ბევრი დამსაქმებელი ცდილობს ებრძოლოს დასაქმებულების გადაწვას სამსახურში, რომელიც ყოველწლიურად მზარდი პრობლემაა. თუმცა, შეიძლება თქვენი გუნდი სხვა, არანაკლებ მნიშვნელოვანი პრობლემით იტანჯებოდეს. მოწყენილობა სამსახურში გულისხმობს ქრონიკულ მოწყენას და დემოტივაციას.
მოტივაციის კლება შეიძლება სხვადასხვა ფაქტორმა გამოიწვიოს, მაგალითად, შეიძლება დასაქმებულებს არ აქვთ საკმარისი საქმე ან ვერ ახდენენ საკუთარი თავის რეალიზებას სამსახურში. 2023 წლის Gallup-ის კვლევის თანახმად, თანამშრომლების ჩართულობის პრობლემა მსოფლიო გლობალურ ეკონომიკის GDP-ის 9 %-ით ამცირებს.
დამსაქმებლები სტრატეგიულად უნდა მიუდგნენ მოწყენილობის პრობლემას და გაზარდონ დასაქმებულების ჩართულობა:
ლიდერმა უნდა ჩამოაყალიბოს ნათელი და გამჭვირვალე ხედვა, რომელშიც ასახული იქნება კომპანიის მიზნები, ღირებულებები და გეგმები. თანამშრომლებს უნდა ესმოდეთ რა არის მათი კომპანიის მამოძრავებელი ძალა და მთავარი მიზანი.
ლიდერმა უნდა უზრუნველყოს, რომ მიუხედავად სამუშაო ლოკაციისა, თითოეულ თანამშრომელს ესმოდეს კომპანიის მთავარი სათქმელი. Gallup-ის კვლევის თანახმად, დისტანციურად დასაქმებული თანამშრომლების მხოლოდ 28% გრძნობდა თავს კომპანიის მისიის და მიზნის ნაწილად. ეს მაჩვენებელი 2011 წლის შემდეგ რეკორდულად დაბალია.
ლიდერებმა უნდა გაიაზრონ ინდივიდუალურად მენეჯერების როლი სამუშაო გარემოს შექმნაში. ხშირად, მენეჯერები განაპირობებენ თუ როგორ გრძნობს თავს დასაქმებული სამსახურში. Gallup-ის კვლევის თანახმად, გუნდის ჩართულობის 70% დამოკიდებულია მათ მმართველ მენეჯერზე.
დასაქმებულების მოსმენის და მათი საჭიროებების გაზიარებაზე მთავარი პასუხისმგებლობა მენეჯერებს აკისრიათ. მათ უნდა გაიაზრონ გუნდის წევრების პრობლემები, შესთავაზონ მათ კარიერული და პროფესიული განვითარების სხვადასხვა შესაძლებლობა.
მოწყენილობის პრობლემის დასამარცხებლად მნიშვნელოვანი ელემენტია კომპანიის ლიდერების რწმენა, რომ მათ გუნდს მეტის მიღწევა შეუძლია.
წყარო - Forget Burnout, Your Team Might Be 'Boredout.' Here's What to Do | Inc.com