Microsoft-ის ბოლო პერიოდის წარმატება ორგანიზაციული კულტურის ცვლილების შედეგია. „განვითარებაზე ორიენტირებული მიდგომა“ (growth mindset) - ასე უწოდებენ მაიკროსოფტში ლიდერობისა თუ მართვის ახალ ფილოსოფიას, რომლის ძირითადი აქცენტი ადამიანის მუდმივი ცვლილებაა
ტალანტების მართვისა და სწავლის მიმართულებით ვიცე პრეზიდენტის ჯო ვიტინგილის მიხედვით, ტექგიგანტი Growth mindset -ს მენეჯერების მუდმივი ქოუჩინგით ავრცელებს ორგანიზაციაში. ამ მიდგომის ძირითადი აქცენტია კეთდება იმაზე, თუ როგორ აღიქვამს ადამიანი გამოწვევებს და რა არის მისი რეაქცია მოცემულ სიტუაციაში. მაგალითად, თუ ადამიანი პრობლემის წინაშე აღმოჩნდება, განვითარებაზე ორიენტირებული მიდგომა იწვევს ფიქრს არა მარცხზე, არამედ იმაზე თუ რა არის გამოწვევის მიზეზი, შინაარსი და რა შეუძლია ისწავლოს ადამიანმა ამისგან.
Microsoft-ის CEO-მ, სატია ნადელამ, განვითარებაზე ორიენტირებული მიდგომის პოპულარიზაცია ორგანიზაციაში 2014 წელს აქტიურად დაიწყო- ჩატარდა გამოკითხვები, ფოკუს ჯგუფები და იდეების გაცვლა თუ როგორ უნდა ისწვლონ მენეჯერებმა გამოწვევებისგან. დღეს, Growth Mindset ტექგიგანტის „სამუშო კულტურაა“,
სტენფორდის უნივერსიტეტის ფსიქოლოგი , კეროლ დუეკი იდეოლოგიის აქტიური მხარდამჭერია და მისი აზრით, აუცილებლად შესაცვლელია ადამიანის მიერ წარმატებისა და წარუმატებლობის აღქმა. პროფესიონალები, რომლებიც განვითარებაზე ორიენტირებულ მიდგომით ქმედებენ, ყოველთვის სწრაფად იაზრებენ შეცდომის თუ წარუმატებლობის მიზეზს, აუცილებლად გამონახავენ დროს გაიაზრონ შეცდომა და სწრაფადვე ქმედებენ პრობლემის თუ წარუმატებლობის გამოსასწორებლად. Growth Mindset ის მქონე ადამიანების გამორჩეული წარმატების „მიზეზი“ რეაგირების და ქმედების პროცესზე ფოკუსირებაა და არა საკუთარი უნარების წყალობით პრობლემის აღმოფხვრა. ანუ ქმედება და არა უნარები..
Microsoft განვითარებაზე ორიენტირებულ მიდგომას ასეთი ფორმატით ნერგავს: მოდელირება, ქოუჩინგი და ზრუნვა. ორი წლის განმავლობაში, კორპორაციაში ჩატარდა მენეჯერების გამოკითხვა, თანამშრომლების კვლევა და უამრავი ფოკუს ჯგუფი, რომლის შედეგადაც, მენეჯერებმა მიაგნეს მართვის ძირითად მიზანს: წარმატებული შედეგების შექმნა მხარდაჭერით, ქოუჩინგით, ქცევის გამორჩეული სტანდარტის შექმნითა და ზრუნვით. მართვის ეს ახალი მოდელი ცალსახად Growth Mindset ზე აკეთებს და ასე გამოიყურება:
მოდელირება -Microsoft-ის კულტურით ცხოვრებას და თითოეული თანამშრომლისათვის თვალსაჩინო მაგალითად ყოფნას ნიშნავს. მენეჯერებმა უნდა აჩვნენონ, რომ ისინი პრაქტიკაში იყენებენ განვითარებაზე ორიენტირებულ მიდგომას და უნდა „ასწავლონ“ კოლეგებს თუ როგორ გაუმკლავდნენ პრობლემებს
ქოუჩინგი- გუნდის მიზნების ზუსტი დეკლარირება წევრებისთვის, დახმარება ადაპტაციასა და სწავლაში. მენეჯერებმა ხელი უნდა შეუწყონ კოლეგებს, ისწავლონ საკუთარი შეცდომებით და ამ პროცესში, დაეხმარონ გუნდის წევრებს სწრაფ ადატპაციასა და ემოციური სტაბილურობის შენარჩუნებაში
ზრუნვა - მოდელის ის ნაწილია, რომელიც Microsoft-ის თანამშომლებსა და მენეჯერებში ყველაზე მეტი პოპულარობით სარგებლობს, რომლის დროსაც გუნდის წევრებმა იციან საკუთარი და კოლეგების ძლიერი და სუსტი მხარეები და ცდილობენ დაეხმარონ ერთმანეთს ‘სუსტი მხარეების“ გაძლიერებაში.
თუ დავაკვირდებით, Microsoft ის ახალი მიდგომა სამივე მიმართულებით ცვლილებაზეა ფოკუსირებული: სწვალა პროცეში, სწავლა ლიდერისგან, სწავლა კოლეგისგან. ეს არის განვითარებაზე ორიენტირებული მიდგომის, ანუ growth mindset-ის შინაარსი, რამაც გამორჩეული შედეგები მოუტანა კორპორაციას.