კარიერის დასაწყისში ყველაზე ხშირად მიიღებთ რჩევას, რომ უნდა აითვისოთ სხვადასხვა უნარები. რბილი და ტექნიკური უნარები განსაკუთრებით მნიშვენლოვანია პროფესიული ურთიერთობების ჩამოსაყალიბებლად და კარიერული წინსვლისთვის. სკოლაში და უნივერსიტეტში ამ პრაქტიკულ უნარებს არავინ ასწავლის. მათი აუცილებლობის მიუხედავად, რბილი და ტექნიკური უნარები არ არის ყველაზე მნიშვნელოვანი რამ რაც კარიერის დასაწყისში უნდა აითვისოთ.
ყველაზე მნიშვნელოვანი გაკვეთილი, რაც კარიერის დასაწყისში უნდა ისწავლოთ ორია:
1. რისი კეთება გამოგდით კარგად (სხვებთან შედარებით)
2. რისი კეთება გსიამოვნებთ
ამ ორ კითხვაზე პასუხის გაცემით შეგიძლიათ განსაზღვროთ თქვენი სამომავლო კარიერა, მომავალი დამსაქმებელი, აირჩიოთ ის კომპანია, რომელიც განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს თქვენთვის საინტერესო სფეროს და შეიქმნათ თქვენთვის საოცნებო მომავალი.
რისი გაკეთება გამოგდით ბუნებრივად კარგად - ყველა ადამიანს აქვს თანდაყოლილი ნიჭი, რომელიც ძირითადად ადრეულ ასაკში ვლინდება. მაგალითად, სკოლაში გამოირჩეოდით სპორტში, მუსიკაში, მათემატიკაში, ადვილად ითვისებთ ენებს, გსიამოვნებთ სცენაზე თამაში ან ადამიანებთან კომუნიკაცია.
ზოგიერთი ადამიანი ექსტროვერტია და უყვარს ხალხმრავლობა, გუნდებთან მუშაობა, ზოგიერთი კი პირიქით, ინტროვერტია და ამჯობინებს მარტო მუშაობას. ზოგიერთს უყვარს შეჯიბრებითობა და თამაშები, სხვებისთვის კი ეს სტრესულია და ა.შ.
როდესაც ისეთ საქმეს აკეთებთ, რისი თანდაყოლილი ნიჭიც გაქვთ, შეიძლება ვერც კი შენიშნოთ ისე მარტივად დაასრულოთ დავალება. მაშინ როდესაც, სხვა ადამიანს იგივე დავალების შესასრულებლად შეიძლება რამდენიმე საათი დასჭირდეს. უფრო მარტივია წარმატებას მიაღწიოთ იმ საქმეში, რაც თქვენს ინტერესებს და შესაძლებლობებს ისედაც შეესაბამება.
რისი გაკეთება გსიამოვნებთ - ზრდასრული ადამიანი ცხოვრების მესამედ ნაწილს სამსახურში ატარებს. ამიტომ, განსაკუთრებით სასარგებლო იქნება თუ კარიერის საწყის ეტაპზევე განისაზღვრავთ თუ რისი გაკეთება მოგწონთ ან გიყვართ.
თუ თქვენი სამსახურებრივი მოვალეობები უფრო მეტად იმგვარ დავალებებს მოიცავს, რომელთა გაკეთებაც გსიამოვნებთ, თქვენ უფრო მეტად მოტივირებული და ენთუზიაზმით სავსე იქნებით მათზე მუშაობისას.
ეს რა თქმა უნდა, იმას არ ნიშნავს, რომ მუშაობა არასდროს მოგიწევთ. მხოლოდ ნიჭი არასდროსაა საკმარისი. პირიქით, ნიჭსა და მონდომებას შორის, მონდომება უფრო მნიშვნელოვანია. რაც უფრო მეტ დროს დახარჯავთ კონკრეტული საქმის კეთებაში, მას უფრო და უფრო უკეთესად გააკეთებთ.
წარმატების ფორმულა მარტივია - აკეთეთ ის საქმე რაც ბუნებრივად კარგად გამოგდით და მოგწონთ. პრაქტიკაში ყველაფერი ასეთი მარტივი არ არის, განსაკუთრებით კარიერის საწყის ეტაპზე, როდესაც არ გვაქვს საკმარისი გამოცდილება და სხვადასხვა სამსახურებს შორის არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა. ასეთ დროს ვერ ავირჩევთ პოზიციებს საკუთარი პრეფერენციების მიხედვით. თუმცა გამოიყენეთ ეს რჩევა და კარიერის დასაწყისში სხვადასხვა პოზიციაზე და კომპანიაში მუშაობისას შეისწავლეთ თქვენი სურვილები, დააკვირდით რისი კეთება გამოგდით მარტივად და რისი კეთება გიყვართ. ყოველი შემდეგი პოზიციის ცვლილება დაგეგმეთ ამ დაკვირვების გათვალისწინებით.
წყარო - https://www.businessinsider.com/learn-work-naturally-good-enjoy-career-2024-3