წარმოიდგინეთ, რომ უნდა მოიფიქროთ ახალი მარკეტინგული კამპანია, ახალი იდეები თქვენი პროდუქტის გაყიდვების გასაზრდელად ან თუნდაც კრეატიული გზები მნიშვნელოვანი თარიღის აღსანიშნავად. ტრადიციული მიდგომით, ასეთ დროს ერთად შეკრებთ გუნდის წევრებს ბრეინშტორმინგისთვის.
მიუხედავად იმისა, რომ არსებობს ამგვარი შეხვედრების ჩატარების მრავალნაირი ხერხი, კვლევებით დასტურდება, რომ ხშირად ბრეინშტორმინგის ტრადიციული სესიები პროდუქტიულად არ სრულდება. ადამიანების ნაწილს უჭირს თანამშრომლების წინაშე გახსნა და საკუთარი იდეების ხმამაღლა გაცხადება.
ხელოვნური ინტელექტის ჩატბოტები სრულად თავისუფალნი არიან კრიტიკისგან და სირცხვილის გრძნობისგან. ამის გამო, ბევრი გუნდი იყენებს მათსხვადასხვა ახალი იდეების გენერირებისთვის. მათ მიერ შემოთავაზებული იდეები შეიძლება მოსაწყენი და უინტერესო იყოს, თუმცა კრეატიულ პროცესში ხელოვნური ინტელექტის ჩართვა შეიძლება დაგეხმაროთ აქამდე გამოუკვლეველი სფეროების აღმოჩენაში.
ChatGPT-ის გაშვების შემდეგ ბევრმა პროფესიონალმა აღნიშნა, რომ ისინი აქტიურად იყენებენ ამ ჩატბოტს შემოქმედებითი აზროვნების პროცესში. Inc.com გვიზირებს სამ გზას, თუ როგორ შეიძლება გამოვიყენოთ ChatGPTბრეინშტორმინგისას:
მსოფლიოში საუკეთესო ხელოვნური ინტელექტიც კი ვერ დაგეხმარებათ იმ შემთხვევაში, თუ თქვენ არ იცით რაში გჭირდებათ მათი დახმარება. მსჯელობა უნდა დაიწყოთ კონკრეტული პრობლემით, რომლის გადაჭრაც გსურთ. ხელოვნურ ინტელექტს უნდა დაუსვათ კონკერტულიპრობლემის გადაჭრაზე მორგებული შეკითხვები.
თავდაპირველად ხელოვნურმა ინტელექტმა შეიძლება ყველაზე გავრცელებული იდეები შემოგთავაზოთ, თუმცა ჩატბოტის გამოყენების მთავარი მიზანია, მოულოდნელი გადაწყვეტების აღმოჩენა.
ამ შედეგის მისაღწევად ჩატბოტს ერთი და იგივე შეკითხვა ბევრჯერ დაუსვით მცირედი ცვლილებებით. რაც უფრო მეტად ჩაეკითხებით მას, მით უფრო მეტად სავარაუდოა, რომ ჩატბოტი ახალ და უფრო საინტერესო პასუხებს შემოგთავაზებთ. შეგიძლიათ დააზუსტებინოთ გაცემული პასუხი ან თხოვოთ უფრო მეტი კონტექსტის ახსნა.
ბრეინშტორმინგისას იდეების რაოდენობას განსაკუთრებული მნიშევნლობა აქვს. ბევრი იდეა, როგორც წესი, ნიშნავს მეტ კრეატიულობას და უკეთეს შედეგებს, მაშინაც კი, თუ ეს იდეები თავდაპირველად შეუძლებლად გეჩვენებათ. შესაბამისად, შეიძლება კარგი იქნება თუ ჩატბოტი სიებს შეგიდგენთ.
შეიძლება ჩატბოტის მომზადებული სიიდან ბევრი მითითება ვერ გამოიყენოთ, თუმცა შედგენილი სიებში შეიძლება რაიმე საინტერესო იდეაც შეგხვდეთ.
ჯერ კიდევ ბოლომდე არ არის ცნობილი თუ როგორ გამოიყენებენ კომპანიები და სხვადასხვა პროფესიონალები თანამედროვე ტექნოლოგიებს. თუმცა, ერთი რამ ნათელია, ტექნოლოგიების გამოყენება დღესვე შეგიძლიათ იმისთვის, რომ ყოველდღიური პრობლემების გადასაჭრელად იპოვოთ კრეატიული და განსხვავებული გადაწყვეტილებები.
წყარო - https://www.inc.com/jessica-stillman/a-3-step-guide-to-using-chatgpt-for-brainstorming.html