Wall Street Journal-ის მიხედვით, დასაქმებულები სამსახურს მასობრივად ტოვებენ. ამ ფაქტს შეერთებული შტატების შრომის სტატისტიკის ბიუროს მონაცემებიც ადასტურებს. როგორ ცდილობენ კომპანიები თანამშრომლების შენარჩუნებას? როგორც ცნობილია, თანამშრომლების შენარჩუნებს საუკეთესო ტექნიკას ე.წ. Stay Interview წარმოადგენს.
სამსახურიდან წასვლის წინ, თანამშრომელთან გასაუბრება, ე.წ ‘გასვლის ინტერვიუ“, გავრცელებული პრაქტიკაა. გასვლის ინტერვიუ კომპანიისთვის მნიშვნელოვანი ინფრომაციის შემცველია, ამ ინტერვიუს დროს თანამშრომლები გააზიარებენ მოსაზრებას, რა არ მოსწონთ მიმდინარე საქმესა თუ სამუშო გარემოში. Stay interview, თითქოს ჰგავს გასვლის ინტერვიუს, მაგრამ ამ ინტერვიუს დროს მიღებული მესიჯები განსხვავებულია. Stay interview ესაა ინფორმაცია, თუ რა მოსწონს და /ან მოსწონდა თანამშრომელს კომპანიაში, და რა ფაქტორები იქნებოდა მისთვის კომპანიაში დარჩენის მოტივატორი.
წიგნის, The Stay Interview-ს, ავტორი რიჩარდ ფინეგანი ამბობს, რომ დასაქმებულის კომპანიიდან წასვლის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი მენეჯერების მიმართ უნდობლობაა. ფინეგანი მიიჩნევს, რომ Stay Interview ამ ნდობის შექმნისთვის საუკეთესო გადაწყვეტილებაა და ამასთან, საუკეთესო მეთოდი თანამშრომლების შესანარჩუნებლად.
ფინეგანი ამბობს, რომ Stay Interview-ს დროს აუცილებელია დაისვას კითხვა, თუ რა იყო თანამშრომლის მოლოდინები საქმიანობნის პირველ დღეებში, რა მოსწონდა ყველაზე მეტად და რა იქნებოდა მისი ახალი მოლოდინები, თუკი ის დარჩება ორგანიზაციაში. ასეთი ინტერვიუ მენეჯერებს საშუალებას უქმნის გაითვალისწინოს და გააუმჯობესოს თითოეული თანამშრომლის სამუშაო გარემოც და სამუშაოც. მაგალითად, თუ თანამშრომელს ახალ გამოწვევებთან შეჭიდება სურს, მენეჯერმა უნდა გაითვალისწინოს მისი სურვილი და მას განსხვავებული ამოცნები თუ დავალებას მისცეს.
ფინეგანის რჩევით, Stay Interview-ს დროს, თითქოს, მარტივი ხდება იმის გაცნობიერება, თუ რა არის თითოეული თანამშრომლის მოტივაცია. თანამშრომლების შესანარჩუნებლად, ხშირად, საკმაოდ მასშტაბური პროგრამები ხორციელდება, მაგ: გაუმჯობესებული შეღავათები, გუნდურობის აქტივობები, კომპანიის მიზნები. თუმცა, აუცილებლად გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ თითოეული თანამშრომელი ინდივიდია. მათ აქვთ საკუთარი მიზნები და შიშები, იმედები, ძლიერი და სუსტი მხარეები. მენეჯერები, რომლებსაც კომპანიაში თანამშრომელთა შენარჩუნების საუკეთესო შედეგები აქვთ, თითოეულ თანამშრომელს ინდივიდუალურად უდგებიან. ისინი დასაქმებულებს მათზე მორგებულ დავალებებს აძლევენ, ყოველთვის უბრუნებენ უკუკავშირს და მათი მოტივაციის გაზრდას ცდილობენ.
ზოგი მენეჯერისთვის დასაქმებულებთან საუბარი ბუნებრივი პროცესია. ასეთ დროს, შეიძლება Stay Interview აღარ იყოს საჭირო. თუმცა ზოგიერთი მენეჯერისთვის დასაქმებულთან საუბარი დაუსრულებელ დავალებას ჰგავს, რომელიც სრულიად ცდება მისი კომფორტის ზონას. ასეთ დროს Stay Interview აუცილებელია.
ფინეგანის აზრით Stay Interview სისტემური პროცესია, რომელიც გავლენას ახდენს თანამშრომელთა შენარჩუნებაზე, კომპანიის მიზნებზე, თანამშრომლის შედეგებსა და ანგარიშვალდებულებაზე. სისტემური მიდგომას აუცილებელია შენარჩუნების მაღალი მაჩვენებლის მიღწევის მიზნით, Stay interview კი ეფექტური სისტემური მეთოდია, რადგან თანამშრომლებთან ინდივიდუალური კომუნიკაცია ზრდის თანამშრომელთა ჩართულობასა და ხელს უწყობს მათ გრძელვადიან შენარჩუნებას.