თანამედროვე ფიზიკის მამა, ნობელის პრემიის ლაურეატი, ღრმა მოაზროვნე - ეს იმ ეპითეტთა მოკლე ჩამონათვალია, რომელითაც ალბერტ აინშტაინი შეგვიძლია მოვიხსენიოთ.
გერმანელი ფიზიკოსი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მეცნიერია. მის მიერ აღმოჩენილ ფორმულას, რომელიც მასასა და ენერგიას შორის ურთიერთქმედებას გამოხატავს- E=mc2- მთელი მსოფლიო იცნობს.
ფარდობითობის თეორია, რომელიც ალბერტ აინშტაინმა საუკუნის წინ აღმოაჩინა, დღესაც არ კარგავს აქტუალურობას. მეცნიერები, რომლებიც შავი ხვრელის გრავიტაციას აკვირდებიან, ამბობენ, რომ ფარდობითობის თეორია „სრულყოფილების ტესტს“ სწორედ ახლა გადის.
მეცნიერები, რომლებიც ჯერ-ჯერობით ვერ ახერხებენ ფარდობითობის თეორიის გამტყუნებას, ამბობენ რომ იგი შესაძლოა ვერ ერგებოდეს შავ ხვრელში არსებულ გრავიტაციას. ამ ჰოპოთეზის გასამყარებლად კი ირმის ნახტომის ცენტრი მოჰყავთ. დამტკიცებულია, რომ ირმის ნახტომის ცენტრში არ მოქმედებს დანარჩენ სამყაროში მოქმედი ფიზიკის კანონები. კალიფორნიის უნივერსიტეტის ასტროფიზიკოსები იუწყებიან, რომ მათმა კვლევებმა უკვე გაამტყუნეს ნიუტონის მიზიდულობის კანონი.
მიუხედავად ამისა, შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ აინშტაინმა ფასდაუდებელი მემკვიდრეობა დაგვიტოვა, რომელიც საშუალებას გვაძლევს უკეთესად შევიცნოთ სამყაროს მუშაობის პრინციპები. მისი უსაზღვრო ცნობისმოყვარეობა, კრეატიულობა და წარმოსახვის უნარი მეცნიერების ფარგლებს სცდებებოდა.
გთავაზობთ მის 10 გამონათქვამს, რომლებმაც დროის გამოცდას გაუძლეს:
1. ადამიანის ჭკუა...
„ჩვენ საკმარისი ჭკუა მოგვეცა იმისათვის, რომ ცხადად დავინახოთ რამდენად არაადექვატური შეიძლება იყოს ეს ჭკუა მაშინ, როდესაც არსებულ ფაქტებს ეწინააღმდეგება. თუ ყველა ადამიანს თავმდაბლობა შეეძლება, მაშინ ადამიანის მიერ შექმნილი სამყარო უფრო მიმზიდველი გახდება.“
2. ....და სისულელე
„ოდითგანვე ადამიანის ქმედებებს ან შიში ან მისი სისულელე განსაზღვრავს“.
3. ინტუიცია
„მე ინტუიციისა და შთაგონების მწამს. ზოგჯერ ვგრძნობ, რომ მართალი ვარ, თუმცა ეს არ ვიცი.“
4. გამძლეობა
„მე დღემდე იგივე პრობლემები მტანჯავს, რაც 10 წლის წინ. მე წვრილმან სააქმეებში ვაღწევდი წარმატებას, თუმცა მთავარი მიზანი მაინც მიუღწევლად რჩება, მიუხედავად იმისა, რომ ხანდახან ასე ახლოს მეჩვენება. რთულია, თუმცა ჯილდოს ღირსია, რადგან რთულია, იმიტომ რომ მიზანი ჩემს შესაძლებლობებს სცდება; ჯილდოს ღირსი - რადგან შეუძლია ყოველდღიური ცხოვრებისაგან გადამატანინოს ყურადღება.“
5. წარმატება
„ეცადე, გახდე არა წარმატებული, არამედ ღირებული.“
6. სიყვარული
„სიყვარულს უფრო დიდი ბედნიერება მოაქვს, ვიდრე განშორებას ტკივილი.“
7. საზოგადოება და ინდივიდი
„მნიშვნელოვანი მიღწევები მხოლოდ მაშინ ჩნდება საზოგადოებაში, როდესაც ისინი ინდივიდის თავისუფალი განვითარების საშუალებას ქმნიან.“
8. ცნობისმოყვარეობა
მთავარია, კითხვების დასმა არ შეწყვიტოთ. სამყაროში ცნობისმოყვარეობა კონკრეტული მიზეზების გამო არსებობს. მას, როგორც ცალკე განყენებულს, დახმარება არ შეუძლია, თუმცა მოქმედებაში მოყვანილს შეუძლია განჭვრიტოს სამყაროსა და ცხოვრების საიდუმლოებანი, რეალობის საიდუმლო სტრუქტურა. საკმარისია ყოველ დღე, მცირედი მცდელობა ამ საიდუმლოს ამოსახსნელად.
9. მეცნიერება
„მეცნიერება სხვა არაფერია, გარდა ყოველდღიური აზროვნების გაუმჯობესებისა.“
10. წარმოსახვა
„ცოდნაზე მიშვნელოვანი წარმოსახვის უნარია. ცოდნა შეზღუდულია. წარმოსახვა კი უსაზღვრო.“