ჯობსის მოსაზრებები წარმატებასა და ინოვაციაზე, მაღალ ინტერესს არასოდეს კარგავდა. სტივ ჯობსი ყოველთვის ინოვაციასთან ასოცირდება, კომპანია Apple კი ინოვაციურ კორპორაციასთან, რომელიც ჯობსმა შექმნა.
გაგიზიარებთ ჯობსის მოსაზრებებს ინოვაციაზე, ენტრეპრენერობასა და ლიდერობაზე, რომელიც ისევ დაფიქრებას და გაანალიზებას მოითხოვს დღეს განსაკთრებით- კოვიდრეალობაში.
1) „ინოვაცია არის ის, რაც ლიდერსა და მის მიმდევრებს ერთმანეთისგან განასხვავებს“
თუ იდეას ქმედებად არ გარდაიქმნება, ის სინანულის გრძნობად დარჩება. ადამიანებს ახალი ბევრი იდა უჩნდებათ. თუმცა, ამ იდეებს გაურკვევლობისა და მარცხის შიშის გამო, რეალობად არ აქცევენ. ადამიანები საკუთარ ინსტიქტს, ანალიზისა და განსჯის უნარს უფრო მეტად უნა ენდნონ. რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაშიც არის შეცდომების დაშვების ალბათობა, თუმცა ცხოვრებაში ყველაზე დიდი მარცხი ისაა, როდესაც ადამიანი საკუთარ იდეებს არ შედეგებად არ აქცევს და სინანულად გარდაქმნის საშუალებას გააჩენს.
2) „დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ წარმატებულ და წარუმატებელ ანტრეპრენერებს ერთმანეთისგან მოთმინების უნარი განასხვავებთ“
თითქმის ყველა ადამიანი ამბობს, რომ წარმატებისათვის „გრძელი გზის“ გასავლელად მზად არის. როცა ადამიანი „გრძელ გზაზე“ სიარულს იწყებს იქ არავინაა - ვეღარ ხვდება, რას აკეთებს, ამიტომაც უკან ბრუნდება. სწორედ ამიტომაა „გრძელი გზა“ ასეთი რთული და ამასთან, ასეთი სავსე შესაძლებლობებით.
ადამიანმა უნდა გააკეთოს ყველაფერი, რასაც მის კარიერასა და საქმიანობაში წარმატების მოტანა შეუძლია. ის არ უნდა დაელოდოს, როდის თხოვს სხვა - თავად უნდა შექმნას. ადამიანმა უნდა იფიქროს რა შეიძლება გააკეთოს დამატებით ისეთი, რასაც სხვა ადამიანები არ აკეთებენ. ეს ნამდვილად რთულია, თუმცა წარმატებას სწორედ ამ გზის გავლა განაპირობებს.
3) „ ჩემი ბიზნეს მოდელი „ბითლზია“. ეს ოთხი ბიჭი ერთმანეთის უარყოფით ტენდენციებს აკონტროლებდნენ. ისინი ერთმანეთს აბალანსებდნენ და ამიტომაც მთლიანი უფრო მეტი იყო, ვიდრე მისი ნაწილების ჯამი. მეც ასე ვხედავ ბიზნესს - ბიზნესში დიდ იდეებს არა ცალკეული ინდივიდები, არამედ გუნდები ქმნიან.“
თუ ადამიანს მისი გარშემომყოფები აღიზიანებენ, ეს არა გარშემომყოფების, არამედ ამ ადამიანის ბრალია. ისინი ამ ადამიანის ცხოვრებაში მისი ნებართვით მოხვდნენ და დარჩნენ. მსგავს შემთხვევაში, ადამიანი უნდა დაფიქრდეს, როგორ თანამშრომლებთან სურს მუშაობა, როგორ მომხმარებელს მოემსახურებოდა სიამოვნებით, როგორი მეგობრების ყოლა სურს. ამის შემდეგ კი თავის ცხოვრებაში სწორედ მსგავსი ადამიანები უნდა მოიზიდოს. მშრომელ ადამიანებს მშრომელ ადამიანებთან მუშაობა მოსწონთ, კეთილ ადამიანებს კი - კეთილ ადამიანებთან მეგობრობა. ადამიანმა საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია უნდა შექმნას - ეს კი შესაფერისი ადამიანების გარეშე წარმოუდგენელია.
4) „ცხოვრებაში ჩემთვის საყვარელი რაღაცეებს ფულით ვერ იყიდი. ცხადია, რომ ყველა ჩვენგანისთვის ყველაზე ძვირფასი რესურსი დროა“
დედლაინები დროის გარკვეულ პარამეტრებს ადგენენ, მაგრამ ყოველთვის საუკეთესო მეთოდით არა. თუ მენეჯერი თანამშრომელს კონკრეტული დავალების შესასრულებლად 2 კვირას აძლევს, თანამშრომელი საკუთარ ძალისხმევას ინსტიქტურად ცვლის. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ დავალების შესრულებას, ნებისმიერ შემთხვევაში, 2 კვირას მოანდომებს, მაშინაც კი თუ ეს დრო დავალების შესასრულებლად ზედმეტია.
ადამიანმა დედლაინების დავიწყება მაშინ მაინც უნდა სცადოს, როდესაც პირად საქმეს აკეთებს და ამ საქმის შესრულებას დაუთმოს რეალური დრო. ადამიანები დროს მათზე გავლენის მოხდენის საშუალებას აძლევენ, მაგრამ განსაკუთრებული ადამიანები დროს მათ სასარგელოდ იყენებენ.
5) „რაღაც ახლის შექმნისას ხანდახან შეცდომებსაც უშვებ. უმჯობესია, თუ ამ შეცდომებს სწრაფად აღიარებ და ამ გამოცდილებას სხვა სიახლის შექმნისას გამოიყენებ“
თუ ადამიანს ჰკითხავთ, თუ რატომ არის ის წარმატებული, მისი პასუხი „მე“ ნაცვალსახელით აივსება და იშვიათად გამოერევა სიტყვა „ჩვენ“. თუმცა თუ ადამიანს მარცხის მიზეზებზე გაესაუბრებით, ის ბავშვივით დაიწყებს საუბარს და შეეცდება მარცხი გარემო ფაქტორებს გადააბრალოს. მაგალითად, ბავშვი ამბობს- „ჩემი სათამაშო გატყდა“, იმის მაგივრად, რომ თქვას „სათამაშო გავტეხე“. მარცხის დროს, ადამიანების უმრავლესობა ყველაფერს გარემო ფაქტორებს გადააბრალებს: ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას, ბაზრის მოუმზადებლობს, მომწოდებლების შეცდომას და ა.შ.
ადამიანი შეცდომებისგან საკუთარი თავის დისტანცირებით ვერაფერს სწავლობს. რა თქმა უნდა, შესაძლოა მარცხი გარემო ფაქტორებმაც განაპირობოს, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში, შეცდომის ავტორი თავად ადამიანია. მთავარია, ადამიანი მიხვდეს, რომ შეცდომა არ ნიშნავს დასასრულს. ოდესღაც ყველა წარმატებული ადამიანი დამარცხებულა, თან არაერთხელ. სინამდვილეში სწორედ ამ მარცხისგან მიღებულმა გამოცდილებამ აქცია ისინი წარმატებულ ადმიანებად.
6) „მე Apple-ში ბედის საპოვნელად არ დავბრუნებულვარ. ვფიქრობ, რომ ცხოვრებაში ძალიან იღბლიანი ვიყავი - 25 წლის ასაკში ჩემი შემოსავალი 100 მილიონი დოლარი იყო. სწორედ მაშინ გადავწვიტე , რომ ამას ჩემი ცხოვრების დანგრევის საშუალებას არ მივცემდი. არ არსებობს გზა, რომელიც ცხოვრებაში ამხელა სიმდიდრის დახარჯვის შესაძლებლობას მოგცემს. მე სიმდიდრეს ჩემი ინტელექტის ინდიკატორად ვერ აღვიქვამ“
ფული ადმიანის ცხოვრებაში მნიშვნელოვანია, რადგან არჩევანის თავისუფლებას იძლევა. გარკვეული ეტაპის შემდეგ, ფული ადამიანს ბედნიერებას ვეღარ ანიჭებს. National Academy of Science-ის კვლევაში ვკითხულობთ, რომ წლიურად 75000$ შემოსავლის შემდეგ, ფულს ბედნიერების ნაცვლად უბედურება და სტრესით სავსე ცხოვრება მოაქვს.
არსებობს მოსაზრება, რომ მატერიალური უზრუნველობა და კმაყოფილება ერთმანეთის უკუპროპორციულია. ეს დიდი სახლის სურვილის სინდრომს ჰგავს - მისი ყიდვიდან რამდენიმე თვეში, ადამიანი მას ეჩვევა და ბედნიერებას აღარ ანიჭებს. ამის მიზეზი ისაა, რომ ნივთები მხოლოდ მომენტალურ ბედნიერებას იძლევა. გრძელვადიანი ბედნიერების მიღწევისთვის ადამიანი გამოცდილების მიღებისკენ უნდა ისწრაფვოდეს, რადგან დროის გასვლის შემდეგ ადამიანს ის კი არ ახსენდება თუ რა ჰქონდა, არამედ ის - რაც გააკეთა.
7) „საქმე, რომელსაც აკეთებ შენი ცხოვრების დიდ ნაწილს დაიკავებს. იმისათვის, რომ ცხოვრებაში ნამდვილად კმაყოფილი იყო, უნდა აკეთო ის, რაც მნიშნელოვნად მიგაჩნია. დიდი საქმის საკეთებლად კი მისი სიყვარულია საჭირო. თუ მსგავსი საქმე ჯერ არ გიპოვიათ, გააგრძლელეთ მისი ძიება. ნუ მიეჩვევით არსებულ მდგომარეობას.“
ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე, ადამიანმა შესაძლოა არ იცოდეს, თუ რომელი საქმის კეთება აღაფრთოვანებს. ასეთ შემთხვევაში, მან მისთვის საინტერესო, ფინანსურად მომგებიანი საქმე უნდა შეარჩიოს და ბევრი იშრომოს - განავითაროს უნარები მართვაში, გაყიდვებში, შექმნასა და აღსრულებაში - იმაში, რასაც მისი საქმე მოითხოვს. დროთა განმავლობაში, ეს საქმიანობა მას პატარ-პატარა გამარჯვებებს და შესაბამისად, კმაყოფილების გრძნობას მოუტანს, რაც შემდეგ ეტაპებზე გადასვლის ძალას მისცემს. და ერთ დღესაც, ის დაუჯერებლად კმაყოფილი გაიღვიძებს იმით, რომ აკეთებს დიდ საქმეს, რომელიც სიყვარულით გაზარდა და რომლისთვისაც მანამდე, ბევრი იშრომა.