ადამიანებს გვასწავლიან, რომ წარმატებისთვის, მეტი ფულისთვის, მეტი სიამოვნებისა და სიმშვიდისთვის რაც შეიძლება ბევრი რამ უნდა ვაკეთოთ. ამიტომაც, ადამიანების შესასრულებელი საქმიანობების სია, უფრო და უფრო იზრდება. იქნებ ეს მიდგომა მცდარია? იქნებ, ჩვენი ცხოვრების უკეთესობისკენ შესაცვლელად შესასრულებელი საქმიანობების სია კი არ გავზარდოთ, არამედ პირიქით - შევამციროთ?
როგორც ირკვევა, მეტი პროდუქტიულობა ნაკლები საქმის კეთების შედეგია. დეივიდ როკი, წიგნის, Your Brain at Work ავტორი, ამბობს, რომ ადამიანს სამუშაოზე კონცენტრირება, დღეში მხოლოდ 6 საათის განმავლობაში შეუძლია, რაც სრულიად ეწინააღმდეგება დღევანდელ სტანდარტულ მიდგომას 40 საათიანი სამუშაო კვირის შესახებ. ადამიანს მისთვის მნიშვნელოვანი აქტოვობებისთვის მეტი დრო და ენერგია რჩება მაშინ, როდესაც აღარ გააკეთებს იმ საქმეს, რომელსაც შედეგი არ მოაქვს
დღეს, ადამიანების ცხოვრება ბევრი ინტერესებისა თუ პასუხისმგებლობებისგან შედგება: ოჯახი, კარიერა, მეგობრები, სხვადასხვა აქტივობები და ა.შ. შესაბამისად, მათ სჭირდებათ მიდგომა, რომლითაც შეშლებენ, აკეთონ ნაკლები და ჰქონდეთ მეტი დრო საკუთარი თავისთვის ისე, რომ საკუთარი შრომის შედეგები საფრთხის ქვეშ არ დააყენონ?
მთავარია, ადამიანმა იცოდეს, რა საქმე გააკეთოს და რა არა. ამ აქტოვობების შერჩევა არა შემთხვევით, არამედ კონკრეტულ მეთოდოლოგიასა და მიდგომასე დაყრდნობით უნდა ხდებოდეს. ბესტსელერის Do Less-ის ავტორი, ქეით ნორსრამპი მუშაობდა იმ ქალებთან, რომლებიც „ორმაგი ცხოვრებით“ ცხოვრობდნენ: უვლიდნენ ბავშვებს და პარალელურად, მუშაობდნენ. მან შეიმუშავა მარტივი სავარჯიშო, რომლის მიხედვითაც ქალებს შეეძლებოდათ უსარგებლო და შედეგიანი აქტივობების ერთმანეთისგან გარჩევა:
ნაბიჯი 1: ფურცელის შუაში ჩამოუსვით ვერტილაკური ხაზი
ნაბიჯი 2: აირჩიეთ თქვენი სამსახურის ან ცხოვრების ის ნაწილი, სადაც უკეთესი შედეგის მიღება გსურთ. მაგალითად, მენეჯერული უნარებისა და აზროვნების დახვეწა.
ნაბიჯი 3: ფურცლის მარცხენა მხარეს ჩამოწერეთ ის აქტივობები, რომლებსაც ამ მიზნის მისაღწევად აკეთებთ. მაგალითად, მენეჯერული უნარების დასახვეწად, ადამიანი შეიძლება ესწრებოდეს სხვადასხვა კონფერენციებს, წერდეს სტატიებს, კითხულობდეს და იკვლევდეს ბევრს და ა.შ.
ნაბიჯი 4: ფურცლის მარჯვენა მხარეს ჩამოწერეთ ამ მიზნის მიღწევის გზაზე, თქვენი ყველაზე დიდი შედეგები. მაგალითად, ეს შეიძლება იყოს წარმატებული გამოსვლა, კარგად ჩატარებული პრეზენტაცია, გამოქვეყნებული სტატია და ა.შ. ბევრ თუ ადამიანს საკუთარ მიღწევებზე საუბარი უჭირს, შესაბამისად, მისი ფურცლის მარჯვენა ნაწილი შეუვსებელი რჩება. მიღწევა შეიძლება იყოს ყველაფერი, რამაც პოზიტიური შედეგი მოიტანა. სწორედ, მსგავსი შედეგები უნდა ჩამოწეროთ მარჯვენა მხარეს.
ნაბიჯი 5: მარჯვენა მხარეს ჩამოწერილი შედეგები ხაზებით დააკავშირეთ იმ აქტივობებთან, რომლებმაც დიდი როლი ითამაშეს მის მიღწევაში. მაგალითად, სტატიის გამოქვეყნება შესაძლოა ბევრი კითხვისა და კვლევის შედეგი იყოს.
ნაბიჯი 6: საბოლოოდ, მარცხენა მხარეს შემოხაზეთ ყველა ის აქტივობა, რომლებიც საუკეთესო შედეგების მიღწევაში დაგეხმარათ. აქტოვობები, რომლებიც მარცხენა მხარეს შემოუხაზავი დარჩება, მომავალში აქტივობებს ან შეწყვეტას მოითხოვს. მაგალითად, თუ კონფერენციებზე სიარულს საერთოდ არ მოაქვს შედეგი, მაშინ მათზე სიარულის დრო მინიმუმამდე უნდა იყოს დაყვანილი.
მსგავსი მიდგომა ადამიანმა ცხოვრების სხვა მიზნებზეც შეიძლება გამოიყენოს. მაგალითად, თუ მას შვილებთან მეტი ემოციური კავშირის დამყარება სურს, ფურცლის მარჯვენა ველზე უნდა ჩამოწეროს ის მოგონებები, სადაც თვლის რომ საუკეთესო მშობელი იყო, მარცხენა მხარეს კი ის აქტივობები, რომლებსაც შვილების მოვლისთვის რეგულარულად ასრულებს: ლანჩის გაკეთება, ბავშვებისთვის საშინაო დავალების შეხსენება, ტანსაცმლის შერჩევა, ექიმთან წაყვანა და ა.შ. შესაძლებელია, მაგალითისთვის მოყვანილი ჩამონათვლი სრულად შესასრულებელია, მაგრამ , ასეთი გამიჯვნა ადამიანს საშუალებას მისცემს დრო და ენერგია ეფექტურად გამოიყენოს. ხშირად, ადამიანი თვლის, რომ "რაღაცის" გაკეთება აუცილებელია, თუ ის "რაღაც" ყოველდღიურად სრულდება, ან თუ სხვები მის გარშემო ამას აკეთებენ. სწორედ ეს არის დამატებითი სტრესის, შეცდომებისა და საბოლოოდ დახმარების თხოვნის მიზეზი.
შედეგებისა და ქმედებების გამიჯვნის ეს მეთოდი, ადამიანის ცხოვრების ნებისმიერ მიმართულებას შეიძლება მოერგოს. მთავარია, ამ მეთოდით საქმის განაწილებისას, არ დაავიწყდეს, რა ანიჭებს ყველაზე დიდ სიამოვნებას, რადგან ბედნიერება არა მარტო 12%-ით ზრდის ადამიანის პროდუქტიულობას, არამედ ცხოვრების მთავარი მიზეზია.
ცხოვრება მიღწევების ჩამონათვალი არ არის. შემდეგ ჯერზე, როდესაც ცხოვრების რომელიმე ნაწილის უკეთესობისკენ შეცვლას გადაწყვეტთ, გახსოვდეთ, რომ „მიმატების ნაცვლად, გამოკლებაა საჭირო“.