისობის შიში, ასეთ დროს დროს თავიდან ვირიდებთ დავალებასთან დაკავშირებულ უსიამოვნო შეგრძნებებს.
შიში თავს ყალბად, ე.წ. იმპოსტერად გაგრძნობინებთ. შიშს შეუძლია თქვენი თავდაჯერებულობა შეარყიოს, მაშინაც კი, თუ თქვენ კომპეტენტური ხართ. იმპოსტერის სინდრომი განიმარტება, როგორც საკუთარ შესაძლებლობაში გამუდმებით ეჭვის შეტანა. ირონიულად, იმპოსტერის სინდრომით ხშირად წარმატებული ხალხი იტანჯება, რომლებთაც უჭირთ საკუთარი მიღწევების აღიარება და კითხვისნიშნის ქვეშ აყენებენ მიღწევებს.
შიში გონებას ავსებს ნეგატიური შეგრძნებებით, რაც ხელს გიშლით სწავლაში, გაზრდასა და განვითარებაში. შიში მუდმივად გარე ფაქტორებს აბრალებს თქვენს წარუმატებლობებს. გაცილებით მარტივია სხვები დაადანაშაულოთ, ვიდრე კომფორტის ზონიდან გახვიდეთ. სიმართლე ისაა, რომ ზრდაში ხელს შინაგანი ფაქტორები გიშლით და არა თქვენი უფროსი, ეკონომიკა ან უიღბლობა.
თქვენ გაქვთ სამსახური, გყავთ მეგობრები და ოჯახი. მადლობელი უნდა იყოთ ამგვარი ცხოვრების გამო და თავს დამნაშავედ გრძნობთ, როცა რაიმე განსხვავებული გსურთ, მაშინ როდესაც ბევრი ინატრებდა თქვენს ადგილას ყოფნას. ამის გამო არ მიილტვით ოცნებების ასრულებისკენ და არსებულით კმაყოფილდებით. რაც უფრო ადრე აღიარებთ, რომ შიში უარყოფით გავლენას ახდენს თქვენს კარიერაზე, მით უფრო მალე შეძლებთ მის დასაძლევად მუშაობას.
2. შეცვალეთ წარუმატებლობისადმი მიდგომა
ადამიანები ხშირად არ საუბრობენ წარუმატებელ გამოცდილებებზე და მალავენ მათ სირცხვილის, შიშის და სინანულის შეგრძნებებთან ერთად.
ლიდერებმა კარგად იციან, რომ წარუმატებლობა და წარმატება ერთმანეთთან დაკავშირებულია. ისინი წარუმატებლობას იყენებენ წინსვლისთვის, იციან რომ წარუმატებლობის არ უნდა გეშინოდეს. წარუმატებლობის, წარმატების მთავარი ინგრედიენტია. შეცვალეთ თქვენი დამოკიდებულება წარუმატებლობისადმი უფრო პოზიტიური მიდგომებით.
3. შიშის მიუხედავად, იმოქმედეთ
ჩვენ ბუნებრივად ვარიდებთ თავს იმას, რაც თავს არაკომფორტულად გვაგრძნობინებს, თუმცა უმოქმედობით ვერ გაიზრდებით. წარმატებულ პროფესიონალებს კარგად ესმით ეს და შიშის მიუხედავად მოქმედებენ. სწორი მიმართულებით გადადგმული პატარა ნაბიჯიც კი უფრო მეტ პროგრესს მოიტანს, ვიდრე სრული უმოქმედობა. გახსოვდეთ, რომ თუ ისეთი რამე გსურთ, რაც არასდროს გქონიათ, მის მისაღწევად უნდა გააკეთოთ ისეთი რამე რაც არასდროს გაგიკეთებიათ.
წყარო - The 3 Best Ways To Overcome Fear And Make Progress In Your Career (forbes.com)