თქვენ თვლით, რომ ყოველდღიურად ათეულობით გადაწყვეტილების მიღება გიწევთ, რადგან გადაწყვეტილების მიღების პასუხისმგებლობა გაკისრიათ. მაგალითად, უნდა მოიფიქროთ დააჩქაროთ თუ არა გამოწერილი ნივთის ტრანსპორტირების დრო, გაგზავნოთ თუ არა მეილი, რეაგირება მოახდინოთ თუ არა თანამშრომლის ქმედებაზე სამსახურში. გარდა ამისა, „გადაწყვეტილებებს“ იღებთ პირად ცხოვრებაშიც - დააჭიროთ თუ არა თითი მაღვიძარას გაჩუმების ღილაკს, სახლიდან წამოღებული სადილის ნაცვლად წახვიდეთ თუ არა ლანჩზე სხვაგან. თუმცა, წარმოდგენილი მაგალითები ნაკლებად მოიაზრებს გადაწყვეტილების მიღების პროცესს, რადგან თქვენ ყველა ამ ამოცანაზე პასუხი წინასწარ უკვე გაქვთ.
ნივთის მოტანის დრო გვიანდება? - დააჩქარეთ ტრანსპორტირების დრო.
გსურთ რაიმე დააზუსტოთ? - გაგზავნეთ შესაბამისი მეილი.
გინდათ, რომ უკეთესი გუნდი შექმნათ სამსახურში? - ყურადღება გაამახვილეთ თქვენი დასაქმებულის ქცევაზე.
იგივე შეიძლება ითქვას პირად „გადაწყვეტილებებზეც“ - 9 წუთით გვიან გაღვიძებით კარგად ვერ გამოიძინებთ, სახლიდან წამოღებული სადილი კი თქვენი ჯანსაღი ცხოვრების შემადგენელი ნაწილია.
წინასწარ დაგეგმილ პროცესებს და რუტინას თავისი სილამაზე აქვს. რუტინაში წესები არაფერს კრძალავს. წესები გათავისუფლებთ, რადგან ისინი გათავისუფლებენ „გადაწყვეტილების“ მიღების მენტალური ტვირთისგან. რუტინულ პროცესებში გადაწყვეტილების მიღების ნაცვლად, შეგიძლიათ პირდაპირ იმოქმედოთ. დროთა განმავლობაში ეს ქმედებები გარდაიქმნება ჩვევებად. ჩვევები კი გადაწყვეტილების მიღებას არ საჭიროებენ, ისინი ძალდაუტანებლად ხორციელდება.
ჯეფ ბეზოსი ამბობს, რომ თქვენ ხელფასს არ იღებთ ყოველდღიურად ათასობით გადაწყვეტილების მისაღებად. ხელფასს გამოიმუშავებ იმით, რომ იღებ ცოტა, მაგრამ ხარისხიან გადაწყვეტილებას. FastCompany-თვის მიცემულ ინტერვიუში ჯეფ ბეზოსი აღნიშნავს:
„იფიქრეთ ორი ან სამი წლის შემდეგ მომავლისთვის. თუ ამგვარად იფიქრებთ, საჭირო არ არის დღეს ასი გადაწყვეტილების მიღება. საკმარისია, თუ დღეში მივიღებ სამ კარგ გადაწყვეტილებას. ეს სამი გადაწყვეტილება უნდა იყოს ჩემი შესაძლებლობების ფარგლებში საუკეთესო სამი გადაწყვეტილება.“
სტარტაპის ან ნებისმიერი ახალი საქმის დაწყებისას, ბუნებრივია, რომ გიწევთ ბევრი ახალი გადაწყვეტილების მიღება. მაგალითად, თქვენ უნდა მოიფიქროთ ახალი ბიზნესის ინფრაქტრუქტურა, ბრენდინგი, ფასი, მარკეტინგის სტრატეგია. შეუძლებელია ბეზოსის რჩევის თანახმად გადაწყვეტილება მიიღო მომავლისთვის, როდესაც გარკვეული არ არის აწმყო.
თუმცა, როგორც კი გადაწყვეტილებას მიიღებთ, შეგიძლიათ იმოქმედოთ და იმავე საკითხზე მეორედ გადაწყვეტილების მიღება აღარ გიწევთ. დროის გასვლასთან ერთად, მცირდება ყოველდღიურად მისაღები გადაწყვეტილებების რაოდენობა. რაც საშუალებას მოგცემთ ყურადღება გაამახვილოთ და მენტალური ენერგია მოახმაროთ სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღებას. თქვენ შეგიძლიათ გადაწყვიტოთ იმგვარი საკითხები, რომლებიც განსაზღვრავს შემდგომი თვეების და წლების განვითარების კურსს. მაგალითად, დაიწყოთ თუ არა ბიზნესი, გამოუშვათ თუ არა ახალი პროდუქტის ხაზი, გასხნათ თუ არა ახალი ლოკაცია. იგივე მიდგომა შეიძლება გავრცელდეს პირად ცხოვრებაზეც.
ჯეფ ბეზოსის მიდგომის გათვალისწინებით, ცოტა გადაწყვეტილების მიღებით თქვენ საკუთარ თავს ათავისუფლებთ და აძლევთ საშუალებას იფიქროს და განსაზღვროს იმგვარი საკითხები, რომლებიც მნიშვნელოვანია პროფესიული და პირადი ცხოვრებისთვის.