ადამიანების უმრავლესობას სურს კარიერაში წარმატების მიღწევა. თუმცა, ხშირად, გამოცდილების შეძენის და პასუხისმგებლობების გაზრდასთან ერთად ადამიანები იმდენად იკარგებიან საქმეში, რომ ავიწყდებათ რისთვის დაიწყეს მუშაობა. ასეთ დროს შეიძლება გაჩნდეს იმედგაცრუების შეგრძნებაც, რადგან მიუხედავად გაწეული უდიდესი ძალისხმევისა, არ უახლოვდებით თქვენთვის სასურველ მიზანს.
ასეთ დროს დაუსვით თავს მარტივი მაგრამ მნიშვნელოვანი შეკითხვა - რატომ ვაკეთებ ამას?
"ამაში" იგულისხმება ყველაფერი - თქვენი საქმე, საქციელი, გარემო, სამსახური, პოზიცია, პასუხისმგებლობები, ინდუსტრია, ადამიანები, თანამშრომლები, სამუშოს დრო და ადგილი. ამ მარტივი კითხვის დასმა თავდაპირველად შეიძლება სისულელედ მოგეჩვენოთ, თუმცა მასზე გულწრფელი პასუხის გაცემა დაგეხმარებათ უკეთ გაუგოთ საკუთარ თავს, გაიაზროთ თქვენი მოტივები და მიიღოთ სწორი გადაწყვეტილებები პროფესიული გზის განვითარების შესახებ.
იდეალურ შემთხვევაში კითხვაზე პასუხი იქნება:
- ვიძენ ახალ ცოდნას;
- მაქვს შემოსავალი;
- თავს ვგრძნობ შემდგარ ადამიანად;
- მივყვები ჩემს მიზნებს;
თუმცა, დიდი ალბათობით პასუხები უფრო ამგვარი იქნება:
- ყოველთვის ამაა ვაკეთებდი;
- სხვები ჩემგან ამას ელოდებიან;
- არ ვიცი რატომ;
მნიშვნელოვანია დაინახოთ და აღიაროთ, რომ თქვენი კარიერული განვითარება შეჩერდა. ხშირად ადამიანები იმდენად დაკავებულები არიან სხვადასხვა ყოველდღიური საქმეებით და პასუხისმგებლობებით, რომ ამას ვერ ამჩნევენ. პრობლემის გადაჭრის პირველი საშუალება კი მისი პრობლემად იდენტიციფიცირებაა.
კითხვაზე პასუხის გაცემით ნათელს მოჰფენთ თქვენს სურვილებს და იმას, რისი გაკეთებაც არ გსურთ. კითხვას "რატომ ვაკეთებ ამას" მოჰყვება შემდეგი კითხვა "რისი გაკეთება მინდა?". რომელსაც გულწრფელად უნდა უპასუხოთ თუნდაც პასუხი განსხვავდებოდეს თქვენი მიმდინარე საქმისგან.
აღნიშნულ კითხვებზე პასუხის გაცემა დაგეხმარებათ დაგეგმოთ მიზნის მიღწევისთვის აუცილებელი ნაბიჯები. მიზანთან შესაბამისობაში დაგეგმილი ქმედებების გარეშე, გამუდმებით ერთ წრეზე იტრიალებთ, თქვენს ძალისხმევას დაკარგავთ, იქნებით მუდამ დაკავებული თუმცა, არა პროდუქტიული. როდესაც განსაზღრავთ რისი გაკეთება გსურთ, ყველა შემდეგი ქმედება ამ არჩევანის გაძლიერებას უნდა ემსახურებოდეს.
მიღებული ყველა გადაწყვეტილება, მათ შორის პროფესიული გადაწყვეტილებები, ადამიანები ვისთანაც გაქვთ ურთიერთობა და ყოველდღიური გარემოც კი, უნდა იყოს წინასწარ განსაზღვრული არჩევანი, რომელიც შეესაბამება თქვენს საბოლოო მიზნებს.
წყარო - The Most Important Career Question To Ask—And Why Your Answer Matters (forbes.com)