ამ ცოტა ხნის წინ, ჯეფ ბეზოსმა Amazon-ში შეხვედრებზე PowerPoint-ის გამოყენება აკრძალა. მისივე მოთხოვნით Amazon-ში შეხვედრა საჭირო ინფრომაციის შემცველი „ბრიფების“კითხვით იწყება.
ეს გადაწყვეტილება სულაც არ არის გასაკვირი, თუ გავითვალისწინებთ იმ სამეცნიერო კვლევებს, რომლებიც ამტკიცებენ, რომ PowerPoint-ის გამოყენება მნიშვნელოვნად ამცირებს ორგანიზაციულ ინტელექტს- უფრო მეტად ვიზუალიზაციაზე აკეთებს აქცენტს, ვიდრე საკითხის თუ პრობლემის შინაარსის გააზრებაზე! ამას გარდა, PowerPoint-ის „ბრიფ“ დოკუმენტით ჩანაცვლება ძალიან ჭკვიანური ნაბიჯია შემდეგი სამი მიზეზის გამო:
1. ზოგავს დროს - PowerPoint ინფორმაციას იძლევა იმ სიჩქარით, რა სიჩქარითაც პრეზენტატორი საუბრობს. ბრიფ დოკუმენტი კი - იმ სიჩქარით, რას სიჩქარითაც მკითხველი კითხულობს. ის ინფორმაცია, რომელსაც პრეზენტაცია გვაწვდის პირობითად ერთ საათში (შესვენებების და დისკუსიის გარეშე), შესაძლოა მონაწილემ 5 წუთში წაიკითხოს ბრიფის სახით
2. ზოგავს დროს - ბრიფ დოკუმენტში შეხვედრისათვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია დასაწყისშივე წერია. ამასთან, ერთ გვერდზე კონცენტრირებული მნიშვნელოვანი ინფორმაცია შეხვედრებზე მოკლე დისკუსიების საშალებას იძლევა, თანაც- მხოლოდ საჭირო თემაზე. პრეზენტაციაში არსებული ინფორმაციის მისაღებად, აუცილებელია შეხვედრაზე დასწრება. ბრიფ დოკუმენტი კი იძლევა საშუალებას, გაიგო საჭირო ინფორმაცია შეხვედრაზე დაუსწრებლად
3. ზოგავს დროს - ბრიფ დოკუმენტი საშუალებას იძლევა, თავიდან ავიცილოთ ისეთი PowerPoint პრეზენტაციები, რომელიც უინტერესოა ჩვენთვის ან სადაც პრეზენტატორი ეხება „ყველა თემას“, გარდა მთავარისა,
ცნობილია, რომ მენეჯერები დროის საშუალოდ 50 %-ს შეხვედრებში ხარჯავენ, საიდანაც მესამედი შედეგს არ იძლევა.
თუ გავითვალისწინებთ, რომ ბრიფ დოკუმენტები დროის თვალსაზრისით უფრო მომგებიანია, ვიდერე PowerPoint და თავიდან იშორებს უშედეგო შეხვედრებს, შეგვიძლია დავასკვანთ, რომ ბეზოსმა კომპანიის მენეჯმენტის ეფექტიანობა, ყველაზე ცოტა, 25%-ით გაზარდა.
აღსანიშნავია, რომ ორგანიზაციაში ტექნოლოგიების დანერგვა, ხშირ შემთხვევაში ისეთ პოზიტიურ ეფექტს არ იძლევა, რამდენადაც ბეზოსმა ამ გადაწყვეტილების შედეგად მიიღო.
ამასთან, „ამაზონმა“ და ბეზოსმა ამ ინიციატივაზე 0.00$ დახარჯეს (ხომ იცით, ბეზოს ფულის დაზოგვა არ უჭირს J )
ძალიან ჭკიანურია, რას იტყვით?!