2008 წელს, გლობალური ფინანსური კრიზისის დროს, ონლაინ რითეილერმა Zappos, თანამშრომლების 8 % შეამცირა. კომპანია პოპულარულია კლინენტების განსაკუთრებული მომსახურებითა და ხალხის მართვისასევე განსაკუთრებული კულტურით. Zappos ის მოტო, Powered by service, თანამშრომლებისა და კლიენტებისთვის ბედნიერების განცდის შექმნას გულისხმობს.
Zappos -ის ხალხის მართვის კულუტრაზე ხშირად იწერება. ვიცით, რომ კომპანიაში არ არსებობენ მენეჯერები, გუნდის წევრები თვითონ ქმნიან საკუთარ მიზნებსაც და საქმესაც, თვითონ ქმნიან კლიენტებთან ურთიერთობის წესებს, თვითონ ქმნიან საკუთარ სამუშაო ადგილს, სამუშაო განრიგს და სხვ. ისიც ცნობილია, რომ კომპანიას აქვს Zappos Culture Cump, სადაც მსურველებს უზიარებენ გამოცდილებას, თუ როგორ შექმნეს გამორჩეული კულტურა ორი მნიშვნელოვანი კლიენტისთვის - თანამშრომლები და კლიენტები.
ალბათ, ცოტამ თუ ვიცით, Zappos ის და მისი ლიდერის, ტონი შეის ერთი ძალიან საინტერესო „წესის“ შესახებ, ესაა საჯარო წერილის მიწერა თანამშორმლებისთვის.
2008 წლიდან, ტონი შეი ყოველ წელს წერს თანამშრომლებს წერილს, სადაც გულახდილად უზიარებს კოლეგებს სირთულეებს, გამოწვევებს, ხედვებს, გადაწყვეტილებებსა და საკუთარ ემოციებს, როგორც თვითონ შეი ამბობს-“I m broadcasting my life”.
2008 წლის მსოფლიო კრიზისი თითქმის ყველა კომპანიას შეეხო და თითქმის ყველა კომპანიამ შეამცირა თანამშრომელი. ტონი შეიმ კი ეს განსხავებულად გააკეთა: პირველი: საკუთარი ტვიტერით კლიენტებს გაუზიარა მისი ყველაზე რთული გადაწყვეტილების შესახებ და მეორე, ‘ზაპოსელებს’ გაუგზავნა წერილი, თუ რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება. როგორც ლიდერობისა და მენეჯმენტის ექსპერტები ამბობენ, ტონი შეის წერილი მაღალ EQ -სა და გამორჩეულ ლიდერულ უნარებზე მიუთითებდა.
გთავაზობთ ტონი შეის წერილს, რომელიც 2008 წელს, მან გუნდის წევრებს გაუგზავნა და შეატყობინა თანამშრომლების 8%-ით შემცირების მიზეზების შესახებ:
„ დღევანდელი დღე ყველაზე რთული, ემოციური და სასტიკი დღე იყო ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც Zappos ში მუშაობს. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება შევამციროთ ჩვენი თანმაშრომლების 8%. ეს შემცირება Zappos ის ყველა მიმართულებასა და დეპარტამენტს შეეხება. ამას გარდა, ჩვენ ვგეგმავთ დავხუროთ ჩვენი მაღაზიები ნევადასა და კენტუკიში.
9.5 წლის განმავლობაში, ეს იყო ყველაზე რთული გადაწყვეტილება ჩემთვის, მაგრამ ჩვენ გვჯერა, რომ ეს არის სწორი გადაწყვეტილება კომპანიის მომავლის შესანარჩუნებლად და აი, რატომ:
ჩვენ გაგვიმართლა, რომ Sequoia Capital არის ჩვენი ინვესტორი, რომელიც დაგვეთანხმა და გაგვაფრთხილა კიდეც, რომ ჩვენს საქმიანობას სირთულეები ელოდება. 7 ოქტომბერს, Sequoia Capital შეხვდა ყველა იმ კომპანიას, რომელიც მის საინვესტიციო პორთფელს მიეკუთვნება და ასეთი მესიჯი გადმოგვცა: რაც შეიძლება შეამცირეთ ხარჯი, შეეცადეთ შეინარჩუნოთ მოგება და გქონდეთ ძლიერი და პოზიტიური ფულადი ნაკადი (cash flow).
საბედნიეროდ, Zappos ყველაზე კარგ მდგომარეობაშია სხვა კომპანიებთან შედარებით, ჩვენ ვიზრდებით, გვაქვს მზარდი მოგება და ჩვენი ფულადი ნაკადიც პოზიტიურია.
ჩვენ გაგვიმართლა,რომ ვსარგებლობთ სესხით ბანკებიდან Wells Fargo, US Bank და KeyBank. ამ სესხებმა ჩვენ მოგვცა ძალიან დიდი ფინანსური მოქნილობა, მაგრამ გაურკვეველი ეკონომიკური მდგომარეობა ჩვენგან სიფრთხილეს მოითხოვს და ვფიქრობთ, რომ სესხებზე ნაკლებად უნდა ვიყოთ დამოკიდებული.
ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ყველაზე სწორი გადაწყვეტილება დღეს არის ვიყოთ პროაქტიულებიდა არა რეაქტიულები. იმისათვის რომ გვეზრუნა კოლეგებზე, ჩვენ პროაქტიულად შევამცირეთ რამდენიმე მიმართულებით საოპერაციო ხარჯი, ნაცვლად რეაქტიული და იძულებითი შემცირებისა.
ვინადიან ჩვენ ვართ მზარდი და მომგებიანი ბიზნესი, ჩვენ არ მოგვიწია დრამატული გადწყვეტილებების მიღება, რისი საჭიროებაც დადგა სხვა კომპანიებში.
გასულ წელს, ჩვენ მივიღეთ 840 მლნ დოლარი დაუბეგრავი შემოსავალი გაყიდვებიდანდა მიმდინარე წელს, ჩვენ ველოდებით 1 მლრდ დოლარ დაუბეგრავ შემოსავალს. თუმცა, როდესაც ჩვენ დავგეგმეთ 2008 წლის შემოსავალი, ჩვენი მოლოდინი უფრო მეტი იყო ვიდრე 1 მლრდ დოლარი.
ჩვენ შევამცირეთ ჩვენი თანამშრომლების 8%, იმის გამო, რომ ჩვენ ვართ პროაქტიულები და არა რეაქტიულები და ჩვენ შეგვიძლია ვიზრუნოთ ჩვენს თანამშრომლებზე, ავუნაზღაუროთ მათ კომპანიიდან გათავისუფლების არა კანონით დადგენილი, არამედ გაცილებით მეტი კომპენსაცია. ეს კი სხვა კომპანიებს არ შეუძლიათ.
ჩვენ ვთავაზობთ ყველა გათავისუფლებულ თანამშრომელს 2 თვის ანაზღაურებას და დამატებით კომპენსაციას ყველა იმ თანამშრომელს, რომელიც 3 წელზე მეტია ჩვენი გუნდის წევრია.
ვინაიდან ჩვენი შეღავათები ითვალისწინებს სამედიცნო, სტომატოლოგიური და მხედველობის პრობლემასთან დაკავშირებულ ხარჯების 100% -ით დაფარვას და ასევე , ოჯახის წევრების სამედიცინო ხარჯების 50%-ით ანაზღაურებას, ჩვენ გადავვყიტეთ ეს შეღავათი შეუნარჩუნდეს ყველა გათავისუფლებულ თანამშრომელს 6 თვის განმავლობაში.
ამ გადაწყვეტილებით, ჩვენ გვინდა დავადასტუროთ, რომ ვზრუნავთ ჩვენს ყოფილ კოლეგებზე. ჩვენ ვიცით, ამ გადაწყვეტილებით, ფაქტიურად, ვზრდით და არ ვამცირებთ ჩვენს ხარჯებს, მაგრამ ჩვენ გვჯერა, რომ ეს არის სწორი გადაწყვეტილება და ეს კიდევ უფრო მეტ მოქნილობას შეგვძენს გაურკვეველი მომავლისთვის მზადებაში.
ონლაინ კომერციის ზრდა შენელდა, მაგრამ კარგი ამბავი ისაა, რომ ამ ეკონომიკური კრიზისის პერიოდშიც კი, ჩვენი ბიზნესი კვლავ მზარდია. ფეხსაცმელების რეალიზაციაში ჩვენ ვართ ონლაინ გაყიდვების ბაზრის ლიდერი. როდესაც რთული პერიოდი დგება, ნებისიერი ბაზრის ლიდერს აქვს შესაძლებლობა, იმოქმედოს სწორად და კიდევ უფრო გაზარდოს მისი ბაზრის წილი, მიუხედავად რთული გარემოებებისა.
ისტორიულად, ჩვენი ზრდის ტემპი სწრაფია. მიუხედავად სირთულეებისა, 2009 წლის მიზნად კვლავ ზრდა რჩება. ჩვენი პროგნოზის მიხედვით, 2009 წლის ფულადი ნაკადი პოზიტიური იქნება, კომპანია კვლავ შექმნის მოგებას, რადგან ჩვენ ვართ პროაქტიულები და არა რეაქტიულები ჩვენი ბიზნესისა და ფინანსების მართვაში.
ვიცი, რომ დღეს ბევრი ვიტირებთ, შემცირებულიც და დარჩენილი თანამშრომლებიც. ეს ჩვენი კომპანიის კულტურაა, რომელმაც ასეთი მაღალი თანაგრძნობა და ემოციური ფონი გამოიწვია, განსხვავებით სხვა კომპანიებისგან. ვინაიდან ჩვენ ვართ პროაქტიულები და არა რეაქტიულები, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ზრდა, რომ ვიზრუნოთ ყველა იმ თანამშრომელზე, რომელსაც დავემშვიდობეთ რთული გარემო ფაქტორების გამო.
მე მკითხეს, შეიძლებოდა თუ არა Zappos- შიმიმდინარე პროცესების Twitter ზე გაზიარება. ჩვენი Twitter Communication პრაქტიკა იგივეა, რაც ყოველთვის იყო: ვიყოთ გულწრფელები, რეალურები და სწორად განვსაჯოთ
დღეს ყველასთვის რთული პერიოდია, ვფიქრობ იქნება ბევრი კითხვა და საპასუხო მეილიც. თუ თქვენ გექნებათ კითხვები თქვენი სამუშაოს ან დეპარტამენტთან დაკავშირებით, გთხოთ ესაუბრეთ თქვენი დეპარტამენტის მენეჯერს. დანარჩენი, სხვა და ნებისმიერი კითხვებისთვის, მომწერეთ ნებისმიერ დროს.
ტონი შაი
CEO
ცნობისათვის, 2008 წლიდან დღემდე, ტონი შეი ყოველ წელს წერს წერილს კოლეგებს, მაგრამ მისი ბოლო პერიოდის წერილებში ტონი შეი თანამშრომლებს უხსნის, თუ რატომ შემოიღო კომპანიაში ჰოლოკრატია, რას ნიშნავს უმენეჯერო კომპანია და კოლგებს სთავაზობს წასვლის ბონუსს, რომ შეაფასონ საკუთარი ემოცია, ღირებულებები და მოტივაცია, კვლავ იმუშავონ Zappos ში სადაც მენეჯერი ყველა თანამშრომელია.