2024 წელი ბევრი მოვლენის გამო იყო გამორჩეული - ხელოვნური ინტელექტის განვითარება და ახლებური გამოყენება, კომპანიების მოულოდნელი გადაწყვეტილება სრულად ოფისში დაბრუნების შესახებ, დიდი ტექნოლოგიური კომპანიების შემცირებები, განუწყვეტელი დებატები ჰიბრიდული და დისტანციური სამუშაო მოდელების შესახებ და სხვა. ამ ყველაფრის გათვალისწინებით Forbes-მა გამოყო 5 მთავარი უნარი, რომელიც ყველა ლიდერს და მენეჯერს დასჭირდება 2025 წელს.
1. ემოციური ინტელექტი;
ლიდერისთვის და მენეჯერისთვის პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი უნარი ემოციური ინტელექტია. კვლევებით დასტურდება, რომ გუნდის ლიდერებში მაღალი ემოციური ინტელექტი პირდაპირ შესაბამისობაშია კომპანიის კორპორატიულ კულტურასთან, დასაქმებულების კმაყოფილებასთან და ჩართულობასთან.
მენეჯერის ემოციური ინტელექტი შემდეგ კომპეტენციებში გამოიხატება - საკუთარი თავის შეცნობა, ინტერპერსონალური უნარები და ურთიერთობების მართვის უნარები. შეუძლებელია მაღალი ემოციური ინტელექტის ქონა კარგი კომუნიკაციის უნარის გარეშე.
2. ცვლილებების მართვა;
ყველა ცვლილების გათვალისწინებით რაც გასულ წელს მოხდა, იქნება ეს ხელოვნური ინტელექტი, შემცირებები, ჰიბრიდული მუშაობის მოდელი თუ სხვა, ლიდერებს და მენეჯერებს განსაკუთრებით დასჭირდებათ ცვლილებების ეფექტურად მართვის უნარი.
3. გამძლეობა;
გამძლეობაში იგულისხმება ლიდერის დამოკიდებულება საკუთარი კარიერული ზრდის მიმართ. თანამედროვე ბიზნეს სამყაროში მუდმივად ცვლილებები ხდება. გიგანტი ტექნოლოგიური კომპანიები, როგორიც მეტა და ამაზონია ორგანიზაციულ სტრუქტურებს ცვლიან და აუქმებენ შუა რგოლი მენეჯერების პოზიციებს. შუა მენეჯერულ რგოლში დასაქმებულ პირებს განსაკუთრებული გამძლეობა მართებთ, კარგი იქნება თუ გექნებათ სათადარიგო გეგმა, უნარების შესაბამისად სხვა კარიერული განვითარების გეგმა, ფრილანსინგ სამუშაო და სხვა.
4. ტექნოლოგიები და ხელოვნური ინტელექტთან მუშაობა;
Statista-ს ანგარიშის თანახმად, 2023-2027 წლებში ტექნოლოგიებთან მუშაობა ყველაზე მოთხოვნადი უნარი იქნება.
თუ ლიდერებს სურთ ხელოვნური ინტელექტის დანერგვა კომპანიებში, მისი ეთიკური და ეფექტური გამოყენება, თავად უნდა მისცენ გუნდის წევრებს მაგალითი. ლიდერები თავად უნდა ერკვეოდნენ ტექნოლოგიურ სიახლეებში, იცოდნენ ახლაი ტერმინები, პრატიკაში გამოყენები წესები, ხელოვნური ინტელექტის გამოყენებასთან დაკავშირებული რისკები და სხვა. თვალი ადევნეთ ტექნოლოგიურ ტრენდებს და საჭიროების შემთხვევაში, დაიქირავეთ პროფესიონალები, რომლებიც გადაამზადებენ თქვენს გუნდს.
5. მოხერხებულობა და კრეატიულობა;
Statista-ს კვლევის თანახმად, კომპანიების 70%-თვის კრეატიული აზროვნება და ანლიტიკური აზროვნების უნარი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ხელოვნური ინტელექტი შეუცვლელია ადმინისტრაციული და რუტინული დავალებების შესასრულებლად, თუმცა მას სჭირდება ადამიანის დახმარება რეალური პრობლემების მოსაგვარებლად.
წყარო - https://www.forbes.com/sites/rachelwells/2024/10/02/5-leadership-skills-every-leader-and-manager-needs-in-2025/