პანდემიამ მნიშვნელოვნად შეცვალა ჩვენი წარმოდგენა ყველაფერზე და მათ შორის ლიდერობაზეც, რაც ერთის მხრივ პანდემიის პოზიტიური შედეგია- დავფიქრდით, როგორი ლიდერები გვჭირდება ასეთი კომპლექსური გამოწვევების დასაძლევად.
თუ გავიხსენებთ, ლიდერობა იგივე მართვა, ეს არის ადამიანების გაერთიანებისა და დარწმუნების უნარი იმუშავონ ერთად, ეფექტურად და დიდი მიზნების მისაღწევად, ისეთი მიზნებისა, რომელსაც ერთი ადამიანი ინდივიდუალური მუშაობით ვერ მიაღწევს. ლიდერობა ფსიქოლოგიური ფენომენია, რომელიც გულისხმობს გუნდის წევრებზე ფსიქოლოგიურ გავლენას, ინსპირაციას, რომელსაც შეუძლია ინდივიდუალური ინტერესებისა და, ხშირად ქაოტური ქცევების მქონე ადამიანების გაერთიანება აქციოს მაღალ შედეგიან გუნდად. არც თუ უსაფუძვლოდ, ლიდერობას ინსპირაციის ხელოვნებად მოიაზრებენ და ამბობენ, კარგი ლიდერი ისაა, ვინც სხვადასხვა ინტერესების მქონე ადამიანების ძალისხმევისგან გამორჩეულ შედეგებს ქმნის ისე, როგორც მოქანდაკე ქვის ნატეხისგან ხელოვნების ნიმუშს.
რომ დავფიქრდეთ, ბოლო 20 სკ ში ლიდერობის აღქმასა თუ ლიდერების ქცევებში არც არაფერი შეცვლია, მამონტზე მონადირე ჯგუფებსაც ისევე სჭირდებოდათ ლიდერი ( (და ჰყავდათ კიდეც) როგორც დღეს ციფრული ტრანფსორმაციის ან თუნდაც კოვიდ 19 თან მებრძოლ გუნდს და როგორც ამბობენ, მთავარია კონტექსტი და არა სტილი. რა თქმა უნდა, მამონტებზე მონადირეებს არ ქონდათ Whatsapp, Powerpoint, Zoom მაგრამ მათი ლიდერობაც საერთო მიზნის მიღწევა იყო- მამონტის მონადირება ან მამონტისგან გაქცევა. რაკი მამონტები გადშენდნენ, დღეს სამყაროს ეფექტური სხვა ტიპის, ღირებულებებისა და ქცევის ლიდერები სჭირდება.
დღევანდელი სამყარო უფრო კომპლექსურია ვიდრე ქვის ხანისა ან ჰომო საპიენსისა. დღევანდელი კომპლექსურობა კიდევ უფრო კარგად გვაჩვენებს, რომ თუნდაც დეკადის წინ არსებული ლიდერობის სტილი ეფექტური აღარ არის. პანდემიამ ბევრი ადამიანი დააფიქრა- როგორი ლიდერი გვჭირდება ამ რთული სიტუაციის სამართავად, როდესაც მაღალია ჯანმრთელობის რისკი, მაღალია ეკონომიკური არასტაბილურობის რისკი, მაღალია ფუნდამენტურ ღირებულებებთან დაკავშირებული რისკებიც კი.. ეს კითხვა არ გაჩნდებოდა რომ არა მსოფლიოში ლიდერობის ხილული კრიზისი. ლიდერების ნებისმიერი გამოწვევის კონტექსტი სპეციფიურია, მაგრამ როდესაც გამოწვევაა მსოფლიო პანდემია, სტრესი და გაურკვევლობა მკაფიო ხდება რომ ლიდერები კრიზისს ვერ დაემალებიან და კრიზისით შექმნილ კომპლექსურ გამოწვევებს თუ პრობლემებს, წარსულ გამოცდილებით ვერ გაუმკლავდებიან
პანდემიის დროს დავრწმუნდით, რომ ზოგ ლიდერს ნამდვილად შეუძლია რთული კრიზისების გამკვლავება და გაურკვეველ რეალობაშიც კი, ორგანიზაციების ან გუნდების ეფექტურად მართვა. კოვიდ19-ის მსგავსი პანდემია ნებისმიერი ლიდერისთვის სამ მნიშვნელოვან გამოწვევას ქმნის: ა) შეინარჩუნოს გუნდი და მათი ჯანმრთელობა; ბ) შეინარჩუნოს კლიენტები და უწყვეტად მიაწოდოს საჭირო სერვისი; გ) შეინარჩუნოს ორგანიზაცია და კიდევ ერთხელ გაამრთლოს აქციონერების მოლოდინები და დ) შეინარჩუნოს ორგანიზაცია საზოგადოებისა წინაშე აღებული ვალდებლებების კვლავ შესასრულებლად. დასახელებული ოთხი გამოწვევა და თანაც მათი თანმიმდევრულად თუ ერთად მართვა რთულია და ასეთ, „ოთხდონიან“ სირთულეებს კი უმკლავდება ის ლიდერი, ვისაც შემდეგი უნარი ან თვისება გააჩნია:
1. სისხარტე და რაციონალურობა, რაც გულისხმობს ლიდერმა შეძლოს მონაცემებზე დამყარებული გადაწვეტილებების მიღება; გამოავლინოს სისხარტე, შეაფასოს გარემო, კომპლექსური გამოწვევები და მოახდინოს სწრაფი ადაპტაცია სწორედ ამ კომპლექსურ გარემოსთან. ამას კი სხარტი ლიდერები ახერხებენ მუდმივი სწავლით, როდესაც ისინი მონაცემებსა და ფაქტებს გაანალიზებენ, მიიღებენ გადაწყვეტილებას ქმედებაზე და შემდეგ კი შედეგებსაც გაანალიზებენ მომავალში კვლავ სწორი გადაწყეტილებების მისაღებად.
2. ინტერესიანი, როდესაც ლიდერს აქვს ცოდნისა და ინფორმაციის მუდმივად გამდიდრების, სრულყოფის სურვილი; როდესაც ლიდერს აქვს სწრაფვა დასვას ბევრი კითხვა ექსპერტებთან თუ კოლეგებთან და ისწავლოს, ვიდრე ასწავლოს.
3. თავმდაბდლობა, როდესაც ლიდერმა იცის რომ მან ბევრი რამე არ იცის და ისიც ძალიან კარგად ესმის, რომ ცოდნის ყველაზე დიდი მტერი არის არა იგნორირება, არამედ ილუზია რომ ყველაფერი იცის. კრიზისულ სიტუაციებში რთულია შიშის, პანიკისა და დაუცველობის ემოციის დამალვა, მაგრამ ასეთ რთულ სიტუაციებში ლიდერის თავდაჯერებულობა და სიამაყე, კიდევ უფრო მეტ დაუცველობას ქმნის გუნდში. ამიტომ, თავმდაბლობა მომავლის ლიდერის ერთერთი მნიშვნელოვანი თვისებაა.
4. სიკეთე და ჰუმანურობა, რაც ნიშნავს რომ ლიდერები ზრუნავენ სხვებზე და ეს ზრუნვა ხილვადია. ემპათია სიკეთისა და ჰუმანურობის პრერეკვიზიტია, მაგრამ არა საკმარისი. სიკეთე და ჰუმანურობა მაშინ დასტურდება, როდესაც ლიდერებმა იციან რას განიცდიან, ფიქრობენ და გრძნობენ მისი გუნდის წევრები. როდესაც ვამბობთ, რომ ლიდერი კეთილია, ჰუმანურია, მაშინ ვგულიხმობთ რომ ასეთი ადამიანისთვის სხვისი ემოციები სულერთი არ არის.
5. გამძლეობა, ესაა უნარი ლიდერმა თავის გუნდთან ერთად გაუძლოს სირთულეს, როდესაც მაღალია მოლოდინი, რომ ლიდერი არ გატყდება სტრესის ან კრიზისის დროს. და თუ ასე მოხდება, წინა ოთხი მნიშვნელოვანი უნარი თუ თვისება, აუცილებლად დაკარგავს მნიშვნელობას. თუ ლიდერი ემოციურად სტაბილიურია, მოქმედებს ცივი გონებით და თბილი გულთ, მას შეუძლია პოზიტიური გავლენა მოახდინოს გუნდზე და არ მოუწის დროის და ენერგის დახარჯვა გუნდის წევრების დარწმუნებაში, რომ კრიზისი დაძლევადია. კრიზისულ სიტუაციებში გამძლეობა ექიმის მიერ გამოწერილ წამალს ჰგავს, რომელსაც ცუდი ლიდერის თვისებების გადაფარვაც კი შეუძლია
6. გულწრფელობა, რომელიც გულისხმობს რომ ლიდერი საკუთარ ინტერესებს არ აქცევს პრიორიტეტულად და თავს არ მოახვევს საკუთარი გუნდის წევრებს. თუ ლიდერს გულწრფელობა არ ახასიათებს, მისი გამძლეობაც, სისხარტეც და სიკეთეც ელფერს კარგავს
მომავლის ლიდერისთვის დამახასიათებელი უნარებიდან,თითქოს, ახალი არაფერია, მაგრამ მაინც პანდემია დაგვჭირდა, გაგვეაზრებინა რომ გუნდი თუ საზოგადოება მაშინ არის ძლიერი, როცა მათი ლიდერი სხარტია, ინტერესიანი, თავმდაბალი კეთილი, გამძლე და სანდო.
იმედია, რომ ჩვენი მოლოდინები კარგ ლიდერზე სწორად ფორმირდება და ამისთვის კიდევ ერთი პანდემია აღარ გახდება საჭირო. ქარიზმატული, თავადაჯერებული, ავთენტური - ეს ის თვისებებია, რომელიც პანდემიამდე პერიოდს უნდა ჩაბარდეს, რადგან გაურკვეველ მომავალს თავადაჯერებულობა და ქარიზმატულობა მხოლოდ მაშინ დასჭირდება, თუ ლიდერი მუდმივად ისმენს, სწავლობს, გულწრფელია, სანდო და არა ზოგადად და გარემოსთან ქარიზმატული.
დღევანდელ ეპოქას კომპეტენტური ლიდერი სჭირდება, მაგრამ ეს ვერ მოხდება თუ ლიდერების შერჩევა კვლავ მოხდება ქარიზმით და არ თავმდაბლობით, ნარცისიზმით, ვიდრე პატიოსნებით, შედეგებით ვიდრე უნარებით. არაკომპეტენტური ლიდერი კი არასტაბილურ გარემოში კიდევ უფრო დიდი რისკია, ამ რისკის გასანეიტრალებელი ვაქცინა ჯერ არავის გამოუგონებია..
წყარო: forbes