მენეჯერობა ბევრი ადამიანისთვის სასურველი პოზიციაა, თუმცა მართვის უნარი ყველას არ გააჩნია. კარგი მენეჯერობისათვის, მთავარია, ადამიანს ჰქონდეს მიდრეკილება აღმოაჩინოს და დააკმაყოფილოს სხვა ადამიანების საჭიროებები. ეს თვისება არის ის საფუძველი, რაც ადამიანს კარგ მენეჯერად აქცევს.
გთავაზობთ 5 აუცილებელ თვისებას, რომელიც კარგ მენეჯერს უნდა ახასიათებდეს:
1) უნარი, განავითარო სხვა
ჩვენს ირგვლივ არსებობენ „უფროსები“ და არსებობენ „მენეჯერები“. ამ ორს ერთმანეთისგან, მნიშვნელოვნად, სხვა ადამიანების განვითარების სურვილი განასხვავებს. მენეჯერებს აქვთ მისწრაფება, თავის თანამშრომლებს წარმატებისკენ გაუკვალონ გზა და გახადონ იმაზე უკეთესები, ვიდრე ისინი ახლა არიან.
2) უნარი, გენდოს სხვა
კარგმა მენეჯერებმა ყოველთვის იციან რა ხდება მათ გუნდში, როგორ მუშაობენ თანამშრობლები და რამდენად კმაყოფილია მისი მომხმარებელი. როგორ ახერხებენ ამას? საიდუმლო ნდობაშია, ნდობას კი თანამშრომლებთან კავშირი იწვევს. კარგი მენეჯერები ყოველთვის მუშაობენ გუნდის ერთიანობისათვის და საკუთარ ქმედებეზე ყოველთვის პასუხისმგებლობას იღებენ. ამ გზით ისინი ადამიანებისგან ნდობასა და პატივისცემას იმსახურებენ.
3) პრობლემის გადაჭრაზე მუშაობა
კომპანია, რომელიც პრობლემის გადაჭრაზეა ორიენტირებული, ყოველთვის უკეთეს შედეგს დებს. დანიელა პერდომო, GoTenna-ს აღმასრულებელი დირექტორი, თავის კომპანიაში სწორედ, პრობლემის გადაჭრაზე ორიენტირებულ კულტურას ქმნის. ნებისმიერი ახალი პროდუქტის შექმნისას, ახალ ინიციატივასთან შეჭიდებისა თუ თუნდაც შეხვედრის დროს, მისი თანამშრომლები კონკრეტული პრობლემის გადაჭრაზე მუშაობენ. მსგავსი მიდგომა ზრდის თანამშრომელთა ჩართულობას, სტიმულირებას უწევს მათ შემოქმედებით აზროვნებას. შედეგად კი იბადება მეტი ინოვაციური იდეა კომპანიის მიზნების მისაღწევად.
4) სხვების აზრის მოსმენა
მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისას, კარგი მენეჯერები რჩევას გუნდის სხვა წევრებსაც ეკითხებიან. ისინი ყოველთვის იკრიბებიან სტრატეგიულ თუ კრეატიულად მოაზროვნე თანამშრომლებთან ერთად, უყვებიან პრობლემის შესახებ და ისმენენ ამ პრობლემის გადაჭრის განსხვავებულ მიდგომებს. ამ დროს, გუნდის წევრებს ეძლევათ საკუთარი აზრის დაფიქსირების და შესაბამისად, მოქმედების საშუალება. ეს მიდგომა მენეჯერებს უკეთესი და სწრაფი გადაწყვეტილებების მიღებაში ეხმარება.
5) მართო იმისთვის, რომ შეცვალო
კარგი მენეჯერები ბიზნესს სხვების ცხოვრების უკეთესობისაკენ შესაცვლელად ქმნიან. მათ ინსტიქტების დონეზე იციან, თუ როგორ მიაღწიონ მიზანს თანამშრომლების ჩართულობისა და ენერგიის სწროად გამოყენებით. კარგი მენეჯერები ადამიანების საქმიანობაში მნიშვნელოვან მიზანს ხედავენ. ეს ხედვა თანამშრომლებს უფრო მეტი ენერგიითა და პასუხისმგებლობით ავსებს, ისინი საქმისადმი ერთგულები და თავდადებულები ხდებიან. ეს კი ის შეგრძნებაა, რაც მათ ცხოვრებას უკეთესობისკენ ცვლის.