კვლევებით დადასტურებულია, რომ ადამიანი დღის განმავლობაში, საშუალოდ, 2000 გადაწყვეტილებას იღებს. გადაწყვეტილებების უმეტესობა უმნიშვნელოა და მათ ავტომატურად ან ინსტიქტურად ვიღებთ, მაგალითად რა ჩავიცვათ, რითი ვისაუზმოთ, რომელი სატელევიზიო არხი შევარჩიოთ და სხვ. თუმცა, არსებობს გადაწყვეტილებები, რომლებსაც მნიშნველოვანი შედეგები მოსდევს და ჩვენგან დაფიქრებას მოითხოვს. ადამიანები ვცდილობთ მივიღოთ სწორი გადაწყვეტილებები, რომლებსაც კარგი, პოზიტიური შედეგები მოყვება. გადაწყვეტილების მიღება არ არის მარტივი, მოითხოვს დაფიქრებას, გაანალიზებას და ენერგიას. ცნობილია რომ ფიქრის პროცესში ადამიანი 230 კალორიას ხარჯავს და თუ ჩვენ დღის განმავლობაში სულ ცოტა 3 ან 4 გადაწყვეტილებას ვიღებთ, დაღლის შეგრძნება აუცილებლად გვექნება. სწორი გადაწყვეტილების მისაღებად, Harvard Business Review რამდენიმე მნიშვნელოვანი და საყურადღებო მოცემულობა გაგვიზიარა და გვირჩევს, დავაკვირდეთ ჩვენს მდგომარეობას, სამუშაო პროცესს ან თუნდაც გარემოს ვიდრე გადაწყვეტილების მიღებას ვეცდებით. ჰარვარდის მიერ შემოთავაზებული ფაქტორები კი შემდეგია:
გადაწყვეტილებებით დაღლილობა- ძალიან ენერგიული ადამიანებიც კი იღლებიან გონებრივი სამუშაოების შესრულებით. ცნობილი ექსპერიმენტია, რომ მოსამართლეებს მსჯავრდებულებისთვის განაჩენი გამოაქვთ დილის საათებში და არა შუადღეს ან საღამოს, რადგან დაღლილობა არასწორი გადაწყვეტილების მაღალ რისკს შეიცავს. როდესაც დღეში 2000 გადაწყვეტილების მიღება გვიწევს, თანაც აქედან რამდენიმე აუცილებლად იქნება მნიშვნელოვანი, გადაღლა გარდაუვალია. გადაღლილი გონებით მიღებული არასწორი გადაწყვეტილებების თავიდან ასარიდებლად, კარგი იქნება დავფიქრდეთ, რა გადაწყვეტილებას ვიღებთ, მარტივს თუ რთულს. თუ გადაწყვეტილების შედეგები მნიშვნელოვანია, ასევე მნიშვნელოვანია რომ ის მივიღოთ დღის იმ მონაკვეთში, როცა ჩვენი გონება გადაღლილი არ არის და ფიქრის რესურსი გვაქვს. „გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი“ მნიშვნელოვან საკითხებს არ შეესაბამება, თუმცა არც დიდი ხნის ფიქრია რეკომენდირებული, რადგან ადამიანის გონება უფრო იღლება.
მომცდენები და დისტრაქტორები- ტექნოლოგიურ ერაში ნებისმიერი აპლიკაცია თუ გაჯეტი ყურადღებას ფანტავს და ხელს გვიშლის კონცენტრაციაში,ინფორმაციის თუ შეტყობინებების ნაკადი, არასდორს სრულდება. ნეირომეცნიერები ამბობენ, რომ ჩვენი ტვინი დღეს გამძაფრებით მუშაობს და ამუშავებს 5 ჯერ მეტ ინფორმაციას ვიდრე, მაგალითად 1986 წელს. ბევრი და უწვეტი ინფორმაციის თუნდაც მიღება და არა გადამუშავება, ადამიანის ტვინს ძალიან ღლის და კონცენტრაციაც გვიჭირს. თუ ჩვენი საქმე ან ცხოვრება მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას მოითხოვს, Harvard Business Review გვირჩევს, კვირის განმავლობაში რამდენიმე საათით გამოვრთოთ ნებისმიერი შეტყობინება, ელ ფოსტა, სოც ქსელი და სხვ. და მივცეთ გონებას დასვენების საშუალება. დღევანდელი ჰომო საპიენსის გამოწვევა კონცენტრაციის უნარის დაქვეითებაა
ფაქტების ნაკლებობა- KelLogg School უახლესი კვლევის მიხედვით, ტიპიური შეხვედრის მონაწილეების 70% საუბრობს და დანარჩენი 30% ვერ საუბრობს ან საუბრის სურვილი ნაკლებად აქვს. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებისას, გვახასიათებს, მოვისმინოთ ფაქტები, არგუმენტები ან კონტრარგუმენტები. ამიტომ თუ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ, კარგი იქნება, კოლგებს ან გუნდის წევრებს წინასწარ, შეხვედრამდე გავუზიაროთ (სასურველია 1 დღით ადრე), რა საკითხზე ვაპირებთ გადაწყვეტილების მიღებას. ეს დაგვეხმარება რომ მოვისმინოთ შეხვედრის ყველა მონაწილის მოსაზრება.
ერთდროულად რამდენიმე საქმის გაკეთება ( Multi-tasking) – 21 სკ ში არ არსებობს ადამიანი, ვისაც ერთდროულად რამდენიმე საქმის შესრულება, იგივე მულტითასქინგი არ უწევს. ერთდროულად რამდენიმე საქმის გაკეთება, მაგალითად მეილის წერა და თან ტელეფონზე საუბარი, გაცილებით მეტ ენერგიას მოითხოვს და ჩვენი ტვინი მალე იღლება. ცნობილია, რომ ასეთ სამუშაო გარემოში სტრესის დონე 40% ით იზრდება. როდესაც მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება გვიწევს, რომელსაც ენერგია და დასვენებული ტვინი სჭირდება, უნდა ვეცადოთ, მხოლოდ ერთი ამოცანის ან საქმის შესრულებაზე დავკონცენტრირდეთ, ენერგია გამოვათავისუფლოთ რომ მცდარი გადაწყვეტილებები ჩვენივე მოსაგვარებელ პრობლემად არ იქცეს.
ემოციები- ადამიანი ემოციების ნაკრებია, დღის განმავლობაში ხან იმედგაცრუებას გვგრძნობთ, ხან ბრაზს, ხან სიხარულს, ხან სინანულს და ა.შ. ეს ემოციები ადამიანის ცხოვრებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ, თუ დავაკვირდებით ჩვენი ცხოვრება ამ ემოციების ცვლაა და მათ ფონზე მიღებული გადაწყვეტილებების შედეგების ჯაჭვი. სხვადასხვა ემოციების დროს, ადამიანები განსხვავებულ გადწყვეტილებებს იღებენ, ამიტომ მაღალია არასწორი გადაყწვეტილებების მიღების ალბათობა მოჭარბებულ ბრაზზე, სიხარულზე, წუხილზე და სხვ. თუ ვაპირებთ მნიშვნელოვანი გადწყვეტილების მიღებას, კარგი იქნება, დავფიქრდეთ და შევაფასოთ როგორია ემოციური ფონი, მოვახერხოთ თუნდაც საკუთარ ემოციაზე დაფიქრება და არ ვუპასუხოთ ტელეფონის ზარს, იმეილს, სამუშაო ადგილს მოვცდილეთ თუნდაც 30 წუთით და შემდეგ მივიღოთ გადაწყვეტილება. ემოციებზე კონტროლი საკმაოდ რთულია, მაგრამ მცდელობა აუცილებელია, თუნდაც იმიტომ რომ ჩვენს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე მომავალში არ ვიდარდოთ.
ანალიზით პარალიზება -ინფორმაციული ეპოქა ხელგაშლილია მონაცემების, მეგა მონაცემების, უამრავი ინფორმაციისა სხავადასხვა ანალიტიკური მეთოდებით. დღეს ბევრი ვსაუბრობთ, რომ მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები სანდოა. თუმცა, ბევრი ინფორმაციის დამუშავება, ბევრი მონაცემის გაანლიზება გადაწყვეტილების მიღებას ხელს უფრო უშლის, ვიდრე ეხმარება, შესაბამისად, ამერიკულ კულტურაში გაჩნდა სლენგი -Analysis Paralysis. ნეირომეცნიერები ამბობენ, გადაწყვეტილების მიღებისას არ არის აუცილებელი რაც შეიძლება ბევრი და თანაც არასაჭირო ინფორმაციით აღჭურვა იმ მიზნით, რომ გადაწყვეტილების შესაძლო რისკები გადავაზღვიოთ. პირიქით, უნდა ვეცადოთ რომ ინფორმაცია იყოს საკმარისი და არა ზედმეტი. ამისთვის კი საჭიროა ვიცოდეთ, რა ტიპის და რა მოცულობით ინფორმაცია გვჭირდება. ამას გარდა, პარალიზებისგან თავის დაცვის კარგი მეთოდია გადაწყვეტილების მისაღებად ვადის დადგენა, რაც გაანალიზების პროცესს წერტილს დაუსვამს და პროცესი უსასრულოდ არ გაგრძელდება
ჩვენს ცხოვრებას და რეალობას ჩვენს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ქმნის. რა დროს ვუთმობთ სამსახურს, მოგვწონს თუ არა ჩვენი მენეჯერი, ან მეზობელი- ეს ჩვენს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შედეგია. ამას გარდა, გადაწყვეტილებების შედეგია ჩვენი ურთიერთობები მეგობრებთან, კოლეგებთან; ჩვენი გადაწყვეტილებების შედეგია თუნდაც ჩვენი გადაღლილობა სამუშაო დღის ბოლოს და რა თქმა უნდა, ჩვენს მეხსიერებაში არსებული პოზიტიური მოგონებებიც, რომლებიც ჩვენს განწყობას ამაღლებენ და ხშირად ბედნიერების განცდაც გვეუფლება. გადაწყვეტილებები ჩვენი ცხოვრების არქიტექტორია, სწორედ ამიტომ ვცდილობთ მივიღოთ სწორი გადაწყვეტილებები, რაც მარტივი ნამდვილად არ რის.. თუ ჰარვარდის მიერ შემოთავაზებულ რჩევებს გავითვალისწინებთ, სწორი გადაწყვეტილებების მიღება სირთულედ აღარ მოგვეჩვენება. და რაც მთავარია, არ არსებობს მარტივი გადაწყვეტილებები, ადამიანის ცხოვრებაში ყველა გადაწყვეტილება მნიშნველოვანია! Harvard Business Review ს რჩევების გათვალისწინება უკვე კარგი გადაწყვეტილებაა, შედეგები კი მხოლოდ პოზიტიური იქნება.