პირველად 70 წლის განმავლობაში, 2020 წელს Ford Motor Co.-მ ფინანსური დირექტორის გარე ვაკანსიით შერჩევა გადაწყვიტა. საუკეთესო კანდიდატის, ტიმ სთოუნის, სამუშაო გამოცდილება მოიცავს ცნობილ კომპანიებს, მაგალითად Amazon და Snap. შთამბეჭდავ რეზიუმესთან ერთად, ფორდის ახალ ფინანსურ დირექტორს ოთხფეხა მეგობარი, 7 წლის ავსტრალიური შეპარდი, სახელად ფინლიც მოჰყვა.
ტიმ სთოუნის ოფისი Ford-ის სათავო ოფისის 12 სართულზე მდებარეობს. შემინულ ოფისთან ჩამვლელს კი შეუძლია შეიხედოს ახალი CFO ს ოფისში და დაინახოს, მისი ოთხფეხა მეგობარი, რომელიც თითქმის ყოველთვის პატრონის ფეხებთან წევს.
კომპანიამ ფინლის საკუთარი ბეიჯი და ძალიან მკაფიო სამუშაო აღწერილობა მისცა. მის მოვალეობებში თანამშრომლების განწყობის ამაღლება და ყოველდღიური სტრესის შემცირება შედის. ფინლი დაკისრებულ მოვალეობებს ძალიან კარგად ართმევს თავს J
ამას გარდა, ტიმ სთოუნის ოთხფეხა მეგობარი კომპანიის ახალი საპილოტე პროექტის წამოწყების „ინიციატორიც“ გახდა- Ford-მა უკვე 1300-მდე თანამშრომელს საკუთარი ოთხფეხა მეგობრის სამუშაო სივრცეში მოყვანის უფლება მისცა. ეს ინიციატივა დასაქმებულების სამუშაო და პირადი დროის ბალანსის დაცვის პროექტს მიეკუთვნება. ცნობისათვის, კომპანია თავის დასაქმებულებს ნაკლებ იერარქიულ გარემოს, კარგად აღჭურვილ სავარჯიშო დარბაზს და შუა დეტროიტში მდებარე ულტრა თანამედროვე სამუშაო ოფისს სთავაზობს.
კომპანიისთვის Ford , როგორც სხვა კომპანიებისთვის, IT რეკრუტინგი და ტექნიკური უნარების მქონე თანამშრომლების შენარჩუნება გამოწვევას წარმოადგენს. კომპანიაში დღეს IT სფეროს 3000-ზე მეტი თანამშრომელია დასაქმებული. როგორც ავღნიშნეთ, Ford-ს კვლავაც ესაჭიროება ბევრი კომპიუტერული ინჟინერი, მონაცემთა ანალიტიკოსი, დეველოპერი, ციფრული მედიის სპეციალისტი და სხვ. თანამშრომელზე ორიენტირებული სამუშაო გარემოს შექმნა კი სწორედ ტალანტების მოსაზიდად და შესანარჩუბლად არსებობს ფორდში, რასაც ოთხფეხა მეგობრის სამსახურში მიყვანის შესაძლებლობაც დაემატა.
კვლევები ადასტურებს, რომ ადამიანის ოთხფეხა მეგობარები სამუშაო გარემოში ამცირებენ სტრესს, ზრდიან პროდუქტიულობას და ამცირებენ თანამშრომელთა გადინებასაც კი. სიეტლსა და სილიკონის ველზე არსებული კომპანიები უკვე დიდი ხანია ამ პრაქტიკას იყენებენ. სიეტლში არსებულმა ცხოველების მოვლის კომპანია Rover-მა გამოაქვეყნა „ცხოველების მოყვარული“ კომპანიების რეიტინგი, რომლის სათავეში Amazon მოექცა. დღევანდელი მონაცემებით, კომპანიას სიეტლის ოფისში 7000-მდე ძაღლი ჰყავს დარეგისტრირებული. ონლაინ გაყიდვების გიგანტი ძაღლებს ყოველდღიურ მოვლას, გასუფთავებასა და სპეციალურად მათთვის გამოყოფილ ლანჩ სივრცეს Just Food for Dogs and Puddles Barkery-ს სთავაზობს.
Amazon-შიც ერთ-ერთი პირველი ოთხფეხა მეგობარი ფინლი იყო. მისმა პატრონმა ამ კოპანიაში 20 წელი დაჰყო, კომპანიის ფინანსური ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობაზე . როგორც თავად ტიმ სტენლი ამბობს, Ford-ის კონსერვატორული მმართველობის სტილიდან გამომდინარე, არ უფიქრია, რომ მის ოთხფეხა მეგობარს ასეთი სიყვარულით მიიღებდნენ. თუმცა კომპანიის მენეჯმენტის გადაწყვეტილება სხვანაირი აღმონდა და მათაც გადაწყვიტეს ფეხი აეწყოთ სიეტლისა და სილიკონის ველზე არსებული კომპანიების ინიციატივისათვის.
როგორც ტიმ სთოუნი აღნიშნავს, ფინლის თანდასწრებით შეხვედრები და ადამიანებთან კომუნიკაცია კიდევ უფრო მარტივი ხდება. მისი დახმარებით, სთოუნმა მეტი მეგობარი გაიჩინა, როგორც აღმოჩნდა, ძაღლი კომუნიკაციისას ბარიერებს ამცირებს.
დღეს Ford-ში ეს ინიციატივა ჯერ კიდევ გამოცდისა და შეფასების ეტაპზეა. ჯერ-ჯერობით, ფუმფულა ოთხფეხა მეგობრები არ დაიშვებიან კაფეტერიასა და საკონფერენციო დარბაზებში.
თუმცა, ფაქტია, რომ ცუგრია ფინლიმ და ტიმ სთოუნმა Ford-ს მართვისახალი ხედვა შესძინეს.