· დღეს მსოფლიოში მხოლოდ 16 სკოლა ამზადებს ახალ თაობას ახალი სამყაროსთვის
· ყველაზე ინოვაციური მიდგომები არღვევენ სასკოლო ოთახში სწავლების ტრადიციულ მეთოდებს
· მნიშვნელოვანია, რომ მოსწავლეებს ჰქნდეთ ის უნარები, რომლებიც მეოთხე ინდუსტრიული რევოლუციისთვის იქნება საჭირო
ყოველდღიურად, მსოფლიო მასშტაბით, ახალი სკოლები და სწავლების ახალი მეთოდები იქმნება იმისათვის, რომ ახალი თაობა მზად დახვდეს სწრაფად ცვალებად დასაქმების ბაზარს. დღეს არსებული განათლების სისტემა და სწავლების მეთოდები უკვე მოძველებულია და დაახლოებით 200 წელს ითვლის. ხელოვნური ინტელექტი, მეგა მონაცემები და ციფრული სამყარო ყოველდღიურად აჩქარებს ბაზრის ცვლილებების ტემპს. ამიტომ, მნიშვნელოვანია არსებული განათლების სისტემა და სწავლების მეთოდები გაიხედოს და შეიცვალოს, რაც მომავალ თაობას საშუალებას მისცემს ფეხი აუწყოს დასაქმების ბაზრის ახალ ტენდენციებს.
2020 წლის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი საგანმანათლებლო სისტემაში ცვლილებების ინიციატივების განხილვასაც დაეთმო. ფორმუზე კვლევაც წარადგინეს, სადაც ნახსენებია 16 სკოლა, მიდგომა და წამოწყებაა, რომლებიც ცვლიან სწავლების ტრადიციულ მეთოდებს.
გთავაზობთ დავოსში განხილულ 5 ინიციატივას, რომელიც საგანმანათლებლო სისტემის თანამედროვე მოდელს ყველაზე მეტად შეესაბამებიან:
1) ჩინეთი - Anji Play
Anji Play ჩინეთის ჟეიჟანის პროვინციაში 2002 წელს შეიქმნა. სწავლების ეს მეთოდი სკოლამდელი ასაკიდან იწყება და სკოლაში სწავლების პროცესს სრულად გასდევს.
სწავლების ეს მეთოდი ეფუძნება იმ აზრს, რომ ნებისმიერ გარემო და ნივთი შეიძლება სწავლების საგანი გახდეს. ამ მიდგომის ფარგლებში ბავშვები ყოველდღიურად 90 წუთს გაერთ, თამაშში ატარებენ და შემეცნებისთვის იყენებენ ისეთ საგნებ, როგორიცაა კიბე, კუბები და ა.შ. ამ მეთოდის წარმატების მთავარი საიდუმლო დაბალ ფასიან საგნებშია, რაც სწავლებას ხელმისაწვდომს ხდის.
დღეს, სწავლების ამ მეთოდოლოგიაში 14000 ბავშვია ჩართული და ჩინეთის 34 პროვინციასა და 100 საჯარო სკოლაშია გავრცელებული. Adji Play-ის საპილოტე ვერსიები ამერიკის, ევროპისა და აფრიკის რამდენიმე სკოლაში უკვე არსებობს.
2. ფინეთი - დამწყები ენტრეპრენერები
ფინეთს განათლების სისტემა ყოველთვის გამორჩეული იყო და ის დღესაც გამორჩეულია თანამედროვე სამყაროსთვის საჭირო ცოდნისა თუ უნარების განვითარების მიმართულებით.
1958 წელს დაარსებული ჩრდილოეთ ტაპოლას სკოლა ფინეთში საუკეთესოა. ამ სკოლის კურიკულუმი შეესაბამება ფინეთის საგანმანათლებლო სისტემას, მაგრამ გამოირჩევა ისეთი განსხვავებული დისციპლინების სწავლებით, როგორიცაა მოქალაქობრივი შეგნების განვითარება, ენტრეპრენიორობა და სოციალური ცნობიერების ამაღლება.
„ახალგაზრდა ენტრეპრენერის“ პროგრამა საშუალებას აძლევს სკოლის მოსწავლეებს იმუშაონ გუნდებად, მოიფიქრონ და შექმნან ბიზნეს იდეა და მონაწილეობა მიიღონ ფინეთის ახალგაზრდა ენტრეპრენერების კონკურსშიც.
3. ინდონეზია - „მწვანე ლიდერების“ აღზრდა
ბალიში 2008 წელს დაარსებული „მწვანე სკოლისათვის“ „მწავანე ლიდერების“ აღრდა ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. ამ სკოლაში 3-დან 18 წლამდე 800-მდე მოსწავლე სწავლობს. 2021 წლისთვის სკოლა გაფართოვებას გეგმავს ახალ ზელანდიაში, სამხრეთ აფრიკასა და მექსიკაში.
ეკოლოგიურად ჯანსაღი სასწავლო გარემოს შენარჩუნება სკოლისათვის მთავარი პრიორიტეტია. 2017-2018 წლებში მოსწავლეებმა „მწვანე აქტივობებით“ ყოველთვიურად 150 კილოგრამი საკვები (ბოსტნეული, ხილი) შექმნეს. 2018 წლიდან სკოლა თანამშრომლობს სინგაპურის ყველაზე დიდ, სუფთა ენერგიის მომწოდებელთან- Sunseap, თანაშმრომლობის მიზანი კი სკოლისთვის სუფთა ენერგიის წარმოება.
4.კენია - ლტოლვილ ბავშვებთან დაკავშირება
2015 წელს ბელგიელმა მასწავლებელმა, აქტივისტმა და ენტრეპრენერმა კოენ ტიმერსმა საქველმოქმედო კანპანია წამოიწყო, რომლის იდეაც კენიაში, კაკაუმას ლტოლვილთა ბანაკის თანამშრომლებთან საუბრის შემდეგ დაებადა
ტიმერსმა ბანაკში 20 ლეპტოპი (თავისი ლეპტოპის ჩათვლით), მზის პანელები და ინერტეტისათვის საჭირო აღჭურვილობა გააგზავნა, რომლითაც მოხალისე მასწავლებლებს ჰქონოდათ საშუალება დაკავშირებოდნენ ლტოლვილ ბავშვებს და ესწავლებინათ მათთვის დისტანციურად. დღეს ამ პროქტის ფარგლებში 350-მდე მასწავლებელი ბანაკში მცხოვრებ ბავშვებს დისტანციურად ასწავლის ინგლისურს, მათემატიკასა და მეცნიერებას.
კაკაუმას მოდელი ახლა ტანზანიაში, უგანდაში, ნიგერიაში, მაროკოში, არგენტინაში, სამხრეთ აფრიკაში ბრაზილიასა და არქტიკულ კანადაში გაფართოებას გეგმავს.
5. ვიეტნამი - ტექნოლოგიების აკადემია
TEKY არის პირველი STEAM(მეცნიერება, ტექნოლოგია, ინჟნერია, ხელოვნება და მათემატიკა) აკადემია ვიეტნამში, რომელიც 6-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვების სწავლებისთვისაა გამიზნული. აკადემია 2017 წელს დაარსდა და დღეს, ვიეტნამის 5 ქალაქში 16 ცენტრი აქვს.
აკადემია ვიეტნამში 30 სკოლასთან თანამშრომლობს და მოსწავლეებს შესაძლებლობას აძლევს ისწავლონ ტექნოლოგიების მიმართულებით 9დან 18 თვემდე ხანგრძლივობით. ამას გარდა, არდადეგების პერიოდში, აკადემიაში კოდირების ბანაკებიც აქტიურდება და მსურველები სხვადასხვა პროგრამულ ენებს ეუფლებიან.
TEKY-ს სასწავლო პროგრამა მოიცავს, პროგრამირების, რობოტიკის, ვებ დიზაინის, მულტიმედიური კომუნიკაციებისა და ანიმაციის კურსებს, სადაც სწავლის დროის 80%-ს მოსწავლეებიტექნოლოგიებთან ურთიერთობას უთმობენ.