Unmind-ის კვლევის თანახმად, დასაქმებულების დაახლოებით 75% აღიარებს, რომ სამსახურიდანწამოვლის მიზეზი მათი ცუდი მენეჯერია.
ცუდ მენეჯერებს არ აქვთ გუნდის გაძღოლის, მათი ინსპირირების უნარი, ისინი არ ზრუნავენდასაქმებულების კეთილდღეობაზე და პროდუქტიულობაზე. ცუდი მენეჯერის გუნდში მუშაობაუარყოფითად აისახება თანამშრომლების სტრესზე და მენტალურ ჯანმრთელობაზე. ასეთიმენეჯერების აღმოსაჩენად მნიშვნელოვანია დააკვირდეთ შემდეგ ტენდენციებს:
- გუნდში დასაქმებულების ხშირი ცვლილება, გადინება;
- გუნდის ცუდი შედეგები;
- კოლეგებთან მუშაობისას მუდმივი პრობლემები;
- ჩართულობის პრობლემა;
- დასაქმებულების შევიწროება;
- გუნდის წევრები ვერ გამოხატავენ საკუთარ აზრს ნეგატიური უკუკავშირის შიშით;
- დაფასების და აღიარების ნაკლებობა;
- მხარდაჭერის ნაკლებობა;
ცუდი მენეჯერის იდენტიფიცირების შემდეგ, შეგიძლიათ დაეხმაროთ მათ და შესთავაზოთგანვითარების, გაუმჯობესების სხვადასხვა გზები:
1. ცოდნის ამაღლება;
დღევანდელ გარემოში, როდესაც დასაქმებულები განსაკუთრებით იტანჯებიან გადაწვით დასამსახურთან დაკავშირებული სტრესით, მნიშვნელოვანია, მენეჯერებს ჰქონდეთ ამ პრობლემებთანბრძოლისთვი საჭირო უნარები და ცოდნა.
Unmind-ის კვლევის თანახმად, მენეჯერების 84%-ს არ აქვს გავლილი ფორმალური ტრენინგილიდერობასა და ადამიანების მართვაში. კვლევის მონაწილეთა 47% მიიჩნევს, რომ გუნდშიპრობლემებს სწორედ ამ ცოდნის და გამოცდილების არქონა ქმნის.
2. პოზიტიური ლიდერობის წახალისება;
პოზიტიური ლიდერობა გამოიხატება ეფექტური უკუკავშირის მიცემაში, დასაქმებულებს შორისნდობის ჩამოყალიბებაში, გუნდში ფსიქოლოგიური უსაფრთხოების წახალისებაში და სხვა. მნიშვნელოვანია ლიდერებს ჰქონდეთ რბილი უნარები და მაღალი ემოციური ინტელექტი.
3. მენტალურ ჯანმრთელობაზე საუბარი;
თუ გუნდის მენეჯერი დასტრესილია, ის ვერ მოახერხებს დასაქმებულებისთვის კარგი მაგალითისმიცემას, წნეხის ქვეშ მყოფი დასაქმებულისთვის მხარდაჭერის გამოხატვას. ჩაუტარეთ მენეჯერებსშესაბამისი ტრენინგები, მათ უნდა შეეძლოთ ისეთი გარემოს შექმნა, სადაც მენტალურჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე საუბარი მისაღებია.
4. მენტორობის პროგრამები;
დაბალი რგოლის მენეჯერებმა შეიძლება ბევრი რამ ისწავლონ მათზე გამოცდილი, მაღალი რგოლისმენეჯერებისგან. წამოიწყეთ მენტორობის პროგრამები, სადაც მენეჯერები შეძლებენ ერთმანეთსგაუზიარონ გამოცდილება, გამოწვევები და უკუკავშირი.
5. პრობლემის აღიარება;
ხანდახან ადამიანებს არ სურთ ცვლილებები. მენეჯერი შეიძლება ვერ ამჩნევდეს საკუთარ ნაკლს ანარ სურდეს მისი გამოსწორება. გამორჩეული ლიდერები ერთდღიან ლიდერობის სემინარზე არიბადებიან. ნამდვილი გარდასახვისთვის აუცილებელია ხანგრძლივი სწავლა, დაკვირვება დასაკუთარ თავზე მუშაობა.
წყარო - https://www.hrmorning.com/articles/bad-managers-cause-turnover/