უნდა გვქონდეს თუ არა ოჯახის ფოტოები სამსახურში? ბევრი ფიქრობს, რომ არ უნდა გვქონდეს, რადგან ეს არის ნიშანი იმისა, რომ სხვაგან გსურს ყოფნა. თუმცა, Harvard Business Review-ის კვლევის თანახმად, სამსახურში პირადი ფოტოების გამოფენას კარგი შედეგი მოაქვს. ექსპერიმენტებისა და გამოკითხვის შედეგად, აღმოჩნდა, რომ ადამიანები, ვისაც ოჯახის ფოტოები ჰქონდათ სამსახურში, ნაკლებად იყვნენ შემჩნეული არაეთიკურ ქმედებებში, ვიდრე ისინი, ვისაც სამუშაო მაგიდაზე არ ჰქონდა ფოტო ან ჰქონდა პეიზაჟის ან უცნობი ადამიანის ფოტოები.
კვლევაში მონაწილეობდნენ სრული განაკვეთით დასაქმებული ადამიანები, რომლის დროსაც დააკვირდნენ, ჰქონდათ თუ არა თანამშრომლებს სამუშო მაგიდაზე საყვარელი ადამიანის ფოტოები. ამის შემდეგ, მათი ხელმძღვანელები გამოკითხეს, თუ რომელი თანამშრომელი იყო შემჩნეული არასწორ ქმედებებში. კვლევის მიხედვით აღმოჩნდა, რომ თანამშრომლები, ვისაც სამსახურში საყვარელი ადამიანის ფოტოები ჰქონდათ, მსგავს ქმედებაში უფრო ნაკლებად იყვნენ შემჩნეულები. საგულისხმოა, რომ ადამიანის ქცევაზე ერთ ფოტოსაც კი ჰქონდა დადებით ეფექტი, თუმცა, ფოტოების რაოდენობა ამ ეფექტს არ ზრდიდა.
ეფექტის შესაფასებლად HBR-მ ექსპერიმენტების სერია ჩაატარა იმის დასადგენად, ნამდვილად ახდენს თუ არა თანამშრომელზე დადებით გავლენას საყვარელი ადამიანისფოტოები თუ ეს მხოლოდ მენეჯერების შთაბეჭდილებაა.
ერთ-ერთ ექსპერიმენტში, მაგისტრატურის სტუდენტებს სთხოვეს შეესრულებინათ რამდენიმე დავალება. სტუდენტებს სთხოვეს ფოტოს ჩარჩოების შერჩევა მყიდველებისთვის. მონაწილეთა ნახევარმა ჩარჩოში საკუთარი ოჯახის წევრების ფოტოები ჩასვა, ნახევარმა კი გამოიყენა პეიზაჟისა და სხვადასხვა შინაარსის ფოტოები. შემდეგ კი, დამატებითი ანაზღაურების მოსაპოვებლად, მათ უნდა ამოეხსნათ არითმეტიკული დავალებები. სტუდენტების უმეტესობამ, დავალება ვერ ამოხსნა. თუმცა, სტუდენტები საკუთარ თავს 25 ცენტს „უხდიდნენ“ ყველა ამოუხსნელი დავალებისთვის.
ამ ექსპერიმენტის შედეგადაც, აღმოჩნდა, რომ ის ადამიანები, ვინც პეიზაჟის ფოტოებს უყურებდნენ, უფრო მეტს უხდიდნენ საკუთარ თავს შეუსრულებელ დავალებაში, ვიდრე ისინი, ვინც საკუთარი ოჯახის ან მეგობრების ფოტოები გამოიყენა. ეს ეფექტი აიხსნება იმით, რომ ოჯახის წევრებისა და მეგობრების ფოტოები ანაცვლებს დასაქმებულის ფინანსურ ინტერესს. წარმატებული თანამშრომლობისთვის მნიშვნელოვანია რაციონალურობა, ეფექტურობა, საქმის მიმართ ინტერესი, რაც ზრდის ადამიანების ფოკუსს შედეგებსა და მიღებული გადაწყვეტილების ხარისხზე. საქმესა და შედეგებზე ფოკუსირება მნიშნველოვანია ბიზნესის შედეგებისთვის, თუმცა, ამცირებს სხვების მიმართ თანაგრძნობას და ზრდის არაეთიკური საქციელის რისკს.
Harvard Business Review დამსაქმებლებს ურჩევს წაახალისონ თანამშრომლები სამუშაო ადგილზე ჰქონდეთ ოჯახის წევრებისა და მეგობრების ფოტოები შესაძლოა, დაწესტეს კვოტა ან თანამშრომლებს ფოტოების გამოფენის სხვადასხვა ადგილებიც შეირჩს. კვლევის მიხედვით საინტერესოა ფაქტი, რომ ზოგი თანამშრომლისთვის, რთული აღოჩნდა ოჯახის წევრების ფოტოების გამოფენა, რადგან მიაჩნიათ, რომ სამსახური მხოლოდ საქმიან გარემოს ელფერს უნდა ატარებდეს. სასურველია ორგანიზაციებში არსებობდეს ისეთი გარემო, სადაც ყველას ექნება სურვილი და გამბედაობა საკუთარი სამუშაო ადგილი სურვილისამებრ მოიწყოს.
კვლევის ავტორები კომპანიებს ურჩევენ წაახალისონ თანამშრომლები გამოფინონ საყვარელი ადამიანის ფოტოები, რადგან იზრდება ემპათია, პოზიტიური ემოცია და მცირდება არაეთიკური ქმედებების რისკი.