2008 წლის მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის შემდეგ, მუშაობის პროცესში სიცილი უსაქმურობის ნიშნად იქცა. დისკუსიებმა, რომლებიც ადრე კოლეგის სამუშაო მაგიდასთან მიმდინარეობდა, E-mail-ის ან სამსახურეობრივი ჩატების ფორმატში გადაინაცვლეს. ამ მოცემულობაში, ოფისში საუბარი, შესაძლოა, ზედმეტადაც კი გამოიყურება.
რა არის სიცილი? მერილენდის უნივერსიტეტის პროფესორი რობერტ პროვინი ამბობს, რომ სიცილი ადამიანის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სოციალური სიგნალია. კვლევების მიხედვით, ადამიანი უფრო ხშირად იცინის სხვა ადამიანებთან ურთიერთობის დროს და ოფისში სიცილი კი კოლეგისათვის განტვირთვის საშუალებაა.
ლონდონის უნივერსიტეტის პროფესორი სოფი სკოტი ამბობს, რომ სიცილი ადამიანის ქვეცნობიერი სიგნალია, რომელიც განტვირთვისა და უსაფრთხოების შეგრძნებას გამოხატავს. ბევრ ცხოველს სიცილის მსგავსი რეაქცია ახასიათებს, რომელსაც გარკვეული ემოციის განცდა წყვეტს. მაგალითად ვირთხები „სიცილს“ მაშინ წყვეტენ, როცა შეშფოთებას განიცდიან. ადამიანებიც ასე იქცევიან! ჩვენი სიცილი მიუთითებს იმაზე, რომ კარგ გარემოში ვიმყოფებით და/ან კარგად ვგრძნობთ თავს. ამ დროს ჩვენი თავდაცვის ინსტიქტი მოდუნებულია. კვლევები ადასტურებენ, რომ როდესაც ადამიანის ტვინი მოდუნებულია, მას თავისუფლად აზროვნების მეტი უნარი გააჩნია. ეს კონკრეტული კი კრეატიულობის საწინდარია.
დრექსელის უნივერსიტეტის პროფესორებმა ჩაატარეს ექპერიმენტი იმის დასადგენად, თუ რამდენად აუმჯობესებს სიცილი ლოგიკურ აზროვნებას. ფოკუს ჯგუფმა რობინ უილიამსის კომიკური გამოსვლა ნახა, შემდეგ კი მათ სატესტო კითხვები დაუსვეს. აღმოჩნდა, რომ ლოგიკური ამოცანების ამოხსნის შედეგი 20%-ით გაუმჯობესდა. დრექსელის უნივერსიტეტის პროფესორები ამბობენ, რომ სიცილის დროს მოდუნებულ ტვინს აქვს უნარი დააკავშიროს ისეთი ინფორმაცია, რასაც კონცენტრაციის დროს ვერ აკავშრებს.
ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორმა ტერეზა ამაბლიმ თავისი მოღვაწეობის 40 წელი ადამიანის კრეატიულობის კვლევას დაუთმო. მისი დაკვირვებით ადამიანები პოზიტიურ სამუშაო გარემოში მეტად კრეატიულები არიან, ვიდრე სტრესულ გარემოში. მისი აზრით, სტრესი შემოქმედებითობის მტერია. შესაბამისად, გარემო, სადაც სიცილი ხშირად ფიქსირდება, შესაძლოა რომ შემოქმედობითობისათვის ხელსაყრელ გარემოდ მივიჩნიოთ.
ალექს პენტლენდი, რომელიც წლებია სამუშაო გარემოს იკვლევს, 2014 წლის Google Talks-ში ამბობს, რომ კრეატიულობასა და პროდუქტიულობას არა E-mail-ით კომუნიკაცია, არამედ პირდაპირი საუბარი ზრდის. მისი თქმით, საუბრის მეშვეობით გუნდში პროდუქტიულობა 30-40 %-ით იზრდება. ალექსი იმაზეც მიუთითებს, რომ ხშირად იუმორნარევი საუბარი კრეატიულ იდეების „ფრქვევის“ კარგი მიზეზიც გამხდარა!
როგორც ხედავთ, შესაძლოა, ოფისში სიცილი მხოლოდ უსაქმურობის ნიშანი არ გახლდეთ. ხშირად სიცილი ერთმანეთთან დაკავშირებაში, უკეთესი გუნდის შექმნასა და კრეატიულობის გაზრდაში გვეხმარება.
დაიმახსოვრეთ, რომ მეცნიერება ყოველთვის თქვენს მხარესაა და შემდგომი სიცილის დროს შთაგონებაც გეწვევათ J