გუნდის მართვა შრომატევადი საქმეა. ბევრი ადამიანისთვის ლიდერობის პირველი გამოცილება მაშინ დგება, როდესაც საკუთარი ბიზნესის მართვად იწყებენ. იმისთვის, რომ თქვენი ბიზნესი წარმატებული იყოს, აუცილებელია გამოყოთ დამატებითი დრო და ენერგია და გაიუმჯობესოთ კომპანიის, გუნდის მართვის უნარები.
სპილოს და მხედრის თეორია ეკუთვნის ფსიქოლოგ ჯონათან ჰაიდტს. ეს თეორია მან პირველად საკუთარ წიგნში „ბედნიერების ჰიპოთეზაში“ განიხილა და შეუსაბამა თანამედროვე მენეჯმენტის სტრატეგიებს. თეორიის თანახმად, ყველა ადამიანის ტვინი რამდენიმე ნაწილისგან შედგება. პირველი ნაწილია მხედარი, რომელსაც მივიჩნევთ ე.წ. „უმაღლეს“ ტვინად. ეს ნაწილი ჩვენი ტვინის ჰიპერრაციონალური ნაწილია, სადაც ხდება აზროვნება, ყალიბდება ფიქრები, ვითარდება გარე სამყაროს და საკუთარი თავის შემეცნება. ყოველდღიურ საუბრებში ადამიანის ტვინზე საუბრისას, ჩვენ ტვინის ამ ნაწილზე ვსაუბრობთ ხოლმე.
მეორე მხრივ, ტვინის მეორე ნაწილს შეადგენს სპილო. სპილო ტვინის ლიმბურ სისტემას, ე.წ. ძუძუმწოვრების ტვინს წარმოადგენს. ეს ადამიანის ტვინის ემოციური და ხშირად, არარაციონალური ნაწილია. ტვინის ეს ნაწილი განაგებს ძირითად ინსტიქტებს, როგორიცაა სექსი, შიმშილი და ძალა. ევოლუციის თანახმად, ადამიანის ტვინში პირველად სწორედ ეს ნაწილი განვითარდა და უდიდეს როლს თამაშობს ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაზე, მიუხედავად იმისა ვაღიარებთ ამ გავლენას თუ არა.
როგორ შეიძლება ტვინის შემადგენელი ნაწილები, მხედარი და სპილო უკავშირდებოდეს მართვის სტრატეგიებს? სპილოს და მხედარის ერთმანეთთან შეთანხმებულად მუშაობისას, ადამიანს ბევრი რამის მიღწევა შეუძლია. თუმცა, თუ ისინი ერთმანეთს არ ეთანხმებიან, რთულია რაიმე საქმის გაკეთება. მხედარს შეუძლია ზეგავლენის მოხდენა, მოტყუება, მანიპულაცია, მოქრთამვა, დამუქრება და ცოტა ხნით სპილოს მოთვინიერებაც კი, თუმცა, საბოლოოდ, ლიმბურ სისტემას შეუძლია თავად გადაწყვიტოს არ დაემორჩილოს მხედარს, გამოვიდეს მისი გავლენიდან და მისთვის უფრო „მნიშვნელოვან საქმეებს“ მიხედოს.
რთულია 4 ტონიან სპილოს აიძულო დაემორჩილოს პატარა მხედრის სურვილებს და წავიდეს იქ, სადაც მას წასვლა არ სურს. შესაბამისად, სპილოს მართვის ერთადერთი გამოსავალია ლიმბური სისტემის ყოველდღიური მოთვინიერება. კარგი მენეჯერი უნდა ცდილობდეს ემოციები მართოს სხვადასხვა საშუალებებით - ამბების გაზიარებით, მეტაფორებით, ემპათიით. ასეთ შემთხვევაში, სპილო აუცილებლად დამორჩილდება მხედარს და გამოგყვებათ საბოლოო მიზნამდე. სპილოს მუდმივად სჭირდება რეგულარული, სანდო უკუკავშირი.
თეორია რომ გუნდის მართვასთან დავაკავშიროთ, გაითვალისწინეთ, რომ თქვენი გუნდისთვის მხოლოდ იმის თქმა, რომ კონკრეტული დავალება უნდა შეასრულონ საკმარისი არ არის. დავალების ამ ფორმით მიცემა არ იქნება ეფექტური და არ მოიტანს შედეგებს. მნიშვნელოვანია ისინი ემოციურად დაკავშირებულები იყვნენ კონკრეტული პროექტის ან დავალების შედეგთან და სწორედ ამ ბმის არსებობის გამო გამოგყვნენ მიზნისკენ.
წყარო - How to Be a Better Manager: The Theory of the Elephant and the Rider | Inc.com