თანამედროვე სამყაროს ეფექტურ ლიდერებზე მეტად არაფერი სჭირდება. ლიდერებში მხოლოდ შესაბამისი ოფიციალური სტატუსის მქონე ადამიანები არ იგულისხმებიან, ლიდერი შეიძლება იყოს ჩვეულებრივი დასაქმებული, რომლის ყოველდღიურ ვალდებულებებში გუნდის მართვა არ მოიაზრება.
Linkedin-ის 2023 წლის კვლევის ფარგლებში გამოიკვეთა, რომ მენეჯმენტი და ლიდერული უნარები დამსაქმებლებისთვის პრიორიტეტულ 10 უნარში შედის და მათი არსებობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია კანდიდატების შერჩევისას. ლიდერული უნარები, World Economic Forum’s Future of Jobs 2023 წლის ანგარიშითაც მოთხოვნად უნარად შეფასდა.
1. ინოვაციურობა;
ყველაზე გამორჩეულ და წარმატებულ ბიზნეს ლიდერებს, რომლებმაც გარდამტეხი ცვლილებები წამოიწყეს ან შექმნეს ახალი ტექნოლოგიები, ერთი რამ აერთიანებთ - ინოვაციურობა. არ აქვს მნიშვნელობა, რომელ ტერმინს გამოვიყენებთ, იქნება ეს ინოვაციურობა, პრობლემების გადაჭრის უნარი თუ კრიტიკული აზროვნება, მასში იგულისხმება, რომ ლიდერს უნდა შეეძლოს ჩარჩოებს მიღმა ფიქრი.
არ შეიზღუდოთ თავი იმით, რომ რაღაც უკვე გაკეთებულია. ყოველთვის შეიძლება ცვლილებების დანერგვა, ახალი რეალობის შექმნა. რა მოხდება თუ გუნდთან ერთად საკითხს სხვა მხრიდან შეხედავთ? როგორ შეგიძლიათ 2024 წელს გაარღვიოთ საზღვრები და კომპანიის ზრდაში მიიღოთ მონაწილეობა?
2. პროდუქტიულობა;
ლიდერები მუდმივად დაკავებულები არიან - გაუთავებელი შეხვედრები, სხვადასხვა ყოველდღიური საქმეები, ყველა დავალებისთვის თავის გასართმევად აუცილებელია გქონდეთ დროის მართვის და მულტიტასკინგის უნარები.
დროის მართვის ერთ-ერთი უპირველესი პრინციპია დავალებების პრიორიტეტების მიხედვით განხილვა, ე.წ. პარეტოს პრინციპი. ძალისხმევის მაქსიმალური ნაწილი დაუთმეთ განსაკუთრებით მნიშვნელოვან დავალებებს, რომელთა გაკეთებაც აუცილებელია, შეზღუდეთ უმნიშვნელო საქმეები და ხელის შემშლელი ფაქტორები, როგორიცაა სოციალური მედია, შეტყობინებები ტელეფონზე და ა.შ.
3. პროაქტიულობა;
გამოიყენეთ თქვენი კრეატიულად აზროვნების უნარი და მეტად ჩაერთეთ ჯგუფურ აქტივობებში, დაეხმარეთ გუნდს ერთად მიაღწიოთ წარმატებას. გამოიჩინეთ ინიციატივა.
4. კოლაბორაცია;
არ იმუშავოთ მარტო, დაუახლოვდით არა მხოლოდ საკუთარი გუნდის წევრებს, არამედ სხვა დეპარტამენტის თანამშრომლებსაც, რომლებთან ერთადაც გიწევთ მუშაობა. კომპანიის წარმატების ერთერთი მთავარი ინგრედიენტი ამგვარი ურთიერთობების ჩამოყალიბებაა.
სხვადასხვა გუნდებთან აქტიური კომუნიკაცია დაგეხმარებათ კარიერულ წინსვლაშიც, რადგან კოლაბორაციის ამგვარი გამოცდილებას მუდმივად ეძებენ დამსაქმებლები კანდიდატში. ეს მათ აჩვენებს, რომ თქვენ გაქვთ კომუნიკაციის საუცხოო უნარები, შეგიძლიათ სამსახურში მჭიდრო ურთიერთობების ჩამოყალიბება და გაქვთ კონფლიქტებთან გამკლავების უნარები.
5. პოზიტიურობა;
განწყობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. თქვენი კარიერული წარმატება, ისევე როგორც კომპანიის წარმატება, დამოკიდებულია რამდენად პოზიტიურად უყურებთ კომპანიის ცვლილებას, ინარჩუნებთ სამომავლო ხედვებს, სახავთ პოზიტიურ მაგალითებს და ქმნით პოზიტიურ სამუშაო გარემოს.
წყარო - https://www.forbes.com/sites/rachelwells/2024/01/24/5-ways-to-show-youre-a-leader-in-2024/?sh=1bd0f8e65