თანამშრომლის დაქირავება მენეჯერის ერთ-ერთი ყველაზე მნიშნელოვანი ფუნქციაა. კონკრეტული თანამდებობისთვის შესაფერისი ადამიანის შერჩევა რთული და ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა, რომელსაც მენეჯერი იღებს. სწორედ ეს გადაწყვეტილება განსაზღვრავს გუნდისა და ორგანიზაციის მომავალ წარმატებასა თუ წარუმატებლობას. დღეს, პანდემიის გამო შერჩევის პროცესი დისტანციურად მიმდინარეობს, რაც მენეჯერის ამ ფუნქციას კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობასა და სირთულეს სძენს.
მენეჯერების უმრავლესობას კონკრეტული კანდიდატის დაქირავება მასთან პირისპირ შეხვედრის შემდეგ ურჩევნია. თანამშრომლის შერჩევისას საკმარისი არ არის იმის ცოდნა, რომ კანდიდატს პოზიციის შესაბამისი გამოცდილება, ცოდნა და უნარები აქვს. არამედ მენეჯერემა მნიშნელოვანია გაიგოს, თუ რამდენად პროდუქტიული იქნება მათი თანამშრომლობა და რამდენად კარგად შეძლებს მასთან ერთად მუშაობას მომავალში. ამის დასადგენად პირისპირ შეხვედრა კარგი გამოსავალი იყო. თუმცა, პანდემიამ ყველაფერი შეცვალა. დისტანციურ მუშაობაზე გადასვლამ ბევრ შესაძლებლობასთან ერთად, ბევრი გამოწვევაც მოიტანა. კარგი ისაა, რომ დღეს თანამშრომლის დაქირავება ნაკლებად არის დამოკიდებული ლოკაციაზე, რამაც საგრძნობლად გააფართოვა ტალანტების ბაზარი. თუმცა, თანამშრომლის დისტანციურად შერჩევის აუცილებლობას თან ბევრი გამოწვევა მოჰყვა.
HBR გვთავაზობს რამდენიმე რჩევას, რომელიც თანამშრომლის დისტანციურად შერჩევისას უნდა გავითვალისწინოთ:
გასაუბრება რამდენიმე პლატფორის საშუალებით
დღეს გასაუბრებები ვიდეო ზარების საშალებით ტარდება. დისტანციურ გარემოში კომპანიის გუნდის წევრების კომუნიკაციაც შეიცვალა. ისინი სხვადასხვა პლატფორმის საშუალებით ცვლიან ინფორმაციას და ეკონტაქტებიან ერთმანეთს. თუ გასაუბრების მიზანი კანდიდატის კომუნიკაციის უნარების გუნდის კომუნიკაციასთან თავსებადობის გამოვლენაა, მაშინ მენეჯერებს გასაუბრების პროცესში სხვადასხვა პლატფორმები ან სხვადასხვა კომუნიკაციის მედიუმები დასჭირდებათ.
მეთ მულენვეგი, Automattic-ის დამფუძნებელი, ფინალურ ეტაპზე გადასულ ყველა კანდიდატს ონლაინ ჩატის საშალებით ესაუბრებოდა. მან არ იცოდა არცერთი კანდიდატის სქესი და ეთნიკური წარმომავლობა და შერჩევისას მხოლოდ ეკრანზე გამოსახულ სიტყვებს ენდობობდა. 2014 წლის HBR -ის სტატიაში მულენვიგი ამბობს, რომ ის კანდიდატებში მხოლოდ მოტივაციასა და კულტურულ თავსებადობას ეძებდა, რაშიც გასაუბრების მსგავსი მეთოდი ნამდვილად ეხმარებოდა.
HBR-ის რჩევით, კარგი იქნება, თუ მენეჯერები შერჩევის სხვადასხვა ეტაპზე ყველა იმ პლატფორმას გამოიყენებენ, რომელსაც მათი გუნდები კომუნიკაციისათვის იყენებენ. ეს შეიძლება იყოს მეილი, ან აუდიო ზარი. ამასთან, შესაძლებელია მენეჯერმა კანდიდატს კითხვები გაუგზავნოს და სთხოვოს, მათზე პასუხები 2 წუთიანი ვიდეოს სახით გამოაგზავნოს. ეს მეთოდი დაგეხმარებათ გაიგოთ, თუ რამდენად მოკლედ გამოდსცემს კანდიდატი ინფრომაციას და რამდენად შეუძლია ინსტრიქციების ზედმიწევნით მიყოლა. რა თქმა უნდა, თუ შერჩევის პროცესში რამდენიმე კანდიდატი იღებს მონაწილებას, ყველას მსგავსი კითხვები უნდა დაუსვათ, რათა შემდგომში ვიდეოების შედარება შეძლოთ.
გუნდის ჩართულობა შერჩევის პროცესში
დიდი ხნის განმავლობაში მიიჩნეოდა რომ ადამიანის ინდივიდუალური სამუშაოს ხარისხი მისი პირადი ცოდნის, უნარებისა და შესაძლებლობების შედეგი იყო. თუმცა დროთა განმავლობაში, კვლევებმა დაადასტურა, რომ მუშაობის შედეგიანობა ადამიანის ინდივიდუალურ საზღვრებს სცდება. აღმოჩნდა, რომ გუნდის დინამიკას, მის რესურსებსა და კოლეგებთან კომუნიკაციას ადამიანის ინდივიდუალური სამუშაოს ხარიხზე განსაკუთრებული გავლენის მოხდენა შეუძლია.
დისტანციური მუშაობის კონტექსტშიც გუნდს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ადამიანის ინდივიდუალური მუშაობის ხარისხზე. ახალი დაქირავებული თანამშრომელი დიდ გავლენას მოახდენს გუნდის მოკლევადიან და გრძელვადიან შედეგებზე და პირიქით. ამიტომ, HBR-ის რჩევით, კარგი იქნება, თუ გუნდის წევრები შერჩევის პროცესში ჩაერთვებიან. ამ მიდგომის მიხედვით, შესაძლებელია გუნდის წევრები გასაუბრების პროცესში ჩაერთონ ან მენეჯერთან ერთად განიხილონ ის ვიდეო თუ აუდიო მასალა, რომელსაც კანდიდატები გადმოაგზავნიან. მაგალითად, კომპანია Parabol-ის გასაუბრების პროცესს ჩვეულებისამებრ თითო გუნდიდან თითო წარმომადგენელი მაინც ესწრება.
გამოსაცდელი პროექტი
გადაწყვეტილების სისწორეში დასარწმუნებლად HBR მენეჯერებს შერჩევის ეტაპებში გამოსაცდელი პერიოდის დამატებას ურჩევს. ზოგიერთ შემთხვევაში ეს ეტაპი მცირე ზომის, გუნდთან ერთად შესასრულებელი დავალებაა, რომელსაც კომპანიები კანდიდატის გუნდთან თავსებადობის შესამოწმებლად, ადაპტაციის უნარის ან კრეატიული აზროვნების შესამოწმებლად იყენებენ. ზოგიერთი კომპანია მსგავსი დავალებების შედგენისას ინსტრუქციაში რამდენიმე საფეხურს ტოვებს, იმისათვის რომ გაიგოს, რამდენად შეძლებს კანდიდატი რთული ამოცანის გადაჭრას.
Zaper-ის შერჩევის პროცესში გამოსაცდელი პროექტები თითქმის ყველა თანამდებობაზე ტარდება. პოტენციური დეველოპერები კომპანიის პროეტებზე მუშაობენ, ხოლო პოტენციური მანკეტინგის მენეჯერები კომპანიის ბლოგისთვის სტატიებს ამზადებენ. ზოგიერთი კომპანია კანდიდატებს ანაზღაურებად გამოსაცდელ პერიდოს სთავაზობს, რომელიც უფრო ხარჯიანი და გრძელვადიანია. მარტივი პროექტები, რომელსაც რამდენიმე საათი სჭირდება, უფრო მოსახერხებელია იმის განსასჯელად, თუ რამდენად კარგად შეძლებს კანდიდატი გუნდთან თანამშრომლობას.
მოლოდინების კომუნიკაცია ადრეულ ეტაპზე
ბევრი მენეჯერისთვის დისტანციური გასაუბრებისა და შერჩევევის პროცესი მოულოდნელი იყო. რადგან კომპანიები დისტანციურ ან ჰიბრიდულ მოდელზე გადასვლას აპირებენ წინ კიდევ ბევრი გამოწვევა შეხვდებათ. HBR-ის აზრით, მენეჯერებმა კანდიდატებს კომპანიაში დისტანციური მუშაობის წესების შესახებ ინფრომაცია ადრეულ ეტაპზევე უნდა მიაწოდონ. ასევე, აუცილებლად უნდა გაუზიარონ ყველა დოკუმენტი კომპანიის პოლიტიკის შესახებ და გააცნოს კომპანიის მომავალი გეგმები სამუშაოს სტილთან დაკავშრებით.
მას შემდეგ, რაც კანდიდატი შეთავაზებას დათანხმდება, მენეჯერმა „ონბორდინგის“ პროცესში ახალი თანამშრომლის არსებულ გუნდთან და ორგანიზაციის თითქმის ყველა წევრთან კომუნიკაცია პრიორიტეტად უნდა დაისახოს. შესაძლებელია, ონლაინ ქოლის ჩანიშნა, სადაც ახალი თანამშრომელი თავისი გუნდის წევრებს გაიცნობს, რომლებიც უფრო დეტალურად მოუყვებიან სამუშაოს სპეციფიკისა და გუნდის მუშაობის წესებს. შესაძლოა გუნდის წევრმა, რომელიც შერჩევის პროცესში იყო ჩართული, გაუზიაროს თუ რატომ შეაჩერა არჩევანი მასზე და რის გამო უნდა მასთან თანამშრომლობა.
დისტანციური მუშაობის დროს გუნდური მუშაობა კიდევ იფრო მნიშვნელოვანია. დღეს თანამშრომლები მარტო არ მუშაობენ, ისინი მუშაობენ „მარტო - ერთად“. HBR-ის რჩევები მენეჯერებს დაეხმარებათ, დისტანციურად შეარჩიონ ისეთი კანდიდატი, რომელიც ამ რთულ და გარდამავალ პერიოდში არსებული გუნდის მხარდაჭერას შეძლებს.