სამსახურის გასაუბრებაზე აუცილებლად დაგისვამენ კითხვას - „როგორია თქვენი მიმდინარე ანაზღაურება და სახელფასო მოლოდინები?“. ამ კითხვაზე პასუხის გაცემა სამსახურის ძიების პროცესის განუყოფელი ნაწილია. Forbes გვიზიარებს სამ გზას, თუ როგორ შეგვიძლია გავცეთ პასუხი კითხვას სასურველი ანაზღაურების შესახებ:
გზა 1 - კითხვის შებრუნება;
დამსაქმებელმა შეიძლება დასვას კითხვა ანაზღაურების შესახებ, თუმცა აუცილებელი არ არის უპასუხოთ მას. შეგიძლიათ, პასუხის გაცემის ნაცვლად, კითხვა უკან შეუბრუნოთ- “დიდი სიამოვნებით გაგიზიარებთ ჩემს შეხედულებებს, თუმცა პირველ რიგში მაინტერესებს რამდენია თქვენი ბიუჯეტი.“
ამ კითხვაზე პასუხის გაცემით, მიიღებთ ინფორმაციას, თუ როგორია მომავალი დამსაქმებლის მიერ განსაზღვრული სახელფასო ფარგლები და რამდენად შეესაბამება ის თქვენს მოლოდინებს. გარდა ამისა, ამ კითხვაზე პასუხით შეგიძლიათ განსაზღვროთ რამდენად გულწრფელია თქვენი დამსაქმებელი და შეუძლია ღია კომუნიკაცია.
გზა 2 - ხელფასის სავარაუდო ფარგლების გაზიარება
შეგიძლიათ დამსაქმებელს გაუზიაროთ ხელფასის სავარაუდო ფარგლები, თქვენ მიერ ჩატარებული მოკვლევის საფუძველზე. შეგიძლიათ გაეცნოთ ინტერნეტში განთავსებულ სხვადასხვა მსგავს ვაკანსიას, სადაც მითითებულია ხელფასი, გაესაუბროთ სხვადასხვა პროფესიონალს და მოისმინოთ მათი გამოცდილება და სხვა.
ამ გზით, დამსაქმებელს აჩვენებთ, რომ თქვენ სრულყოფილად მოიძიეთ ინფორმაცია და მომზადებული ხვდებით ანაზღაურების შესახებ დასმულ კითხვას.
გზა 3 - მიმდინარე ანაზღაურების და მოლოდინების გაზიარება (რეკომენდირებულია მაღალანაზღაურებადი პოზიციებისთვის)
იმ შემთხვევაში, თუ თქვენი პროფესიისთვის მაღალანაზღაურებად პოზიციაზე მუშაობთ, შეგიძლიათ გასაუბრებისას თამამად გააზიაროთ ინფორმაცია თქვენი მიმდინარე ანაზღაურების და სახელფასო მოლოდინების შესახებ. ხშირად, ამგვარად შეგიძლიათ განსაზღვროთ რამდენად ემთხვევა კომპანიის და კანდიდატის ინტერესები და არ დახარჯოთ ზედმეტი დრო გასაუბრების და შეხვედრებისთვის.
წყარო - 3 Different Ways To Answer Salary Expectations (forbes.com)