Covid 19-ის კრიზისისა და მისი ეკონომიკური შედეგების გამო, უმუშევრობის დონემ მთელს მსოფლიოში საგრძნობლად იმატა. აშშ-ში ათობით მილიონი ადამიანი სამსახურის გარეშე დარჩა. ექსპერტები უმუშევრობის დონის რეკორდულად დაბალ მაჩვენებელს კი მომდევნო წლების განმავლობაშიც ელოდებიან. უმუშევრობის მაჩვენებელი ა სხვა ქვეყნებშიც სავალალოა, მეორე ტალღის მოლოდნიში მთავრობები ნელ-ნელა ხსნიან ქვეყნების ეკონომიკებს, თუმცა ვაქცინის არარსებობის გამო კარანტინი ისევ მოსალოდნელია. მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია საერთაშორისო ვაჭრობის ჩამონგრევას პროგნოზირებს, ხოლო შტატების ბიუჯეტისა და ხაზინის ოფისი იუწყება, რომ აშშ-ს ეკონომიკა 2030 წლამდე ვერ დაუბრუნდება ძველ მაჩვენებელს.
1970 წელს, მარკ გრანოვეტერმა ჩაატარა კვლევა- როგორ ეძებენ ადამიანები სამსახურს. ეს კვლევა დღესაც აქტუალურია, მიუხედავად იმისა, რომ 1970 წლის შემდეგ, ვაკანსიებმა და შერჩევის პროცესმა ცვლილებები განიცადა. გრანოვეტერის თქმით, ადამიანები სამსახურს (და განსაკუთრებით, კარგ სამსახურს) ძირითადად, არა განცხადებებითა და სხვა ოფიციალური საშუალებებით, არამედ პირადი კონტაქტებით პოულობენ. სამსახურის ძიების პროცესში კი მნიშვნელოვანია ვისგან გაიგო ადამიანმა ვაკანსიის შესახებ, ან ვინ გაუწია მას რეკომენდაცია.
კვლევის მონაწილე სამუშაოს მაძიებლებმა აღნიშნეს, რომ პირადი კონტაქტები და რეკომენდაცია საუკეთესოა, რადგან ნაცნობები აზიარებენ ისეთ ინფორმაციას, რომლის მიღებაც ვაკანსიის განაცხადით ძალიან რთულია. ამას გარდა, მაღალია იმ ადამიანების, ანაზღაურება და კმაყოფილებაც, რომლებიც პერსონალური კონტაქტებით დასაქდმნენ. მათივე ინფორმაციით, მათ შეძლეს თავიანთი უნარების, ცოდნისა და გამოცდილების გამოვლენაც და განვითარებაც.
რთულია იმის დადგენა, თუ რომელი ნაცნობი მისცემს სამსახურის მაძიებელს საჭირო ინფორმაციას ძიების პროცესში. გრანოვეტერმა დაადგინა, რომ სამუშაოს მაძიებლისთვის, საჭირო ინფრომაციის საუკეთესო წყაროს ის ადმაინები წარმოადგნენ, ვისთანაც არც თუ ისე ინტენსიური კავშირი არსებობს, ამას ფაქტს კი გრანოვერტმა „ სუსტი კავშირების ძლიერი მხარეები“ დაარქვა. მიმდინარე კრიზისულ პერიოდში, პირადი კონტაქტების გამოყენება სამსახურის პოვნის საუკეთესო გზაა. თუმცა, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ამ პროცესს სწორი მიდგომა და დისციპლინა სჭირდება, კერძოდ:
კონტაქტების სიის შედგენა
შერჩევის კონსულტანტი, კლაუდიო ფერნანდეზ-არაოზი, 20 წლის განმავლობაში, სამუშაოს მაძიებელ ერთ ადამიანს მაინც ხვდებოდა. ამ ინიციატივის ფარგლებში, მან 4000-მდე შეხვედრა გამართა, უმეტესობა არგენტინაში, სადაც სავალალო ეკონომიკური მდგომარეობა იყო. მსგავს რთულ პერიოდში, ფერნანდეზ-არაოზი სამუშაოს მაძიებლებს 100 სუსტი კონტაქტის ჩამოწერას ურჩევდა- ალბათობა იმისა, რომ ერთი ადამიანი საუკეთესო სამსახურს გაპოვნინებს, ძალიან დაბალია. ამიტომ, უკეთესია თუ სამუშაოს მაძიებელი ბევრ ადამიანთან დაამყარებს კომუნიკაციას, მცირე სანაცნობო წრე არ არის სანდო სამსახურის ძიების პროცესში.
კავშირების დამყარება
უმჯობესია, სამსახურის მაძიებელმა, მის სანაცნობო წრიდან, თითქმის ყოველ მეათე ადამიანთან გაახლოს კომუნიკაცია და შეატყობინოს საკუთარი საჭიროებაც. კარგი იქნება, თუ დასაქმების მსურველი, მოახერხებს იმ ადამიანების იდენტიფიცირებას, ვინც მის დახმარებას სწრაფად და ეფექტურადაც შეძლებს, ანუ შესაძლო კოლეგასთან ან მომავალ დამქირავებელთან. ცხადია, მომავალ დამქირავებელთან კომუნიკაცია უმჯობესია, რადგან დასაქმების მსურველს საშუალება მიეცემეა გაუზიაროს მოკლე ინფორმაცია საკუთარი გამოცდილების და ცოდნის შესახებ, გაუზიაროს ინფორმაცია სამსახურის საჭიროების შესახებ და შესთავაზოს საკუთარი ცოდნისა თუ გამოცდილების გამოყენება, ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.,
სასურველია,სამსახურის მაძიებელი ყველა საკონტაქტო პირთან იყოს გულწრფელი, გაუზიაროს მისი საჭიროება და ასევე პირდაპირ სთხოვოს დახმარებაც.
სიის მენეჯმენტი
მნიშვნელოვანია, რომ სამუშაოს მაძიებელი ყველა კომუნიკაციასა და შეთავაზებას ყურადღებით მოეკიდოს და ყველა პოტენციურ დამსაქმებელს გაუგზავნოს განახლებული რეზიუმე. ამასთან, აუცილებელია, რომ მოემზადოს იმ შესაძლო კითხვებისთვის, რომელიც დამსაქმებელმა, შესაძლოა, გასაუბრებისას დაუსვას. გასაუბრება კი დღევანდელი მგომარეობის გათვალისწინებით, სავარაუდოდ, დისტანციურად ჩატარდება.
მნიშვნელოვანია ისიც, რომ სამსახური მაძიებელმა უნდა შეძლოს და ძიების პროცესში არ დაივწყოს საკუთარი პრიორიტეტები და სწორედ, მათზე დაყრდნობით განიხილოს ყველა შეთავაზება. როგორც ექსპერტები გვირჩევენ, კრიზისის მიუხედავად, უმჯობესია ადამიანმა შეარჩიოს ის სამსახური, რომელიც ყველაზე მეტად შეესაბამება მის მოთხოვნებსა და ინტერესებს.
უკეთესი შესაძლებლობები
მსოფლიოს ეკონომიკური, სოციალური და გეოგრაფიული კრიზი ჯერ მხოლოდ საწყის ფაზაშია. ამ პროცესებს აუცილებლად მოჰყვება გრძელვადიანი უარყოფითი შედეგები. კარანტინმა ადამიანებს საშუალება მისცა გადაეფასებინათ, თუ რა არის მათ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი და დღეს ადამიანები საუბრობენ, რომ მათ შეუძლიათ მიიღონ გადაწყვეტილებები საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე, შეუძლიათ რომ დაფიქრდნენ უკეთეს მომავალზე და ისწრფვონ გახდნენ უკეთესები. შესაბამისად, ასეთი მიდგომა ადამიანს საშუალებას აძლევს იპოვოს ის სამსახური, რომელიც მის ნიჭს, მიზნებსა და გეგმებს ყველაზე მეტად შეეფერება. თუ სამუშაოს მაძებელი ზემოთ აღწერილ, ნაცნობების სწორად შერჩევისა დახამარების პროცესებს მიჰყვება, დიდი ალბათობით ეს ასეც მოხდება, როგორც აღმოჩნდა, ეს მიდგომა ბევრ ადამიანს დაეხმარება სასურველი სამუშაოს მოძიებაში.