Society for Human Resource Management-ის კვლევის მიხედვით, მოქნილი გრაფიკი ორგანიზაციას საუკეთესო კანდიდატების მოზიდვაში ეხმარება.
Porche-ის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, ადამიანი სახლიდან მუშაობის შედეგად უფრო პროდუქტიული და ბედნიერი ხდება. თუმცა სახლში მუშაობა ისეთ ხელისშემშლელ ფაქტორებთან ასოცირდება, რომელსაც ოფისში მუშაობისას ვერ შეხვდებით.
Porche-ის კვლევის მიხედვით, სახლიდან მომუშავე ადამიანების 76.1%-თვის მთავარ ხელისშემშლელ ფაქტორს ჩართულ ტელევიზორთან ერთად მუშოაბა წარმოადგენ,. 64.6 % -კი სამუშაო დროს პირად საქმეებს უთმობს, როგორიცაა გადასახადების გადახდა, ონლაინ შოპინგი და სხვ.; გამოკითხულების 27.6% ,სახლში ყოფნისას, სამუშაო დროს შხაპის მიღებას, ვარჯიშსა და მეგობრებთან ერთად ყავის დალევაში ხარჯავს.
მიუხედავად მსგავსი სტატისტიკისა, დასაქმებულთა ნაწილი ახერხებს ამ ხელისშემშლელი ფაქტორების მართვას. საბოლოოდ, კი ისინი უფრო პროდუქტიულები ხდებიან, შესაბამისად იზრდება მათი შესრულებული სამუშაოს ხარისხიც.
სახლიდან მუშაობა მაშინ არის შედეგიანი, თუ ადამიანი საკუთარი საქმის ორგანიზებას ახერხებს. ეს სულაც არ გამორიცხავს დღის განმავლობაში შხაპის მიღებას, ვარჯიშსა და მეგობრებთან შეხვედრას. მთავარია, სამუშაო ხარისხიანად შესრულდეს, ეს კი მხოლოდ ორგანიზებულობის შემთხვევაში მიიღწევა. თუ ადამიანს პირადი აქტივობები სახლიდან მუშაობისას ხელს უშლის სამუშაოს, მაშინ ის სამუშაოს უფრო თანმიმდევრულად უნდა მიუდგეს.
გაგიზიარებთ რამდენიმე მეთოდს, როემლიც სახლიდან სამუშაობის ორგანიზებასა და ხარისხიან შესრულებაში დაგეხმარებათ:
სამუშაო გრაფიკი
TheProductivity.Pro-ს დამფუძნებელი ლაურა სტეკი ფიქრობს, რომ სახლში მუშაობისას „სამუშაო საათების“ გრაფიკი აუმჯობესებს ადამიანის მუშაობის ხარისხსა და პროდუქტიულობას, ეს ერთგვარი კონტრაქტია საკუთარ თავთან. მაგალითისთვის, „კონტრაქტის“ მიხედვით, სამუშაო დღე შეიძლება დილით 10:00 იწყებოდეს და საღამოს 18:00სთ- ზე მთავრდებოდეს.
სტეკის აზრით, სახლიდან სამუშაო დროის ეფექტიანი მართვის ერთ-ერთი საუკეთესო გზა პირადი აქტივობების დახარისხებაა. მაგალითად, დასაქმებულმა სახლიდან მუშობისას საკუთარ თავს ტელევიზორის ყურების უფლება მხოლოდ „ოფიციალური ლანჩის“ დროს უნდა მისცეს. სამუშაო საათებში დაშვებული აქტივობების სიაში შეიძლება მხოლოდ ექიმის დანიშნულების შესრულება , მაგ. მედიკამენტის მიღება, ფრჩხილების მოწესრიგება კი უმჯობესია სამუშაოს დასრულების შემდეგ გადაიდოს.
ხელისშემშლელი ფაქტორების მართვა
Work Without Wall-ის ავტორის, მაურა ტომასის აზრით, ხელისშემშლელი ფაქტორები სახლშიც და სამსახურში თანაბრად არსებობს. ყველა ადამიანი იტანჯება ყურადღების გაფანტვით, რომელიც სხვადასხვა გარემოში სხვადასხვა ფაქტორით არის განპირობებული. მაგალითად, ნებისმიერ გარემოში ადამიანი სამუშაოსგან შეიძლება დაუგეგმავმა ან მოულოდნელმა სატელეფონო ზარმა, მეგობრის მიერ მოწერილმა შეტყობინებამ და ელექტრონულმა ფოსტამ მოწყვიტოს.
გამოსავალი არსებობს და იგი ყურადღების მართვაშია- ხელისშემშლელ ფაქტორებს კონცენტრაციის უნარის გამომუშავება ანადგურებს.
სახლში მუშაობისას, ადამიანს ყურადღების მართვაში საკუთარი სამუშაო გარემოს შექმნა და კონტროლი ეხმარება. თუ ადამიანი საკუთარ სამუშაო გარემოს პატივს სცემს, მაშინ სხვა ადამიანები ხელს აღარ უშლიან მუშაობისას.
ყურადღების მართვის კიდევ ერთი კარგი ხერხია ხელისშემშლელი ფაქტორების ჩამოწერა და მათი განადგურების გზების მოფიქრება. დისციპლინა ის იარაღია, რომელიც ადამიანს სისუსტეების დაძლევაში ეხმარება. სწორედ დისციპლინის ჩამოყალიბებით შეძლებს ადამიანი მართოს საკუთარი სამუშაო, გაანადგუროს ხელისშემშლელი ფაქტორები და შეძლოს, გახდეს უფრო პროდუქტიული.
ტექნოლოგიები
ტექნოლოგიები სახლიდან მუშაობისას ერთ-ერთ ხელისშემშლელ ფაქტორს წარმოადგენს. ადამიანს ერთ საქმეზე კონცენტრირება 20-45 წუთის ფარგლებში შეუძლია. თუ დროის ამ მონაკვეთს „ოფლაინ რეჟიმში“, გამორთული მობილურთა და სოციალური ქსელების გარეშე იმუშავებს, მისი კონცენტრაციის ხარისხი უფრო მაღალი იქნება. შემდგომ „განიავება“, წყლის დალევა და სოციალური ქსელების შემოწმება განტვირთვისათვის აუცილებელიცაა.
შესვენება
სამუშაოზე კონცენტრაციის შემდეგ შესვენებაც აუცილებელია. მნიშვნელოვანია, ადამიანი შესვენების დროს თავისი სამუშაოსგან განსხვავებული აქტივობით დაკავდეს: მაგალითად, თუ ადამიანის საქმე წერაა, მან შესვენებაზე არ უნდა წაიკითხოს. უმჯობესია, გაისეირნოს, უყუროს ტელევიზორს ან სახლის საქმეებს მოკიდოს ხელი. ამ დროს ადამიანის ტვინს მეტი ჟანგბადი მიეწოდება, რაც მომავალ მუშაობასაც უფრო პროდუქტიულს ხდის.
ყველა ადამიანს ერთიდაიგივე რაოდენობის დრო აქვს, განსხვავება მხოლოდ ხელისშემშლელი ფაქტორების მართვის უნარშია. იმისთვის, რომ სახლიდან მუშაობა უფრო პროდუქტიული გახდეს, ადამიანს ყურადღების მართვის უნარი სჭირდება და არა დროის მენეჯმენტი.