660 მილიონზე მეტი რეგისტრირებული მომხმარებლით, LinkedIn პროფესიონალების ყველაზე მასშტაბური პლატფორმაა მსოფლიოში. თუმცა, ყველა მომხმარებელი მის სრულ პოტენციალს არ იყენებს. აუცილებელი არ არის LinkedIn-ის ყველა ფუნქციას ახლოს იცნობდეთ, თუმცა კარგი იქნება, თუ ამ პლატფორმაზე თქვენი პროფილის განთავსებას სტრატეგიულად მიუდგებით. გამოიყენეთ LinkedIn იმის მიხედვით, თუ როგორი ტიპის მომხმარებელი ხართ:
1. მინიმალისტი;
დარეგისტრირებული 600 მილიონზე მეტი მომხმარებლიდან, მხოლოდ 50% ამოწმებს LinkedIn-ს ყოველთვიურად. დანარჩენი მეორე ნახევარი რეგისტრირდება, ავსებს სავალდებულო ველებს და სრული ინფორმაციის მითითების გარეშე ტოვებს საკუთარ პროფილს. სავარაუდოდ, ამ მომხმარებლებმა არ იციან, რომ LinkedIn-ის პროფილი Google-ის საძიებო სისტემაში ვარდება. შესაბამისად, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ LinkedIn-ის პროფილზე განთავსებული გქონდეთ მინიმუმ ფოტო და ძირითადი ინფორმაცია კარიერის შესახებ. მინიმალისტი მომხმარებელი ყოველწლიურად ანახლებს ინფორმაციას მისი კარიერული მიღწევების შესახებ.
2. კარიერისტი;
არ აქვს მნიშვნელობა კარიერის რომელ ეტაპზე ხართ, LinkedIn საუკეთესო რესურსია იმისთვის, რომ ახალმა ადამიანებმა შეიტყონ თქვენს შესახებ ან თქვენ მოიძიოთ ინფორმაცია მომავალ დამსაქმებელზე, ინტერვიუერზე, კოლეგებზე და სხვა. თქვენი ელექტრონული პროფილი უნდა იყოს დახვეწილი, პროფესიონალური და შეიცავდეს სრულ და განახლებულ ინფორმაციას თქვენს შესახებ.
რეზიუმესგან განსხვავებით, LinkedIn თქვენი კარიერის ისტორიას ყვება, ყურადღება მიაქციეთ თუ როგორ მოყვებით ამ ამბავს. About სექციაში მიუთითეთ თქვენი მიღწევების შესახებ, ახსენით და განმარტეთ კარიერული ცვლილებების მიზეზები, ხაზი გაუსვით იმ უნარებს, რომლებიც შეიძლება არ იყოს აშკარა თქვენი გამოცდილების და განათლების გათვალისწინებით, განსაზღვრეთ კარიერული მიზნები.
3. ბიზნესმენი;
ბიზნესის ფლობელი ან ადამიანი, რომელიც LinkedIn-ის იყენებს შემოსავლის მთავარ წყაროდ, უფრო მეტი ყურადღებით უნდა მიუდგეს ელექტრონულ პროფილს. LinkedIn შესაძლებლობას გაძლევთ შექმნათ კომპანიის ბიზნეს გვერდი, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში უნდა მართოთ.
თქვენ მართავთ თქვენი კომპანიის ბიზნეს პროფილს, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია დამატებითი რეპრეზენტაცია. როგორ პოზიციონირდებიან ამ პლატფორმაზე თქვენი დასაქმებულები? წარმოადგენენ ბრენდს? დამატებით, ყოველთვის შეგიძლიათ შეიძინოთ რეკლამაც.
LinkedIn უფასოდ სთავაზობს კომპანიებს ინფორმაციას თუ ვინ ესტუმრა პროფილს, რამდენი ადამიანი ამოწმებს პოსტებს და სხვა ანალიტიკური ინფორმაცია, რომელიც დაგეხმარებათ დაგეგმოთ ბიზნეს პროფილის ეფექტურად გამოყენება.
4. კონტრიბუტორი;
LinkedIn-ს ყოველდღიურად 121 მილიონი მომხმარებელი სტუმრობს. მომხმარებლები, რომელთა სურვილია მეტმა ადამიანმა შეამჩნიონ, კონტრიბუტორების კატეგორიაში იყრიან თავს.
ამ ტიპის მომხმარებლები ხშირად აზიარებენ სტატიებს, წერენ კომენტარებს, ულოცავენ სხვა მომხმარებლებს მნიშვნელოვან მიღწევებს.
კონტრიბუტორობისთვის არ არის საკმარისი LinkedIn-ის პროფილის ყოველდღიურად შემოწმება. თქვენ დაგჭირდებათ მიზანი და გეგმა. როგორ გსურთ თავის წარმოჩენა? თქვენი პროფილიდან ცხადია რომ სფეროს პროფესიონალი ხართ? თქვენი კონტრიბუცია სხვა ადამიანებს უმარტივებს ცხოვრებას?
5. მოაზროვნე ლიდერი;
მოაზროვნე ლიდერი კონკრეტული სფეროს კარგ პროფესიონალზე მეტს ნიშნავს. მათი მიზანია საკუთარი თავი წარმოაჩინონ იმგვარად, რომ იციან როგორი იქნება ინდუსტრიის მომავალი. ისინი აზიარებენ საკუთარ სიღრმისეულ ანალიზს თუ რა უნდა შეიცვალოს ინდუსტრიაში, იქნება ეს პროცესები, ფორმა, მეთოდოლოგია, ზოგადი შეხედულებები, ისინი წარმოადგენენ ცვლილებების ინსპირაციას.
კონტრიბუტორი მომხმარებლების მსგავსად, მოაზროვნე ლიდერების ჩართულები არიან ონლაინ აუდიტორიასთან კომუნიკაციაში პოსტების, სტატიების და პირადი კომუნიკაციის გზით.
წყარო - https://www.brandmirror.com/2020/08/12/there-are-5-types-of-people-on-linkedin-which-one-are-you/