სამსახურის ძიებისას „ მაძიებელი“ Linkedin-ის პროფილსა და CV განაახლებს. თითქმის ყველა აპლიკანტი რეზიუმეს შედგენის სტანდარტულ რეკომენდაციებს მიჰყვება: მიუთითებს წარსულ სამუშაო გამოცდილებას, მუშაობის წლებს, პოზიციებისა და უფლება-მოვალეობების ჩამონათვალს.
მიუხედავად „წესის დაცვისა“, ხშირია რომ სასურველი შედეგი არ დგება- გაგზავნილ რეზიუმეს(CV) გამოხმაურება არ მოსდევს, რეკრუტერების ინტერესი არ გამოიწვია. მეორე შემთხვევაც ხშირია- თუ რეკრტუტერთან კომუნიკაცია შედგება, აპლიკანტს უწევს საუბარი იმაზე, თუ რატომ არის ის შესაფერისი კანდიდატი ვაკნტური პოზიციისათვისდა რა შედეგებს მოუტანს მისი დაქირავება კომპანიას.
როგორ უნდა მოიქცეს აპლიკანტი იმისათვის, რომ მისი CV უფრო ეფექტური გახადოს? Harward Business Review საინტერესო რჩევას და ფაქტიურად ინოვაციურ მიდგომას გვთავაზობს, რომლის შინაარსი შემდეგია:
1. CV შედგენა საჭიროა „დიდი სურათის“ პრინციპით, ანუ რა არის კანდიდატის ყველაზე გამორჩეული კომპეტენციები, ღირებულებები და უნარები. აუცილებელია, ეს ინფორმაცია CV ს პირველივე ნაწილშივე იყოს მითითებული
2. CV ს მეორე ნაწილი უნდა შეიცავდეს „რა იყო და რა გაუმჯობესდა“ პრინიციპის მიხედვით სტრუქტურირებული, ამისთვის კი საუკეთესო საორიენტაციო კითხვები შემდეგია: ა) რა გამოწვევები ჰქონდა კომპანიას და რა გაუმჯობესდა CV ს მფლობელის მუშობის შედეგად; ბ) რა შედეგები ჰქონდა კომპანიას და რა გაუმჯობესდა კანდიდატის ძლისხმევის შედეგად.
როგორც Harvard Business Review გვირჩევს, ასეთი ფორმატით შედგენილი CV რეკრუტერს საუკეთესო საშუალებას აძლევს შეაფასოს რა შედეგები აქვს კანდიდატს და რა შედეგების მოტანა შეუძლია მას ახალი კომპანიისათვის. მსგავსი ფორმატის CV ასე გამოიყურება:
„ ბრენდის ცნობადობის გაზრდა და მარკეტინგული კამპანიების მართვა, შედეგი: კლიენტების მოზიდვის 23% ით ზრდა, კლიენტების შენარჩუნების გაუმჯობესება 90% მდე.“
თუ ნიმუშს დავაკვირდებით, მითითებულია ძირითადი მიღწევა და დათვლადი შედეგები, რაც უფრო მეტად დამაჯერებელია და შთამბეჭდავიც.
კიდევ უფრო საინტერესო ნიმუში შემოგვთავაზაჟურნალმა და მოდით ვნახოთ, როგორ იქმნება საუკეთესო სტრუქტურის CV:
1. CV „ჰედლაინი“, ანუ შესავალი ნაწილი
ამ ნაწილში კანდიდატი ქმნის საკუთარი პროფესიონალიზმისა თუ მიღწევების იდენტიფიცირებას. CV-ს ამ ნაწილს, ინგლისურენოვან ვერსიაში Summary ეწოდება და ხშირად ასეთი თეგლაინებია მითითებული: „სტარტაპერი“-„ბრენდის სტრატეგი“-„მარკეტინგის აღმასრულებელი“
„ჰედლაინის“ შემდეგ კი მითითებულია კანდიდატის ძირითადი მიღწევები მოკლე „ამბებად“, ასეთი ფორმატით:
2. CV ს ძირითადი ნაწილი
Harvard Business review გირჩევს, რომ როგორც კი პირველი შთაბეჭდილება შეიქმნება, CVს ყველაზე მნიშვნელოვანი ძირითადი ნაწილი კანდიდატის გამოცდილებაა, რომელიც მოკლე, მაგრამ ინფორმატიულ „ამბადვად“ (story) უნდა აღიწეროს. ასეთი „ამბავის“ ნიმუში კი შემდეგია:
„ AXION International
მარკეტინგისა და კომუნიკაციის დირექტორი. 2011 – დღემდე
* სამშენებლო მასალების კომპანიის ბრენდ სტრატეგიისა და კომერციული ინფრასტრუქტურის შექმნა, რომლის შედეგადაც სტარტაპი (8 ადამიანი) საშუალო ზომის მწარმოებლად იქცა.
*4 წლის განმავლობაში AXION ის წარმოების შემოსავალი გაიზარდა 75მლნ -ით; გაყიდევებიდან მიღებული შემოსავალი გაიზარდა 14.5 მლნ ით; კლიენტების რაოდენობა -70 ახალი კლიენტი.“
CV ს ეს ფორმატი გამორჩეულია, რადგან კანდიდატმა საკუთარი გამოცდილება კონკრეტული შედეგების ტრადიციული ბულეტების ფორმატით გადმოსცა. ანუ, კანდიდატმა აღწერა მისი ძირითადი სამუშაოც, შედეგებიც და კომპეტენციებიც. ასეთი ინფორმაცია კი სასურველი კომპანიის რეკრუტერის ინტერესს აუცილებლად მიიპყრობს, რადგან: „ჰედლაინში“ მითითებულია კანდიდატის ძირითადი საქმიანობის მიმართულებები, მისი პროფესიული იდენტობა, რაც CV ს ძირითად ნაწილში დასაბუთებულია კონკრეტული შედეგების აღწერით.
Harvard Business Review ს მომდევნო რჩევაა Linkedin ის პროფილის ასეთივე ფორმატით განახლება, თუ კანდიდატი ვაკანსიაზე აპირებს საკუთრი პროფილის გაზიარებას. მიუხედავად იმისა, რომ Linkedin დოკუმენტის ფორმატი არ არის, გაცილებით მოქნილია პროფილზე კომპეტენციების (იგივე თეგლაინი) მითითებისთვის, რასაც კვლავ უნდა მოსდევდეს ძირითადი და კონკრეტული შედეგების აღწერა. მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ ასეთი ფორმატით CV ან Linkedin ის პროფილის განახლება აუცილებელია, თუ კანდიდატი აღმასრულებელ პოზიციაზე მუშაობს და იგივე რანგის ვაკანსიაზე აპირებს საკუთარი ინტერესის დაფიქსირებას. შესრულებული სამუშაოების ჩამონათვალის ნაცვლად კონკრეტული „ამბავის“ აღწერა უფრო მეტ ინფორმაციას იძლევა კანდიდატის შესაძლებლობებზე და რაც მთავარია, მის უპირატესობებზე სხვა კანიდატებთან მიმართებაში.
რა თქმა უნდა, CV ს ეს ფორმატი არ იძლევა სასურველი პოზიციაზე დასაქმების გარანტიას, მაგრამ ინტერვიუზე მიწვევის შესაძლებლობას ნამდვილად გაზრდის. ამას გარდა, ასეთი CV ს წარდგენის შემდეგ, რეკრუტერთან ან მომავალ მენეჯერთან გასაუბრებაც უფრო საინტერესო გახდება- კანდიდატს საშუალება ექნება კიდევ უფრო მეტი ინფორმაცია გაუზიაროს მომავალ დამქირავებელს საკუთარ მიღწევებსა თუ გამოწვევებზე.