ყველაზე შრომისმოყვარე და ორგანიზებული ადამიანიც კი ებმება პროკრასტინაციის მახეში. პერიოდული დაყოვნება ქაოსს არ გამოიწვევს, თუმცა მუდმივმა პროკრასტინაციამ შეიძლება გამოუსწორებელი შედეგები მოგიტანოთ.
პროკრასტინაციის დამარცხების პირველი ნაბიჯია მისი გამომწვევი მიზეზების გაანალიზება. FastCompany გვიზიარებს 4 ასეთ მიზეზს:
1. დიდი და რთული საქმისთვის თავის არიდება;
პროკრასტინაციის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზია დიდი და რთული საქმისთვის თავის არიდება. ასეთ დროს, ადამიანებს როგორც წესი ყურადღება გადააქვთ უფრო პატარა დავალებებზე, მაგალითად, მოკლე მეილის დაწერაზე, იმისთვის რომ პატარა დავალების შესრულებით მიიღონ დოპამინი. მიუხედავად იმისა, რომ პატარა დავალებების შესრულება თითქოს პროდუქტიული საქმეა, ის ხელს გიშლით მნიშვნელოვანი, მთავარი საქმის გაკეთებაში, რასაც შესასრულებლად უფრო დიდი დრო სჭირდება.
დაყავით დიდი პროექტი პატარა ნაწილებად, დაინიშნეთ დრო და იმუშავეთ 30 წუთიანი პერიოდებით.
2. არასრულფასოვნების, არასაკმარისობის შეგრძნება;
პროკრასტინაციის გამომწვევი შემდეგი მიზეზია არასრულფასოვნების შიში, რომ შესრულებული სამუშაო არ იქნება საკმარისად კარგი. რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ შესრულებული სამუშაო არ შეესაბამება სხვა ადამიანების მოლოდინებს?
ასეთ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია იმის გააზრება, ვის სასარგებლოდ მუშაობთ და რა პოზიტიური შედეგები აქვს შესრულებულ საქმეს. ამაზე საუბარი შეგიძლიათ თქვენს კოლეგასთან, მენტორთან ან მეგობართან, რომელიც სხვა მხრიდან დაგანახებთ თქვენ მიერ შესრულებული საქმის შედეგებს.
3. საუკეთესო გამოსავლის პოვნა;
დიდი პროექტების შესრულების ბევრი სხვადასხვა გზა არსებობს. ამ მრავალფეროვანი არჩევანის გაკეთება ხშირად აზროვნების პარალიზებას იწვევს, რაც საბოლოოდ პროკრასტინაციას ბადებს.
პროექტზე მუშაობის დასაწყებად ჩამოწერეთ სამი რამ, რაც ყველაზე მეტად გაინტერესებთ ამ პროექტში და შემდეგ აირჩიეთ ამ სამიდან რომელიმე ერთი. დაყავით პროექტი სხვადასხვა ნაწილებად, შეამცირეთ მისაღები გადაწყვეტილებები ერთ მთავარ კითხვამდე.
4. გაურკვევლობის და ქაოსის თავიდან არიდება;
სხვადასხვა არჩევანიდან საუკეთესო გზის პოვნასთან ერთად ბევრი ადამიანი ცდილობს ერთადერთი „სწორი“ გზის პოვნას. მათ სურთ ყველაფერი იდეალურად შესრულეს. ასეთ დროს, რთულია გზის გაგრძელება, რადგან გაურკვეველი მომავალი ქაოტურად ჩანს და მარცხის, არაიდეალურობის შიშით, არ გსურთ რაიმე გამოგრჩეთ.
ჩამოწერეთ ყველაფერი რისი გაკეთებაც საჭიროა პროექტის შესასრულებლად. შემდეგ ეს ნაბიჯები დაალაგეთ ლოგიკურად. შეგიძლიათ ჩამოწეროთ სავარუდო უარყოფითი შედეგებიცდა წინასწარ განსაზღვროთ მათი თავიდან არიდების სტრატეგიები.
წყარო - Unmet needs that cause you to procrastinate (fastcompany.com)