თანამშრომლობის ბენეფიტები საუკეთესოტალანტების მოზიდვის და შენარჩუნებისსაუკეთესო გზაა. ბენეფიტები ზრდისდასაქმებულების ჩართულობას, პროდუქტიულობას, კეთილდღეობას და მომხმარებლებისერთგულებასაც კი.
Forbes გვთავაზობს 7 ბენეფიტს დასაქმებულების კმაყოფილების გასაზრდელად:
მოქნილი სამუშაო განრიგი დამსაქმებლის კეთილი ნება აღარ არის, თანამედროვე შრომით ბაზარზე ეს სამუშაო პროცესისთვის დამახასიათებელი აუცილებლობაა. იქნება ეს მოქნილი სამუშაო საათები, ჰიბრიდული თუ სრულად დისტანციური სამუშაო მოდელი, კვლევებით დასტურდება, რომ მოქნილი სამუშაო განრიგი ზრდის დასაქმებულების ჩართულობას და პროდუქტიულობას.
ანაზღაურებადი შვებულება კრიტიკულადმნიშვნელოვანი ბენეფიტია, რომელიც დადებითადაისახება დასაქმებულის მენტალურ და ფიზიკურჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე. სამწუხაროდ, მას ყველა არ იყენებს. Pew Research-ის კვლევის თანახმად, ამერიკელი დასაქმებულების 46% არ იყენებს შვებულებას, 49% აცხადებს, რომ შვებულებას არ იყენებენ, რადგან ჩამორჩებიან სამუშაოს.
კვლევებით დასტურდება, რომ ანაზღაურებადი შვებულების გამოყენება ასოცირდება გაზრდილ პროდუქტიულობასთან, სამსახურით კმაყოფილებასთან და თანამშრომლების შემცირებულ გადინებასთან.
მენტალურ ჯანმრთელობაზე ზრუნვა უფრო და უფრო აქტუალური ხდება. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ანგარიშის თანახმად, დეპრესიის და შფოთვის პრობლემების გამო, გლობალური ეკონომიკა ყოველწლიურად შემცირებული პროდუქტიულობის გამო კარგავს 1 ტრილიონ დოლარს. თუმცა, მენტალური ჯანმრთელობის გაუმჯობესებაში ინვესტირებულ თითოეულ 1 დოლარს, 4 დოლარის ღირებულების მოტანა შეუძლია.
American Psycological Association-ის თანახმად, დასაქმებულების მხოლოდ 30%-ს აქვს წვდომა მენტალური ჯანმრთელობის რესურსებზე. ამ რესურსებით სარგებლობის შემთხვევაში, 93% აღნიშნავს მათ ეფექტურებას, 81% კი უთითებს, რომ მენტალური ჯანმრთელობის მხარდაჭერის ბენეფიტი განაპირობებს შემდეგი სამსახურის შერჩევას.
ჯანმრთელობის დაზღვევაზე ხელმისაწვდომობა ზრდის დასაქმებულების პროდუქტიულობას. თანამშრომლების ჯანმრთელობაში ინვესტირება, კონკურენტულ უპირატესობას აძლევს დამსაქმებელს. ვაშინგტონის უნივერსიტეტის სენტ-ლუისის კვლევამ დაადგინა, რომ ორგანიზაციებს, რომლებიც თავიანთ თანამშრომლებსჯანმრთელობის დაზღვევას სთავაზობენ, აქვთგადინების დაბალი და მოგების მაღალიმაჩვენებლები.
პროფესიული განვითარების შესაძლებლობები აუცილებელი ბენეფიტია, განსაკუთრებით ახალგაზრდა დასაქმებულებისთვის. Korn Ferry-ის მონაცემების თანახმად, GenZ დასაქმებულების 76% მიიჩნევს, რომ განგრძობითი სწავლება და განვითარება სამსახურში ჩართულობის აუცილებელი პირობაა. Deloitte-ის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, კომპანიები, რომლებსაც „სწავლების კულტურა“ აქვთ, 52%-ით მეტად პროდუქტიულები და 17%-ით მეტად მომგებიანები არიან.
კვლევებით დასტურდება, რომ დასაქმებული, რომელსაც სამსახურში მენტორი ჰყავს, უფრო მეტად არის ჩართული სამუშაო პროცესებში. მენტორობა აუმჯობესებს მრავალფეროვნებას და ინკლუზიურობას. მისი მეშვეობით მარტივია შეინარჩუნოთ მრავალფეროვანი და განსხვავებული ტალანტები.
American Psychological Association-ის კვლევის თანახმად, დასაქმებულების 71% თვლის, რომ მათი არსებული ანაზღაურება არ შეესაბამება ინფლაციის დონეს. Indeed-ის მიერ ჩატარებული კვლევის მონაწილეების 81% უთითებს, რომ უფრო პროდუქტიულად მუშაობენ, როდესაც იღებენ სამართლიან ანაზღაურებას, 82% ამბობს, რომ ასეთ დროს უფრო მეტად არიან ჩართულები სამუშაო პროცესში. დასაქმებულებს სურთ მიიღონ სამართლიანი ანაზღაურება, ამიტომ, გაუმჯობესებული ანაზღაურება მიჩნეული უნდა იყოს იმ ბენეფიტების განუყოფელ ნაწილად, რომელიც საუკეთესო შედეგებს განაპირობებს.
წყარო - https://www.forbes.com/sites/jandrasutton/2024/07/01/7-top-employee-benefits-to-boost-productivity-according-to-science/