2010 წელს ელექტრონული კომერციის გიგანტმა, „ამაზონმა“, ამბიციური პროექტი წამოიწყო: მან საკუთარი სმარტფონის გამოშვება გადაწყვიტა. მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში პროექტში დიდი ადამიანური რესურსი და ასობით მილიონი დოლარი ჩაიდო.
Amazon Fire Phone-ის დებიუტი 2014 წელს შედგა.
ეს პროექტი „ამაზონისთვის“ ეპიკური მარცხი იყო.
თუმცა, Amazon Fire Phone-ის წარუმატებელმა პროექტმა სათავე დაუდო „ამაზონის“ წარმატებულ პროექტს Amazon Alexa-ს.
Amazon Fire Phone-ისა და Amazon Alexa-ს პროექტის ხელმძღვანელი ამაზონის მაშინდელი ვიცე-პრეზიდენტი იან ფრიდი გახლდათ.
Fire Phone-ის გამოშვებიდან ოთხ თვეში, “ამაზონმა” Alexa ჭკვიან სპიკერთან, Echo-თან ერთად წარადგინა. სწორედ ამ დროს, კომპანიამ განაცხადა, რომ ახალმა სმარტფონმა,მას 170 მილიონი დოლარის ზარალი მიაყენა.
New Yorker-ის მიერ მომზადებულ სტატიაში ვკითხულობთ, „ამაზონის“ CEO-მ, ჯეფ ბეზოსმა, იან ფრიდს უთხრა, რომ მას Fire Phone-ის წარუმატებლობის გამო თავი დამნაშავედ არ უნდა ეგრძნო და ამის გამო ძილის არცერთი წუთი უნდა დაეკარგა.
ბეზოსის მიდგომა კარგი გაკვეთილია კომპანიის მენეჯერებისა თუ მუდმივი განვითარების ხედვის მქონე ლიდერებისთვის, ამიტომ გაგიზიარებთ „ამაზონის“ გამოცდილებას, თუ როგორ ცდილობენ „შეცდომების გასწორებას“
ფერფლიდან აღდგომა
დავიწყოთ ისტორიით თუ როგორ წარმოიშვა Alexa წარუმატებელი პროექტიდან Amazon Fire Phone
სმარტფორნის შექმნის პროცესში, ფრიდმა ბეზოსს ახალი პროდუქტის პროტოტიპი წარუდგინა - ხმის ამომცნობი პროგრამა. ბეზოსი აღფრთოვანდა ამ იდეით. ახალი ტექნოლოგია შესაძლებელს ხდიდა მომხარებელს ჩაერთო სასურველი მუსიკა ან შეესრულებინა ნებისმიერი სხვა ოპერაცია ტელეფონისთვის მხოლოდ ხმოვანი ბრძანების მიცემის ფუნქციით. ბეზოსმა ამ იდეის განხორციელებაზე ფიქრი დაიწყო. მას სურდა, რომ „ამაზონს“ შეექმნა ისეთი პროდუქტი, რომელიც მომხმარებლის აღფრთოვანებას გამოიწვევდა. მიუხედავად Fire Phone-ის წარუმატებლობისა, მან ფრიდს Alexa-ს იდეის განსახორციელებლად დამატებით 50 მილიონი დოლარი და 200 კაციანი გუნდი მისცა.
დღეს თქვენ იცნობთ Amazon Alexa-ს. როგორც „ამაზონის“ ვირტუალურ ასისტენტს. დღეს ეს პროდუქტი, Amazon -ის ერთერთი ყველაზე გაყიდვადი პროდუქტია და ცალსახად ცვლის მომხმარებლის ტექნოლოგიებთან ურთიერთობას. სწორედ Fire Phone ის წარუმატებლობა გახდა მიზეზი იმისა, რომ შექმნილი ინოვაცია და დღეს „ამაზონი“ ხელოვნური ინტელექტის სფეროში ლიდერ პოზიციებს იკავებს.
თუმცა პროცესები შეიძლება სულ სხვანაირად განვითარებულიყო.
რა კავშირი აქვს ამას ემოციურ ინტელექტთან?
ემოციური ინტელექტი არის უნარი აღმოაჩინო, გაიგო და მართო როგორც საკუთარი, ასევე სხვა ადამიანების ემოციები.
„ამაზონის“ წარმატების ერთ-ერთ მიზეზად თავისუფლად შეგვიძლია ბეზოსის მაღალი ემოციური ინტელექტი მივიჩნიოთ, რომელიც მას წარუმატებლობისა თუ შიშის დროს ცივ გონებას უნარჩუნებს. ბეზოსს შეუძლია გარისკოს და მარტივად შეეგუოს მარცხს, რადგან მარცხთან ერთადაც გამოცდილება და შეცვლის სწრაფვაც მოდის. სწორედ ამ სურვილმა შთააგონა ბეზოსს მარტივად გადაებიჯებინა Fire Phone-ის წარუმატებლობისათვის და მისგან წარმატებული პროდუქტი, „Alexa” გამოეძერწა.
მოკლევადიან პერიოდში ერთსადაიმავე აზროვნების სტილს ყოველთვის ერთიდაიგივე შედეგი არ მოაქვს. აუცილებელია რომ ადამიანებმა შეძლონ ფიქრისა თუ ემოციის სწრაფად შეცვლა, რაც წარმატებულ შედეგებს განაპირობებს.
იმ შემთხვევაში თუ ბეზოსი ფრიდსა და მის გუნდს Fire Phone-ის წარმატებას არ აპატიებდა, მათ ცხოვრებაში გარისკვის სურვილს, შესაბამისად კი ცოდნის მიღებისა და ზრდის შესაძლებლობას დააკარგვინებდა. ჯეფ ბეზოსმა თავისი სახით გუნდს აჩვენა, რომ მათ აქვთ მხარდაჭერა წარუმატებლობის შემთხვევაშიც კი, რითაც მათ მომავლის ხედვის განვითარების შესაძლებლობა მისცა.
თუ თქვენი მოვალეობა გუნდის მართვაა ან უბრალოდ ისწრაფვით ზრდის კულტურის განვითარებით, აჩვენეთ თქვენს კოლეგებს, რომ მათი გჯერათ. უბიძგეთ მათ თამამად გაგიზიარონ თავიანთი იდეები და ფიქრები. ნუ გაგაღიზიანებთ კომპანიის გადაწყვეტლებებთან დაკავშირებული კითხვები. და თუ ისინი ფიქრობენ, რომ კომპანიაში რაიმეს გამოსწორება შეუძლიათ, მიეცით შანსი.
თუ თქვენ წარუმატებლობის შემდგომ ტირილისა და გულის გატეხვის ნაცვლად წახალისებას აირჩევთ, გუნდს მისცემთ როგორც მოტივაციას, ასევე სწავლისა და ზრდის შესაძლებლობას.
მსგავსი მიდგომა კი გრძელვადინან პერიოდში აუცილებლად დიდ წარმატებას მოიტანს.