ყველაფერი 2001 წელს ზამთრის კურორტ სნოუბერდზე, უტაში დაიწყო...
Agile მეთოდოლოგია ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში იღებს სათავეს. წარმოიდგნეთ სამყარო, სადაც ბიზნესის ძირეული პრობლემების მოსაგვარებლად ლოდინი და დიდი დროა საჭირო. ახლა შეიძლება ეს უჩვეულოდ ჟღერდეს, თუმცა 30 წლის წინ მსგავსი პროცესი ჩვეულებრივ რუტინას წარმოადგენდა. სწორედ, ეს პრობლემა დაედო საფუძვლად Agile მეთოდოლოგიის შექმნას.
დღეს სილიკონ ველიზე მომუშავე პროფესიონალებისთვის Waterfall საძულველი სიტყვაა. თუმცა, 30 წლის წინ ინფორმაციული ტექნოლოგიების პროდუქტის შესაქმნელად და პროექტების სამართავად სწორედ ეს მეთოდოლოგია გამოიყენებოდა. Waterfall მოდელის მიხედვით, პროექტის მოთხოვნები და მისი მართვის პროცესი საწყის ეტაპზევე განისაზღვრებოდა და პროდუქტის დიზაინი მასზე დაყრდნობით იქმნებოდა. ტექნიკური სამუშაოები პროექტის დასაწყისშივე გაწერილი მოთხოვნების მიხედვით ხოდრციელდებოდა, ხოლო პროდუქტის დატესტვა ტექნიკური სამუშაოების დასრულების შემდეგ ხდებოდა. ტესტირების შედეგად იდენტიფიცირებული ხარვეზების აღმოფხვრის შემდეგ კი პროდუქტი ბაზარზე ეშვებოდა.
ერთი შეხედვით, ეს მოდელი სრულყოფილია და წესით, ციფრული პროდუქტის შექმნის პროცესში პრობლემებს არ უნდა ქმნიდეს. თუმცა, მისი პრობლემა შემდეგში მდგომარობს: ამ მეთოდოლოგიის მიხედვით პროექტის მიმდინარეობის განმავლობაში ცვლილებების შეტანა არ შეიძლება. ციფრული სამყარო და ციფრული პროდუქტის შექმნა, მომხმარებლის ცვალებადი მოთხოვნებიდან გამომდინარე, სწრაფ ცვლილებებს მოითხოვს, რასაც Waterfall მეთოდოლოგია ვერ აკმაყოფილებს. მაგალითად, ამ მეთოდით შექმნილი პროდუქტების უმრავლესობა ბაზარზე გამოჩენისთანავე ცდებოდა მომხმარებლის მოთხოვნებს, ხოლო მისი ცვლილება ისევ Waterfall მეთოდის გამოყენებით დიდ დროით რესურსს მოითხოვდა, რაც შედეგად იწვევდა იმას, რომ პროდუქტი მისი არსებობის ყველა ეტაპზე ჩამორჩებოდა მომხმარებლის მოთხოვნებს. შესაბამისად, საჭირო გახდა ინფორმაციული ტექნოლოგიების პროექტების მართვის ისეთი მოდელის შექმნა, რომელიც სწრაფად ცვალებად ციფრულ გარემოს ფეხს აუწყობდა, სწრაფად უპასუხებდა მომხმარებლის მოთხოვნებს და შეამცირებდა ტექნიკური სამუშაოებისთვის საჭირო დროს.
2020 წელს ორეგანოში ერთმანეთს 17 დეველოპერი ციფრული პროდუქტის შექმნის პროცესის აჩქარების საკითხის განსახილველად შეხვდა. ამ შეხვედრაზე მონაწილეებმა აღმოაჩინეს, რომ მომხმარებილისგან უკუკავშირის სწრაფი მიღება, ბაზრის რეგულარული კვლევა და ამ შედეგებზე პროექტის მიმდინარეობის ნებისმიერ ფაზაში სწრაფი რეაგირება, მათ მიზნის მიღწევაში დაეხმარებდა.
Agile მეთოდოლოგია 2001 წელს, ზამთრის კურორტ სნოუბერდზე, უტაში შეიქმნა. დეველოპერების იგივე გუნდმა სამი დღის განმავლობაში ინფორმაციული ტენოლოგიების მართვის ახალი მოდელი, “Manifesto for Agile Software Development” შექმნა. ეს მიდგომა ინდივიდებს და კომუნიკაციას პროცესსა და მექანიზმებზე მაღლა აყენებს. Agile მეთოდოლოგიისთვის პროდუქტზე მუშაობის პროცესი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე დაუსრულებელი ბიუროკრატია, მომხმარებელთან პერმანენტული თანამშრომლობა კი პროექტის საწყის ეტაპზე შეთანხმებულ პირობებზე მაღლა დგას. რაც მთავარია, ამ მეთოდოლოგიის მიხედვით ყველაზე მნიშვნელოვანია ცვლილებებზე სწრაფი რეაგირება და მასთან ადაპტაცია და არა გაწერილი გეგმის მიხედვით მოქმედება.
შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ამ მეთოდოლოგიამ ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში რევოლუცია მოახდიანა. „დამფუძნებელმა მამებმა“ Agile Manifesto-ს სწრაფად გავრცელების მიზნით არაკომერციული ორგანიზაცია. Agile Alliance შექმნეს, რომელიც დღესაც კი მთელი მსოფლიოს მასშტაბით კომპანიებს მეთოდოლოგიასთან დაკავშირებულ ინფორმაციას უზიარებს და მათ ამ მეთოდოლოგიასთან ადაპტაციაში ეხმარება. 2003 წელს, უტაში, სადაც Agile მეთოდოლოგია დაიბადა, პირველი Agile კონფერენცია ჩატარდა, რომელსაც Agile 20XX ეწოდა, ეს კონფერენცია დღემდე ყოველწლიურად ტარდება და მოწვეულ მსმენელს, Agile მეთოდოლოგიასთან დაკავშირებულ ცვილებებსა და სიახლეებს უზიარებს.
ციფრული სამყაროს განვითარებამ არა მარტო ინფრომაციული ტექნოლოგიების სფერო, არამედ სრულიად ბიზნეს სამყარო შეცვალა. ახლა პროცესები უფრო სწრაფი გახდა, რაც თავის თავში, რა თქმა უნდა, მომხმარებლის მოთხოვნებიდან გამომდინარე სწრაფ ცვლილებსაც მოითხოვს. ამიტომ, თითქმის ყველა ბიზნესისათვის გაჩნდა მოთხოვნა, რაც შეიძლება სწრაფად ეპასუხათ ბაზარზე არსებული ცვლილებებისათვის. შესაბამისად, Agile არა მხოლოდ ინფრომაციული ტექნოლოგიების განვითარების მიდგომად, არამედ ორგანიზაციული მართვის ფილოსოფიადაც ჩამოყალიბდა.
McKensey -ის მიხედვით Agile ორგანიზაციას სხვა ტიპის ორგანიზაციებისგან 5 ძირითადი ნიშნან-თვისება განასხვავებს:
სტრატეგია - Agile ორგანიზაციები ხედვებსა და მიზნებს აყალიბებენ, იმისათვის რომ მომხმარებლის საჭიროებებზე მორგებული პროდუქტი და თანამშრომლებზე ორიენტიებული პროცესები შექმნან. ორგანიზაციის სტატეგია საწყის ეტაპზე ხედვებისა და მიზნების ჩამოყალიბებაა, ხოლო მუშაობის პროცესი და პროდუქტი კი ბიზნეს გარემოს ცვალებადობიდან გამომდინარე მუდმივად ცვალებადია. ამ მიზნების განსახოციელებლად ისინი პემანენტულად იკვლევენ ბაზრის მოთხოვნებს, იღებენ უკუკავშირს მომხმარებლისგან და თანამშრომლებისგან, რათა შექმნან უკეთესი პროდუქტი და გააუმჯობესონ ამ პროდუქტის შექმნისათვის საჭირო პროცესები. შესაბამისად მათ ეძლევათ შესაძლებლობა, ეფექტიანად გადაანაწილონ როგორც მათი ფინანსური, ისე ადამიანური და ტექნოლოგიური რესურსი.
სტრუქტურა - Agile ორგანიზაციები ინარჩუნებენ სტაბილურ მაღალი რგოლის მენეჯმენტს, თუმცა დანარჩენ სტრუქტურას იერარქიული მოწყობის ნაცვლად მოქნილი სამუშაო გუნდებით (Tribes ან lattice ) ანაცვლებენ, რომლებიც საერთო მისიას ემსახურებიან. მსგავსი დაყოფა საშუალებას იძლევა, თითოეულ გუნდში თითო პროექტის განსახორციელებლად საჭირო ადამინები მუშაობდნენ. მსგავსი სტრუქტურა გუნდის წევრებს შორის კომუნიკაციას აადვილებს და მუშაობის პროცესს აჩქარებს. გუნდის თითოეულ წევს ნათლად აქვს განსაზღვრული თავისი როლი პროექტის მიმდინარეობის პროცესში. გუნდში გადაწყვეტილებებს თავად გუნდის წევრები იღებენ, რაც თავის მხრივ მენეჯერებს საშუალებას აძლევთ, არა ყოველდღიიურ ოპერაციებზე, არამედ სისტემურ ცვლილებებზე იფიქრონ. Agile ორგანიზაციულ სტრუქტურას ახასიათებს გუნდებსა და გუნდის წევრებს შორის გახსნილი და ღია კომუნიკაცია, რაც პროცესის დაჩქარებასა და პრობლემების სწრაფ გადაწყვეტას უწყობს ხელს.
პროცესი - Agile ორგანიზაციები განუწყეტელი ფიქრის, მოქმედებისა და სწავლის პროცესშიმუშაობენ. გამომდინარე იქიდან, რომ ბაზარი და მომხმარებლის მოთხოვნები ცვალებადია, ტექნოლოგები კი მუდმივად განვითარებადი, გარემო პროცესებისთვის ფეხის ასაწყობად საჭიროა მუდმივი კვლევა და ახალი ტენდენციების მუდმივი შესწავლა. Agile გუნდები ამას ხშირი კვლევითა და ერთმანეთისთვის ინფომაციის გაზიარებით ახერხებენ. ერთ-ერთი ხერხი კი ერთ ან ორ კვირაში ერთხელ გუნდის შეკრება (ე.წ. სპრინტები) და ამოცანების მცირე პერიოდებზე გადანაწილებაა, რაც გუნდებს საშუალებას აძლევს განიხილონ ბიზნეს გარემოში მიმდინარე ახალი ცვლილებები, პროდუქტის გაუმჯობესების ხერხები და ცვილებების მექანიზმები.
ადამიანები - სწრაფად ცვალებად სამყაროს ამ ცვლილებებთან ადაპტაციის უნარიც სჭირდება, რომელიც Agile გარემოში მომუშავე ყველა თანამშრომელს უნდა ახასიათებდეს. Agile Mindset-იც სწორედ ეს არის - სწრაფად აუწყო ფეხი ცვლილებებს. Agile ორგანიზაცებში თანამშრომლები მუდმივ განვითარებასა და ცვლილებებთან სწრაფად ადაპტაციაზე ორიენტირდებიან. მენეჯერები კი ცდილობენ იყვნენ თანამშრომელბის ქოუჩები, რათა დაეხმარონ მათ ახალ გარემოსთან სწრაფ ადაპტაციაში. Agile გუნდებს საერთო კულტურა აერთიანებთ, რაც მსგავს გარემოში მუშაობისათვის ძალიან მნიშვნელოვანია - თუ გუნდის წევრებს სხვადასხვა კულტურა აქვთ, ორგანიზაციის მიზნების მიღწევა კიდევ უფრო რთული ხდება.
ტექნოლოგიები - დღევანდელ ცვალებად სამყაროში პროდუქტებიც და პროცესებიც ციფრულდება, შესაბამისად Agile ორგანიზაციები ცდილობენ რაც შეიძლება სწრაფად მოერგონ ტექნოლოგიურ სიახლეებს, რათა მომხმარებელს უკეთესი პროდუქტი მიაწოდონ და გაამარტივონ ორგანიზაციაში მიმდინარე პროცესები.
დღეს ორგანიზაციის სამართავად Agile მეთოდოლოგიას იყენებენ ისეთი ორგანიზაცებია, როგორიცაა Google, Amazon, Apple, Spotify და ა.შ. ყველაფერი კი სათხილამურო კურორტიდან დაიწყო და სამ დღიანმა შეხვედრამ თანამედროვე ბიზნეს სამყაროს ცვლილებებთან ადაპტაციის მექანიზმი მოუტანა.