სატია ნადელა Microsoft-ს 1992 წელს, 25 წლის ასაკში შეუერთდა. მაშინ, მომავალი აღმასრულებელი დირექტორი ბიზნესის მართვის განათლების ხარისხს არ ფლობდა და მხოლოდ ინჟინრის განათლება ჰქონდა. მუშაობის დაწყებიდან 5 წელიწადში მან ჩიკაგოს უნივერსიტეტში MBA-ზე ჩააბარა და პარალელურად, მაიკროსოფტში აგრძელებდა საქნიანობას.და დიდი ძალისხმევითაც - ყოველ პარასკევს, საღამოს სიეტლიდან ჩიკაგოში მიფრინავდა, ორშაბათისთვის კი სამუშაო ადგილს უბრუნდებოდა.
გასულ თვეში ნადელა თავის ალმა მატერს ეწვია. ჩიკაგოს უნივერსიტეტის სცენიდან მან სტუდენტებს თავისი გამოცდილება გაუზიარა. ინტერვიუ ჩიკაგოს უნივერსიტეტის რექტორს - მადჰავ რაჯანს - მიჰყავდა. ნადელას ინტერვიუსა და გამოსვლის დეტალები კი ჩიკაგოს უნივერსიტეტის ოფიციალურმა ვებ-გვერდმაგაოაქვეყნა
გამოსვლაში ნადელა აღნიშნავს, რომ ბევრი MBA სტუდენტს შესაძლოა, საკმაოდ დიდი გამოცდილება და ცოდნა ჰქონდა სწავლის დაწყებამდე, რაც საკმარისი არ არის, უნივერსიტეტი ადამიანს ასწავლის დისციპლინას, შრომასა და ლიდერობას. სწორედ უნივესტიტეტში მიღებული ცოდნის მიხედვით, ნადელა სამ მნიშვენლოვან თვისებებს გამოარჩევს მომავალ ლიდერებში და Microsoft შიც, გუნდის წევრის შერჩევისას ამ თვისებებს ანიჭებს უპირატესობას:
თვისება 1: დაინახო გამოსავალი „გამოუვალ სიტუაციებში“
ნადელა ფიქრობს, რომ ლიდერისათვის ეს უნარი ერთ-ერთ ყველა მნიშვნელოვანია და ხშირ შემთხვევაში დაუფასებელიაც. “ ლიდერი არ არის საჭირო მაშინ, როდესაც ყველაფერი ცხადი და მარტივია. ამ დროს გეგმის მიხედვით მოქმედებაც შედეგიანია. არასრულყოფილი ინფორმაციის გამო შექმნილი გამოუვალი სიტუაციები საჭიროებენ ლიდერს, რომელიც ქმედებებისთვის გზას გაკვალავს და ერთი შეხედვით გამოუვალს მდგომარეობას გამოსავალს მოუძებნის.” ასე ფიქრობს და ამბობს ნადელა.
ადამიანის ის თვისება, რომელსაც ყველაზე პანიკურ სიტუაციაში გამოსავლის პოვნა და გზის გაკვალვა შეუძლია - ფასდაუდებელია.
თვისება 2: ენერგია, რომელიც გადამდებია
ნადელა თვლის, რომ ლიდერი გუნდში გულწრფელ ენთუზიაზმს უნდა ქმნიდეს. ისეთი ლიდერი, რომელიც თავის გუნდს დადებითად, ხოლო მის გარშემო ყველაფერს უარყოფითად ახასიათებს, ვერ შექმნის წარმატებისთვის სასიცოცხლო ენერგიას.
ლიდერი პოზიტიურ ენერგიას მთელ კომპანიაში ქმნის. ამიტომ იგი მხოლოდ თავის განყოფილებაზე არ უნდა ფიქრობდეს, ოპტიმიზმი ლიდერის “ხელსაწყოა” , რაც ეხმარება მას შექმნას ძლიერი გუნდი, ხედვა, სწვლის შესაძლებლობები და გამორჩეული შედეგებიც.
თვისება 3: წარმატების მიღწევის უნარი ძალიან რთულ გარემოში
სატია ნადელას ეს რჩევა კი ყველა სფეროს ადამიანისთვის საჭიროა და საინტერესოა- “თუ ლიდერი ამბობს რომ მას გარე ფაქტორები უშლიან ხელს წარმატებაში, მაშინ ლიდერობა აღარ არის საჭირო, ცხოვრება სწორედ ამ გარე ფაქტორებით გამოწვეული შეზღუდვების თუ წინააღმდეგობის დაძლევაა, ამიტომ ვერ დაველოდებით როდის დარეგულირდება ან გაქრება წინააღმდეგობები, დაუღალავი შრომის და პრობლემების მოგვარების გზების ძიების შემთხვევაში წარმატება აუცილებლად მიიღწევა!