დრო და დრო ნებისმიერ ადამიანს უჩნდება გაცნდა, რომ მათი სამუშაოები უინტერესოა და უმნიშვნელოა, არაფერს ემსახურება. სავსებით შესაძლოა, ასეთი მოსაზრება თანაბრად გაუჩნდეს მაღალი რგოლის მენეჯერსა და სპეციალისტს პროფესიონალს ან დამხმარე მუშას. რა თქმა უნდა, ეს თემა ორგანიზაციული ფსიქოლოგებისა და მენეჯმენტის მკვლევარების ყურადღების ცენტრშია და როგორც ხდება ხოლმე, მუდმივად იკვლევენ, რატომ არის ზოგი სამუშაო საინტერესო და ზოგიც კი უინტერესო, რუტინული და მოსაწყენი.
მე-20 საუკუნის ამერიკელმა ანარქისტმა აქტივისტმა და ანთროპოლოგმა დევიდ გრებერმა (1961-2020წ) უინტერესო სამუშაოების შესახებ საინტერესო თეზისი განავითარა საკუთარ საკუთარ წიგნში, “Bullshit Jobs”. წიგნი 2018 წელს გამოიცა და მასში ავტორი არგუმენტირებულად ასაბუთებდა, რომ, ბიზნესი განზრახ ქმნის უინტერესო სამუშაოებს თუნდაც ისეთ პროფესიებში, როგორიცაა ფინანსების მართვა; ქირაობს ისეთ კვალიფიციურ თანამშრომლებს, ვისაც სჭირდება შემოსავალი საკუთარი სწავლის დასაფინანსებლად და ასეთი კვალიფიციური თანამშრომლები ხშირად განიცდიან დეპრესიას უინტერესო სამუშოების გამო.
გრებერის მიერ შემოთავაზებული თეზისი ძალიან სწრაფად გახდა პოპულარული. როგორც Google Scholar სტატისტიკა ამბობს, ავტორი და მისი თეზისი, მინიმუმ 800 -ჯერ იქნა ნახსენები აკადემიურ წრეებსა და მედიაში.
როდესაც გრებერის წიგნი მასებისთვის ხელმისავდომი გახდა, აკადემიურ წრეებში გაჩნდა კრტიკული მოსაზრებაც, რომ ავტორმა გაიმეორა ბრიტანელი ისტორიკოსის პარკინსონის მოსაზრება. პარკინსონის მიხედვით, ბიუროკრატია მიდრეკილია გაფართოვდეს და შექმნას ისეთი სამუშაოები, რომელიც თვითონ ბიუროკრატიის ფუნქციონირებას სჭირდება (წიგნი: Parkinson’s Law)
სამმა ბრიტანელმა აკადამიკოსმა მკვლევარმა, მაგდალენა სოფიამ (ფსიქოლოგი), ალექს ვუდმა (სოციოლოგი) და ბრენდან ბარშელმა (სოციალური მეცნიერებები), რატომღაც გადაწვიტეს გრებერის თეზის შემოწმება და წინგში გამოყენებული მონაცემების სისტემურ კვლევას მიჰყვეს ხელი. ბრიტანელ მეცნიერებს კვლევის დიდი სიყვარული რომ აქვთ, ეს მთელს მსოფლიოში ცნობილია, მაგრამ საინტერესო ისაა, რომ მკველვარებმა ჩვენდა სასიხარულოდ (ალბათ, სასიხარულოდ), საინტერესო რამ აღმოაჩინეს- გრებერის თეზა უმნიშვნელო სამუშაოების შესახებ სისულელეა..
სამი მკვლევარის მიერ აღმოჩენილი ფაქტი შემდეგია- საკუთარ წიგნში, გრებერი ძირითადად ეყრდონობოდა ბრიტანელი და დანიელი დასაქმებულების კვლევას, რომლის მიხედვითაც, რესპოდენტებს დაუსვეს კითხვა- ჰქონდათ თუ არა ისეთი საქმე, რაც მნიშვნელოვან კონტრიბუციას ქმნიდა საზოგადოებისთვის.
არც თუ გასაკვირად, გამოკითხულების 37-40% ფიქრობდა, რომ მათი სამუშაო დაბალკვალიფიციურია და უნიტერესო. გრებერის მონაცემების საპირისპიროდ, ბრიტანელმა მკვლევარმა მიმართეს „ევროპეული ქვეყნების სამუშო პირობების“ კვლევას, რომელიც ჩატარდა 2015 წელს, გამოკითხა 44.000 დასაქმებული 35 ქვეყანაში. ბრიტანელებმა ყურადღება გაამახვილეს იმ რესპოდენტებზე, რომლებმაც კვლევის კითხვას „მაქვს სასარგებლო სამუშაოს განცდა“-ს უპასუხეს „იშვითად“ ან „არასოდეს“ პასუხით. მონაცემების დაზუსტების შემდეგ, გრებერის მიერ აღრიცხული უინტერესო სამუშაოები, აღმოჩნდა, რომ რესპოდენტების მხოლოდ 4.8%- ს ჰქონდა და ისიც აღმოჩნდა, რომ უინტერესო სამუშაოების მქონე რესპოდენტების ციფრი იკლებდა ევროპაში 2005 წლიდან (7.8%) 2010 წლამდე (5.5%)
კიდევ ერთი საინტერესო მიგნება- დასაქმებულები, რომლებიც ასრულებდნენ ადმინისტრაციულ და კლერკის სამუშაოებს, უფრო ნაკლებად მიიჩნევდნენ რომ მათი სამუშაო უსარგებლოა, ვიდრე ისინი, ვისაც გრებერი „მნიშვნელოვანი საქმის“ შემსრულებლებად მოიაზრებდა (მაგალითად დასუფთავების მუშაკები). გრებერის მიერ შემოთავაზებული მონაცემების გაანალიზების შემდეგ, მკვლევარებმა დაადგინეს, რომ განათლებასა და საქმის მნიშვნელოვნების განცდას შორის ინვერსიული კავშირი არსებობს- ნაკლებად კვალფიციურ თანამშრომლებს მიაჩნიათ რომ მათი სამუშაო უსარგებლოა.
ბრიტანელების თავბრუდამხვევ სტატისტიკას რომ თავი დავანებოთ, მაინც საინტერესოა რა ხდება რეალობაში, მართლა არსებობს უმნიშნველო და უშინაარსო სამუშაოები? ამ „პრობლემის“ მიზეზი, ერთის მხრივ, ხშირი „მეცნიერული კვლევები“ და მოსაზრებებია, მაგალითად, იგივე გრებერი, რომელსაც მიაჩნია რომ ფინანსებში დასაქმებული უფრო მეტს გამოიმუშავებს, მაგრამ ნაკლებად ბედნიერია; მეორე ფაქტორია ადამიანის მისწრაფება შეისისხლხორცოს და გაითავისოს საკუთარი პროფესიის კულტურა, მაგალითად: ჰომეოპათიური მედიკამენტის გაყიდვების მენეჯერი მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვან საქმეს აკეთებს, ვიდრე დიასახლისი, რომელიც ზრუნავს ოფისის სისუფთავეზე.
კრიტიკის მიუხედავად, გრებერის თეზისი სიმართლესაც შეიცავს- დასაქმებულები რომლებიც თვლიან რომ მათი საქმე უსარგებლოა, შფოთს და დეპრესიას განიცდიან. აკადემიკოსები ფიქრობენ, რომ „ნაკლებად მნიშვნელოვანი“ სამუშოების მიზეზი მარქსის „გაუცხოების“ იდეაშიც შეიძლება ვეძებოთ, რომლის მიხედვითაც, ფაბრიკა-ქარხნებში გადაბარგებული გლეხები თვლიდნენ, რომ მათი სამუშაო ნაკლებად მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე საკუთარ მეურნეობაში საქმიანობა.
თითქმის მარქსის „გაუცხოებაც“ არაფერ შუაშია.. თანამედროვეობაში სამუშაოსთან გაუცხოების მიზეზი მენეჯერის უნარები და ქცევაა. „თუ მენეჯერი ავლენს პატივისცემას, მხარდაჭერას და უსმენენ თანამშორმლებს და თუ თანამშორმლებს საშუალება აქვთ მონაწილეობა მიიღონ მართვაში, გააჟღერონ საკუთარი იდეები და მიეცეთ შესაძლებლობა გააკეთონ მათთვის საინტერესო სამუშაოები, მაშინ თანამშრომლებს ნაკლებად აქვთ განცდა, რომ მათი საქმე უმნიშვნელოა“, ამბობს სამი ბრიტანელი მკვლევარი. თუ დასაქმებულს არ ექნება შესაძლებლობა სრულად გამოიყენოს საკუთარი უნარები, ისარგებლოს მისი წილი ავტნომიით, მას აქვს განცდა რომ უსარგებლო საქმეს აკეთებს. ეს პრობლემა კი ხშირად, დაბალკვალიფიციურ სამუშოებში გვხვდება..
თუ დავაკვირდებით, გრებერის მოსაზრება კარგად ნაცნობი „სიბრძნის“ პერიფრაზია- ‘ადამიანები ტოვებენ ცუდ მენეჯერს და არა ცუდ სამსახურს“. ეს იმ მენეჯერების ცუდი კომპლიმენტია, რომლების მინიმუმ 5% თანამშრომელი თვლის, რომ მათი საქმე უსარგებლოა. ისე კი, აუცილებელი სულაც არ არის ბევრი კვლევა და მეცნიერული დასკვნა იმის გასააზრებლად თუ რატომ არსებობს „უინტერესო სამუშაოები“ და რატომ ფიქრობენ ადამიანები რომ მათი სამუშაო მოსაწყენია. რას ვიზამთ, ასეთია ცხოვრება- ზოგს კარგი მენეჯერი ჰყავს, ზოგს კი მოსაწყენი სამუშო აქვს.