ამაზონის აღმასრულებელი დირექტორის, ჯეფ ბეზოსის თქმით, კომპანიის 10 წლიანი გეგმების დასახვამდე, აუცილებელია, ერთი კითხვის დასმა: „ რა არ შეიცვლება?“ამ მიდგომით, ბეზოსმააქციონერებთან გამართულ ყოველწლიურ შეხვედრაზე უპასუხა კითხვას: რა ხედვა აქვს Amazon-ს 10 წლის განმავლობაში? ბეზოსის თქმით, მომავალი 10 წლის განმავლობაში ბევრი რამ შეიცვლება, ამიტომ მნიშვნელოვანია, კომპანიამ განვსაზღვროს ის ძირეული იდეები, რომელზეც მომავალ მიზნებსა დასახავს.
Amazon-ის დამფუძნებლის აზრით, კომპანიამ სტრატეგია უნდა ააგოს იმაზე, რაც დროის გასვლის შემდეგაც სტაბილური იქნება. Amazon-ში ბევრი რამ არის რაც არასდროს შეიცვლება. ერთ-ერთი და ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანი მომხმარებელზე ორიენტირებული კულტურაა. მომხმარებლის სურვილები Amazon-ის კულტურის განმსაზღვრელია და მისი სტრატეგია თუ პროექტებიც მოხმარებლის სურვილებზეა მიმართული. ბეზოსის აზრით, Amazon-ის ძირითადი აქცენტი მომხმარებელზე დაკვირვებაა, რაც კომპანიის კულტურას 10 წლის შემდეგაც დაიცავს.
ეს აზრი ბეზოსს პირველად არ გაუჟღერებია. გასულ წლეს, Amazon-ის Mars robotics conference-ზეც ტრილიონერმა ზუსტად იგივე პასუხი გასცა კითხვას კომპანიის 10 წლიან გეგმებთან დაკავშრებით. მან თქვა, რომ Amazon ყოველთვის ორიენტირებული იყო დაბალ ფასებზე, სწრაფი მიტანის სერვისსა და დიდ არჩევანზე - ეს ის სერვისია, რომელიც ადამიანისთვის 10 წლის შემდეგაც სასურველი იქნება. ბეზოსის თქმით, წარმოუდგენელია, მას ვინმემ უთხრას, რომ Amazon უკეთესი იქენოდა ნელი მიწოდების სერვისისა და მაღალი ფასების შემთხვევაში.
აქციონერებთან შეხვედრა, Covid 19-ის გამო, ონლაინ რეჟიმში მიმდინარეობდა. შეხვედრაზე ბეზოსმა აღნიშნა, რომ საზოგადოების კრიტიკისა და ზოგიერთი დასაქმებულის პროტესტის მიუხედავად, იგი ამაყია იმით, თუ როგორ გაუმკლავდა AmazonCovid 19-ის კრიზისს. მან აქვე აღნიშნა, რომ იმ თანამშრომელთა შემცირება, რომლებიც კომპანიაში არსებულ სამუშაო პირობებზე ღიად საუბრობდნენ, შინაგანაწესის დარღვევის გამო მოხდა.
გთავაზობთ, ჯეფ ბეზოსის სრულ პასუხს Amazon-ის 10 წლიან ხედვასთან დაკავშრებით:
„ალბათ, 10 წელიწადში ბევრი რამ განვითარდება, ტექნოლოგიები შეიცვლება. კერძოდ, ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგია 10 წელში საგრძნობლად განვითარებული იქნება.თუმცა, მე ადამიანებს ყოველთვის ვუბიძგებ იმისკენ, რომ 10 წლიან გეგმებზე ფიქრისას იფიქრონ იმაზე, თუ რა არ შეიცვლება. სინამდვილეში, ეს მთავარი და უფრო მნიშვნელოვანი კითხვაა. სტრატეგია უნდა აშენდეს ისეთ რაღაცეებზე, რაც დროის გასვლის შემდეგაც სტაბილური იქნება. 10 წლიან ხედვაში, Amazon-ში ბევრი რამ არ შეიცვლება.ერთ-ერთი და ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი კონკურენტების ნაცვლად, მომხმარებელზე დაკვირვებაა. ჩვენ ამ კულტურის შენარჩუნებისთვის ვიმუშავებთ.ჩვენ ვართ მომთმენები, ამიტომ მზად ვართ დავუთმოთ დრო ჩვენ საქმეს.ჩვენ გამომგონებლები ვართ. ძალიან მნიშვნელოვანია ეს 10 წლის შემდეგაც შევინარჩუნოთ. როდესაც ადამიანი რთულ სიტუაციაში ვარდება, გამოსავალი თავად გამოსავლის გამოგონებაშია.
ჩვენ დამარცხებისთვისაც მზად ვართ და ეს მზაობა 10 წლის შემდეგაც არ შეიცვლება. ჩვენი დამარცხების სიდიდე ჩვენი ქმედებების სიდიდესთან ერთად გაიზრდება.მაგრამ ყველაფრის ცენტრი, ის რის გარშემოც ყველაფერი ტრიალებს მომხმარებელზე დაკვირვებაა. ის ნამდვილად იცავს ჩვენს კულტურას და დაიცავს 10 წლის შემდეგაც.
მარტივად დაკავრგავთ მოტივაციას თუ აღმოაჩენთ, რომ ზოგიერთი მიმართულებით ლიდერობთ თქვენ ხომ უკვე ზენიტში ხართ და ვეღარ მიხვდებით რატომ უნდა გააგრძელოთ მეტი მუშაობა. თუმცა, მომხმარებელზე დაკვირვებისას მოტივაცია ძლიერი და ძალიან მყარია -ბაზარზე თქვენი ლიდერობის მიუხედავად, თქვენი მომხმარებელი ყოველთვის უკმაყოფილო იქნება, რადგან მას ყოველთვის უკეთესი სურს.
ეს მოტივაცია კომპანიას მთელი გზის განმავლობაში გასდევს. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას, რომ მივიღოთ სწორი ადამიანები გუნდში. ადამიანები, რომლებსაც მოსწოთ ეს მიდგომა. ადამიანები, როლებსაც მომხმარებელზე დაკვირვება მოტივაციას აძლევს, ადამიანებს, რომლებსაც უყვართ გამოგონება. ასეთ ადამიანებს აქვთ სტარტაპერის გონება, მაშინაც კი როდესაც ექსპერტები არიან.
ეს ყოველივე 10 წლის შემდეგაც უცვლელი დარჩება.
თუ ჩვენ მომხმარებელზე დაკვირვების კულტურას ვერ შევინარჩუნებთ, მაშინ 10 წლიანი ხედვა დროთა განმავლობაში ჩამოიშლება.“