ჯეფ ბეზოსი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანია, ახლაც კი, მსოფლიო პანდემიის პერიოდში. ის Amazon-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორია. ამას გარდა, ბეზოსი Washington Post-ის მფლობელიცაა. ცოტა ხნის წინ, ბეზოსმა შექმნა 2 მილიარდიანი საქველმოქმედო ფონდი, რომელიც უსახლკარო ოჯახებს ფინანსურ დახმარებას გაუწევს და დაბალშმოსავლიან ქვეყნებში სკოლამდელი ასაკის ბავშვების განალთებას დააფინანსებს.
ასეთი ქონებისა თუ შედეგების მოსმენის შემდეგ, ბევრმა შეიძლება იფიქროს, რომ ჯეფ ბეზოსი მუშაობას იწყებს გამთენიისსას, უამრავ შეხვედრებს მართავს და უამრავ გადაწყვეტილებას იღებს. თუმცა, ეს ასე არ არის.
ვაშინგტონში Economic Club-ის მიერ გამართულ ღონისძიებაზე, ბეზოსმა დროის მენეჯმტენის საკუთარ ხედვაზე ისაუბრა, რომელიც მისი დატვირთულობიდან გამომდინარე, ცოტა ალოგიკურადაც ჟღერს.
გთავაზობთ, იმ სამ მეთოდს, რომელსაც ჯეფ ბეზოსი საკუთარი დროის ეფექტურად მართვის მიზნით იყენებს.
1) National Sleep Foundation-ის კვლევების მიხედვით, გამოძინება ადამაინს ეხმარება უკეთესად ფიქრში, ინფორმაციის დამახსოვრებასა და სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში. უძილობა უარყოფითად მოქმედებს ადამიანის იმ უნარებზე, რომლებიც მას სკოლაში, სამსახურსა თუ სხვა ყოველდღიური საქმის შესრულებისთვის სჭირდება.
ბეზოსი ადრე იძინებს და ცდილობს, ყოველთვის 8 საათი იძინოს. ის ამბობს, რომ თუ კარგად გამოძინებულია, უკეთესად ფიქრობს, აქვს მეტი ენერგია და კარგი ხასიათზეა
2) სხვა დირექტორებისგან განსხვავებით, ბეზოსი შეხვედრებს დილის 10 საათამდე არ ნიშნავს. ამ დროს მას ურჩევნია დალიოს ყავა, წაიკითხოს ჟურნალი და მიირთვას საუზმე შვილებთან ერთად (რა ენაღვლება?! ან სად ეჩქარება?!)
შეიძლება ეს დროის ფლანგვას ჰგავს, თუმცა ბეზოსი ასე სამუშაო დღისათვის ემზადება. ლაურა ვანდერკამი Fast Company-ში წერს, რომ Johnson&Johnson-ის კვლევის მიხედვით, ადამიანი ყველაზე პროდუქტიული დილის 8 -9 საათზეა. ამ დროს შეხვედრების ჩანიშვნა, ადამიანს ართმევს იმ ენერგიას, რომელიც უფრო პროდუქტიულად, რამე დიდის დასაწყებად შეიძლება გამოიყენოს.
ბეზოსის დილის მართვის სტრატეგია მარტივია, ის მნიშვნელოვან შეხვედრებს დილის 10 საათიდან იწყებს და ლანჩის დროისთვის ასრულებს.
3) ბეზოსი დღეში მხოლოდ რამდენიმე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას იღებს. მისი როგორც აღმასრულებელი დირექტორის მთავარი მოვალეობაა მიიღოს ცოტა და მაღალი ხარისხის გადაწყვეტილებები. იგი თვლის, რომ დღეში სამი კარგი გადაწყვეტილების მიღება საკმარისია.
ცხადია, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ბეზოსი გადაწყვეტილებებს ნელა იღებს. 2017 წელს აქციონერებთან მიწერილ წერილში ბეზოსი ამბობს, რომ კომპანიამ ენერგიისა და დინამიკის შესანარჩუნებლად სწრაფი და მაღალი ხარისხის გადაწყვეტილებები უნდა მიიღოს. მსგავსი გადაწყვეტილებების მიღება მარტივია სტარტაპებისთვის, თუმცა სირთულეს წარმოადგენს დიდი ორგანიზაციებისთვის. Amazon-ის აღმასრულებელი გუნდი ინარჩუნებს გადაწყვეტილებების მიღების სისწრაფეს, რაც ბეზოსის აზრით, სასარგებლოა ბიზნესისთვის და ამასთან, სამუშაო პროცესსაც უფრო სახალისოს ხდის.
ასე რომ, ბეზოსი ცდილობს დღეში ის რამდენიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღოს, რომელიც Amazon-ს და მის სხვა კომპანიების წინსვლას განაპირობებს. მიუხედავად იმისა, რომ Amazon დიდი ორგანიზაციაა, ბეზოსს სურს, რომ მას პატარა კომპანიის განწყობა ჰქონდეს, როგორც ამბობს, ამაზონი დღესაც „დღე 1“, ანუ სტარტაპის ციკლით მუშაობს.