დღის განმავლობაში ადამიანები ოფისში ძალიან დიდ დროს ატარებენ , შესაბამისად, მნიშვნელოვანია, სამუშაო საათები იყოს კომფორტული, რათა პერსონალმა არ დაკარგოს პროდუქტიულობა სამუშაო პროცესისგან სიამოვნება მიიღოს.
უამრავი კომპანია ცდილობს, იყოს კრეატიული და შეუქმნას კომფორტი თანამშრომლებს რაშიც რა თქმა უნდა, უფასო კვება არ იგულისხმება
წარმოგიდგენთ 15 კომპანიას, რომლებაც თანამშრომლებს მართლაც შესანიშნავი ბენეფიტები შესთავაზეს.
Adobe - ედობი თანამშრომლებს შესანიშნავ ხანგრძლივ არდადეგებს სთავაზობს ზაფხულის განმავლობაში, რაც მთავარია, ანაზღაურებით.
ედობი ასევე არაჩვეულებრივ სამედიცინო პაკეტს სთავაზობს თანამშრომლებს, განსაკუთრებით დედებს, რომელთაც 2015 წლის 1 ნოემბრიდან შეუძლიათ ანაზღაურებადი 26 კვირიანი დეკრეტული შვებულების გამოყენება.
Asana - ასანა თანამშრომლებს აძლევს ბიუჯეტს, რათა თითოეულმა მათგანმა მოიწყოს სამუშაო მაგიდა ისე, როგორც მათ სურთ, სასურველი აღჭურვილობით.
Facebook - გარდა იმისა, რომ ფეისბუქის ოფისები სახელგანთქმულია კომფორტულობით, კომპანიამ თანამშრომლებს შესანიშნავი ბენეფიტი შესთავაზა: თითოეულ თანამშრომელს გადაეცემა თანხა, რომელიც შეუძლიათ ქველმოქმედებაში დახარჯონ.
Open DNS - დიენესმა თანამშრომლების კეთილდღეობისთვის "ტკბილეულის დღეების" მოწყობა გადაწყვიტა. თანამშრომლების განკარგულებაშია ასევე სამაგიდო თამაშები და იოგას გაკვეთილებიც.
Zillow - კომპანია ცნობილია დაუჯერებელი ბენეფიტებით. ზილოუ თანამშრომელ ქალებს გარდა 3 თვიანი ანაზღაურებადი დეკრეტული შვებულებისა, სთავაზობს ასევე ცხვრის რძეს, იმ შემთხვევაში თუ მათ მოგზაურობა უწევთ
Airbnb - ეარბიენბი თანამშრომლებისთვის 2 000 $-ს გამოყოფს სამგზაუროდ. კომპანიაში ასევე დასაშვებია ძაღლების მიყვანაც და ბოლოს, განსაკუთრებული ყურადღება ექცევა თანამშრომლების კვებას.
Salesforce - თანამშრომლებს ყოველწლიურად ერთკვირიან ანაზღაურებად შვებულებას უყოფს , რათა სხვადასხვა პროექტებში ჩაერთონ , როგორც მოხალისეები. კომპანიას უამრავი ბენეფიტი აქვს გამოყოფილი დედებზეც, მაგალითად დამატებითი თანხა საკვებისთვის. კომპანიის ოფისი ასევე აღჭურვილია გამაჯანსაღებელი ცენტრით, რომელიც თანამშრომლებს რელაქსაციის, დასვენების შესაძლებლობას აძლევს
Google - გუგლი დაუჯერებელ კომფორტს სთავაზობს თანამშრომლებს. კომპანიას აქვს შესანიშნავი პირობები დედებისთვის, საუცხოო კვება თანამშრომლებისთვის, თუმცა ეს ყველაფერი არ არის: კალიფორნიის ოფისი აღჭურვილია სატრენაჟორო, ბოულინგის და კალათბურთის დარბაზებით. ოფისში ასევე ნახავთ სილამაზის სალონს, მასაჟის კაბინეტს და სარეცხ მანქანებსაც კი.
Square - კომპანიაში თანამშრომლები განებივრებულნი არიან მასაჟით, აკუპუნქტურით, პერსონალური მწვრთნელებით, უფასო საკვებით და ყავით.
გარდა ამისა, თანამშრომლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ ანაზღაურებადი შვებულება და იმუშაონ სახლიდან.
evernote - კომპანია გამოირჩევა გუნდური მუშაობის პრინციპით, ოფისში ვიზიტისას კი რობოტსაც ნახავთ, რომელსაც აღმასრულებელი დირექტორი თანამშრომლებთან ურთიერთობისას დაიხმარს
Netflix - ნეტფლიქსმა ახლახანს დაანონსა ულიმიტო დეკრეტული შვებულების შესახებ - კომპანიის ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება, 1 წლის განმავლობაში დედებმა ისარგებლონ შეუზღუდავი შვებულებით, იმდენი დროით, რამდენიც ბავშვის აღზრდისთვისაა საჭირო.
Southwest Airlines - კომპანიის თანამშრომლები სარგებლობენ უფასო ავიარეისებით, როდესაც ისინი მოგზაურობენ დამსაქმებელთან ერთად. მოგზაურობაში მათ ასევე შეუძლიათ მეგობრების და ოჯახის წევრების წაყვანაც. თანამშრომლები ასევე სარგებლობენ ფასდაკლებებით სასტუმროებზე, ავტომობილების გაქირავების სერვისებზე და ა.შ.
კომპანია თანამშრომლებს ასევე ანებივრებს მხიარული საღამოებით.
Moz - კომპანია თანამშრომლებისთვის 3 000 დოლარს გამოყოფს, თანამშრომლების მოგზაურობის ხარჯებისთვის. კომპანია მათ ასევე უზრუნველყოფს უფასო ინტერნეტით სახლებში.
Insomniac Games - თანამშრომლებისთვის ეწყობა ფილმების საღამოები, რომელთა ღირებულებასაც კომპანია იხდის და თანამშრომლებს უფლებას აძლევს, სამუშაო საათების განმავლობაში დაკავდნენ გართობით.
Twitter - სან ფრანცისკოში თვითერის თანამშრომლები სარგებლობენ იოგას და პილატესის გაკვეთილებით, მათ განკარგულებაშია სამრეცხაო და დასუფთავების სერვისი. ოფისის მდებარეობა და უამრავი სივრცე ოფისის ირგვლივ კი პიკნიკების მოწყობის შესაძლებლობასაც იძლევა